36-ე სესია

ანგარიში

CG36(2019)12final

2019 წლის 3 აპრილი

ახალგაზრდების სოციალური უფლებები: ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა როლი

მიმდინარე საქმეთა კომიტეტი

თანა-მომხსენებლები[1]: ლისა ანსალა, ფინეთი (L, ILDG) და პიერო ფასინო, იტალია (L, SOC)

რეზოლუცია 442(2019)................................................................................................................3

რეკომენდაცია 433 (2019)............................................................................................................7

განმარტებითი მემორანდუმი.................................................................................................10

რეზიუმე

წინამდებარე ანგარიში, რომელიც მომზადდა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების ინტეგრაციის, მონაწილეობის და ჩართულობის განმტკიცების შესახებ დებატების სერიის, რეზოლუციების და სხვა ინსტრუმენტების შემდგომ, ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების სოციალურ უფლებებზე, რომლებიც გარანტირებულია ევროპის სოციალური ქარტიით.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც თამაშობენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები, სოციალურ სფეროში მათი კომპეტენციების გამო, ახალგაზრდების მიერ სოციალურ უფლებებზე წვდომისა და მათი ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობაში, ისევე, როგორც სოციალური ქარტიის და მისი იურისპრუდენციის იმპლემენტაციაში, როგორც ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა შთაგონების წყარო, რათა მათ ამ სფეროში განახორციელონ ქმედებები.

ანგარიში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადახედილი ევროპის სოციალური ქარტიის ხელმოწერას და რატიფიცირებას და დაეთანხმონ კოლექტიური საჩივრების პროცედურას. იგი, მათ, ასევე, მოუწოდებს, მოახდინონ ქარტიის ტექსტის გავრცელება, თავიანთი საკომუნიკაციო არხების და სოციალური ქსელების საშუალებით, და სხვადასხვა ინიციატივების გამოყენებით აამაღლონ ახალგაზრდების სოციალური უფლებების შესახებ ცნობიერება. დამატებით, იგი წევრი სახელმწიფოების მთავრობებს აძლევს რეკომენდაციას, შეიმუშაონ და კოორდინირება გაუწიონ მმართველობის სხვა დონეებთან ერთად, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სოციალურ უფლებებზე და ქარტიის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდებს, ამ სამართლებრივი ინსტრუმენტის იმპლემენტაციაში ჩართონ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები.


CG36(2019)12final

რეზოლუცია 422 (2019)[2]

1. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა ფუნდამენტური სოციალური უფლებები გარანტირებულია ევროპის სოციალური ქარტიით (ETS No.163, შემდგომში, „სოციალური ქარტია“), რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ ხელმოსაწერად გაიხსნა 1961 წელს, ძალაში შევიდა 1965 წელს, ხოლო გადახედილი იქნა 1996 წელს.

2. იგი უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც ადგენს ძირითად წესებს პან-ევროპულ დონეზე ფუნდამენტურ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებით. იგი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს, რომელიც უკავშირდება დასაქმებას, საცხოვრებელს, ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ დაცვას და უზრუნველყოფას. სოციალური ქარტია ცალსახად მიუთითებს, რომ ახალგაზრდებს ენიჭებათ სოციალური უფლებები განათლებასთან და შრომის ბაზარზე ინტეგრაციასთან დაკავშირებით და შეღავათები ახლადდაქორწინებულებისათვის.

3. სოციალური ქარტიით გათვალისწინებული უფლებების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებების მოსამზადებლად, კერძოდ, ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მიიღო დოკუმენტების სერია, სადაც ხაზგასმულია საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ახალგაზრდების ფუნდამენტურ უფლებებზე წვდომის ხელშეწყობის კუთხით.

4. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებში „ახალგაზრდების ფუნდამენტურ უფლებებზე წვდომის შესახებ“ (2015(2013)) და „გზა ახალგაზრდების უფლებების შესახებ ევროპის ჩარჩო კონვენციისკენ“ (1978(2011)),[3] ისევე, როგორც მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში CM/Rec(2016)7, რომელიც შეეხება ახალგაზრდების წვდომას უფლებებზე, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ახალგაზრდების უფლებების შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიღების ნაცვლად, მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს იმ სავალდებული ძალის მქონე ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (შემდგომში, “ECHR”) და გადახედილი სოციალური ქარტიით.

5. ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტი ახორციელებს სახელმძღვანელო მითითებების, პროგრამებისა და სამართლებრივი ინსტრუმენტების შემუშავებას თანმიმდევრული და ეფექტური ახალგაზრდული პოლიტიკის შესამუშავებლად, ისევე, როგორც კონკრეტული ინსტრუმენტების შექმნას, როგორიცაა „ახალგაზრდული პოლიტიკის თვითშეფასება“, რომელთაც წევრი სახელმწიფოები გამოიყენებენ. მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2015)3 რეკომენდაციაზე დაყრდნობით, რომელიც შეეხება დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების ხელმისაწვდომობას სოციალურ უფლებებზე, ჩატარდება რეგულარული გამოკითხვები, რათა შესწავლილი იქნას წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომები, ისევე, როგორც პროექტები და ინიციატივები, რომლებსაც ახორციელებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები.

6. სოციალური ქარტიის იმპლემენტაცია და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის პრეცედენტული სამართალი უზრუნველყოფს კარგი პრაქტიკების ფართო სპექტრს ახალგაზრდების სოციალური უფლებების წვდომის და განხორციელების კუთხით. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ამ სფეროში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე განხორციელებული ქმედებების ინსპირაციის წყაროს.

7. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები, სოციალურ პარტნიორებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური ქარტიის გავრცელებისა და იმპლემენტაციის კუთხით, ახალგაზრდების მიერ ქარტიით დაცულ უფლებებზე წვდომასა და სარგებლობასთან დაკავშირებით. ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა უმნიშვნელოვანესი როლი ქარტიის ეფექტურ სამართლებრივ ინსტრუმენტად გადაქცევაში (იმ „სოციალურ“ პასუხისმგებლობებთან ერთად, რომლებიც ხელისუფლების თითეული დონის შესაბამისი ავტონომიის ბირთვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ), მხარდაჭერილი უნდა იქნას ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო სამოქმედო გეგმებით და პროგრამებით.

8. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესს (შემდგომში, „კონგრესი“), რომელმაც მოამზადა რეზოლუციები და სხვა ინსტრუმენტები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების ინტეგრაციის, მონაწილეობისა და ჩართულობის განსამტკიცებლად - განზრახული აქვს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ახალგაზრდების სოციალური ქარტიით გარანტირებულ სოციალურ უფლებებზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი იმპლემენტაცია და ახალგაზრდების უფლებებს კონკრეტული გამოხატულება მიეცეს.

9. 2014 წლიდან, კონგრესი თავის საქმიანობაში რთავს ახალგაზრდა დელეგატებს. იგი სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ახალგაზრდებს იწვევს სესიებზე დასასწრებად, დებატების დროს საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად და კონგრესის წევრებთან დისკუსიისთვის. 2015 წელს, ახალგაზრდა დელეგატებმა წარადგინეს მოსაზრება კონგრესის 29-ე სესიაზე, რომელიც შეეხებოდა რეზოლუციას, სახელწოდებით „ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების მიერ სოციალურ უფლებებზე ახალგაზრდების წვდომის ხელშეწყობა“.[4] მოსაზრება ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ ხარისხიან განათლებაზე წვდომა, სტაბილური დასაქმება, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური მონაწილეობისთვის წარმოადგენს ყველა ახალგაზრდის ინკლუზიისა და აქტიური მოქალაქეობის წინაპირობას. ისინი რეკომენდაციას უწევდნენ ინსტრუმენტთა კრებულის შექმნას, რომლის გამოყენებითაც ადგილობრივი ხელისუფლება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წვდომას მათ უფლებებზე, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კარგი პრაქტიკის მაგალითები და შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტების მიმოხილვა.

10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და კონგრესის მიერ ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სფეროში გაწეული სამუშაოს, რეგიონების პალატის მიერ სოციალური უფლებების იმპლემენტაციის შესახებ რეგიონულ დონეზე დებატების ორგანიზების (2016) და ახალგაზრდა დელეგატების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შემდგომ, კონგრესმა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს და ასოციაციებს, რომლებიც მათ წარმოადგენენ (მათთვის მინიჭებული კომპეტენციების ფარგლებში), მიმართა რეკომენდაციით:

a. წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს მტკიცედ მოუწოდონ, მოახდინონ გადახედილი ევროპის სოციალური ქარტიის (ETS No. 163) ხელმოწერა და რატიფიცირება და, „ტურინის პროცესის“ სულისკვეთებით, აღიარონ კოლექტიური საჩივრების პროცედურა, თუ აღნიშნული ჯერ არ გაუკეთებიათ, რათა სოციალური ქარტია და საჩივრების მექანიზმი აღქმული იქნას, როგორც ცნობიერების ასამაღლებელი სივრცე, სადაც არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებები (მაგ. სოციალური სამსახურები), არამედ, პირველ რიგში, თავად ახალგაზრდები შეძლებენ, გამოიჩინონ უფრო მეტი სოლიდარობა და ჩართულობა სოციალური უფლებების დასაცავად (განსაკუთრებით, მოწყველად მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებთან დაკავშირებით: უმუშევარი, მიგრანტი, შშმ ახალგაზრდები და ა.შ.);

b. თითეული ადგილობრივი და რეგიონული ორგანოს ვებ-გვერდზე გაავრცელონ ევროპის სოციალური ქარტიის ტექსტი და შექმნან „მომხმარებლისადმი მეგობრული“ ვერსია (რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ), სახელად, მაგალითად: „სოციალური ქარტიის განმარტება ახალგაზრდებისთვის“ (ან „ახალგაზრდების ადგილი ევროპის სოციალურ ქარტიაში“), ისეთი კონკურსების საშუალებით, როგორიცაა, კონკურსი მომხმარებლისადმი მეგობრული ვერსიის შესამუშავებლად და ილუსტრირებისთვის, რომელთა ორგანიზებაც მოხდება ადგილობრივ და/ან რეგიონულ დონეზე (ეს ვერსია, ასევე, შეასრულებს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული მოხელეების (ნორმატიული, პოლიტიკური და ფინანსური) საქმიანობის სახელმძღვანელოს ფუნქციას);

c. თავიანთი პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდების სოციალური უფლებები პრიორიტეტად მიიჩნიონ და შეიმუშაონ კონკრეტული ქმედებები, რომელიც შეეხება ახალგაზრდების მიერ სოციალური უფლებების განხორციელებას (დასაქმების მხარდაჭერის აქტიური ღონისძიებები, ჯანმრთელობის შესახებ განათლების ღონისძიებები, ახალგაზრდებს შორის გენდერული ძალადობის პრევენცია და ა.შ.) და რომელთა გავრცელებაც და პოპულარიზაციაც შესაძლებელი იქნება სოციალური ქსელების საშუალებით. ინფორმაციის ამგვარი გავრცელება და პოპულარიზაცია (ონლაინ და შესაძლოა, პირისპირ ფორმატებში) ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მონაწილეობას და ჩართულობას სოციალური უფლებების კუთხით;

d. განახორციელონ ინვესტიციები საინფორმაციო ტექნოლოგიებზე საზოგადოების წვდომის გაუმჯობესების კუთხით, არსებული საჯარო სერვისების ფარგლებში (ახალგაზრდული ცენტრები, საჯარო ბიბლიოთეკები, მედია ბიბლიოთეკები, ახალგაზრდების ინფორმირების და ხელმძღვანელობის ცენტრები და ა.შ.), მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2015)3 რეკომენდაციის სულისკვეთებით, რომელიც შეეხება დაუცველ რაიონებში ახალგაზრდების სოციალურ უფლებებზე წვდომას.

e. აამაღლონ სოციალური უფლებების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერება, ისეთი ინიციატივების საშუალებით, როგორიცაა თითეულ ადგილობრივ და რეგიონულ თემში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის (12 აგვისტო) ან ევროპის სოციალური ქარტიის დღის (18 ოქტომბერი) აღნიშვნით.

f. მონაწილეობა მიიღონ მიმოხილვაში, რომელსაც 2019 წელს ჩაატარებს ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტი მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2015)3 რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც შეეხება დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების წვდომას სოციალურ უფლებებზე, და, inter alia, შეაფასებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებულ პროექტებს და ინიციატივებს.

11. წინა საქმიანობაზე დაყრდნობით, კონგრესი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მიმართავს რეკომენდაციით, განახორციელონ რეკომენდაციები, რომელთაც შეიცავს რეზოლუციები 414 (2017), 386 (2015), 346 (2012), 319 (2010) და 259 (2008).[5]

რეკომენდაცია 433 (2019)[6]

1. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა ფუნდამენტური სოციალური უფლებები გარანტირებულია ევროპის სოციალური ქარტიით (ETS No.163, შემდგომში, „სოციალური ქარტია“), რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ ხელმოსაწერად გაიხსნა 1961 წელს, ძალაში შევიდა 1965 წელს, ხოლო გადახედილი იქნა 1996 წელს.

2. იგი უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც ადგენს ძირითად წესებს პან-ევროპულ დონეზე ფუნდამენტურ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებით. იგი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს, რომელიც უკავშირდება დასაქმებას, საცხოვრებელს, ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ დაცვას და უზრუნველყოფას. სოციალური ქარტია ცალსახად მიუთითებს, რომ ახალგაზრდებს ენიჭებათ სოციალური უფლებები განათლებასთან და შრომის ბაზარზე ინტეგრაციასთან დაკავშირებით და შეღავათები ახლადდაქორწინებულებისათვის.

3. სოციალური ქარტიით გათვალისწინებული უფლებების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებების მოსამზადებლად, კერძოდ, ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მიიღო დოკუმენტების სერია, სადაც ხაზგასმულია საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ახალგაზრდების ფუნდამენტურ უფლებებზე წვდომის ხელშეწყობის კუთხით.

4. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებში „ახალგაზრდების ფუნდამენტურ უფლებებზე წვდომის შესახებ“ (2015(2013)) და „გზა ახალგაზრდების უფლებების შესახებ ევროპის ჩარჩო კონვენციისკენ“ (1978(2011)),[7] ისევე, როგორც მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში CM/Rec(2016)7, რომელიც შეეხება ახალგაზრდების წვდომას უფლებებზე, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ახალგაზრდების უფლებების შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიღების ნაცვლად, მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს იმ სავალდებული ძალის მქონე ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (შემდგომში, “ECHR”) და გადახედილი სოციალური ქარტიით.

5. სოციალური ქარტიის იმპლემენტაცია და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის პრეცედენტული სამართალი უზრუნველყოფს კარგი პრაქტიკების ფართო სპექტრს ახალგაზრდების სოციალური უფლებების წვდომის და განხორციელების კუთხით. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ამ სფეროში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე განხორციელებული ქმედებების ინსპირაციის წყაროს.

6. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები, სოციალურ პარტნიორებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური ქარტიის გავრცელებისა და იმპლემენტაციის კუთხით, ახალგაზრდების მიერ ქარტიით დაცულ უფლებებზე წვდომასა და სარგებლობასთან დაკავშირებით. ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა უმნიშვნელოვანესი როლი ქარტიის ეფექტურ სამართლებრივ ინსტრუმენტად გადაქცევაში (იმ „სოციალურ“ პასუხისმგებლობებთან ერთად, რომლებიც ხელისუფლების თითეული დონის შესაბამისი ავტონომიის ბირთვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ), მხარდაჭერილი უნდა იქნას ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო სამოქმედო გეგმებით და პროგრამებით.

7. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესს (შემდგომში, „კონგრესი“), რომელმაც მოამზადა რეზოლუციები და სხვა ინსტრუმენტები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების ინტეგრაციის, მონაწილეობისა და ჩართულობის განსამტკიცებლად - განზრახული აქვს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ახალგაზრდების სოციალური ქარტიით გარანტირებულ სოციალურ უფლებებზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი იმპლემენტაცია და ახალგაზრდების უფლებებს კონკრეტული გამოხატულება მიეცეს.

10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა: 

a. მოახდინონ გადახედილი ევროპის სოციალური ქარტიის (ETS No. 163) ხელმოწერა და რატიფიცირება და, „ტურინის პროცესის“ სულისკვეთებით, აღიარონ კოლექტიური საჩივრების პროცედურა, თუ აღნიშნული ჯერ არ გაუკეთებიათ, ვინაიდან ქარტიის იმპლემენტაცია და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის პრეცედენტული სამართალი უზრუნველყოფს კარგი პრაქტიკების ფართო სპექტრს ახალგაზრდების სოციალური უფლებების წვდომის და განხორციელების კუთხით. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ამ სფეროში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე განხორციელებული ქმედებების ინსპირაციის წყაროს;

b. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები ჩართონ ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში ან დასკვნების მომზადებაში სახელმწიფო მხარეთა მთავრობების მიერ ევროპის სოციალური უფლებათა კომიტეტისათვის წარდგენილი შესაძლო კოლექტიური საჩივრების შესახებ, და, ასევე, კომიტეტის დასკვნებსა და გადაწყვეტილებებზე შემდგომი რეაგირების განხორციელების პროცესში. ჩართულობა უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის 4(6) მუხლს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან კონსულტაციას ითვალისწინებს „დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათთან პირდაპირ შემხებლობაშია“. მართლაც, სოციალური ქარტია, როგორც ევროპის საბჭოს „წამყვანი“ ხელშეკრულება სოციალური უფლებების სფეროში, ასევე, წარმოადგენს სოციალური ინკლუზიის და თემში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მამოძრავებელ ძალას;

c. ახალგაზრდების სოციალური უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად  ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავება, ადგილობრივ და რეგიონულ ორგანოებთან კოორდინირების საფუძველზე და ახალგაზრდა ლიდერებთან თანამშრომლობის გზით. ახალგაზრდა ლიდერებში იგულისხმება მოხალისეები ან სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდებთან ან ახალგაზრდებისთვის, ჩართულები არიან ახალგაზრდებთან ან ახალგაზრდებისთვის მუშაობის სფეროში, სხვადასხვა კონტექსტებში, ხოლო აღნიშნულის მიზანია მმართველობის ყველა დონეზე კარგი პრაქტიკის გავრცელება.


განმარტებითი მემორანდუმი[8]

1. შესავალი: ანგარიშის შექმნის კონტექსტი და მიდგომა

1. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა ფუნდამენტური სოციალური უფლებები გარანტირებულია ევროპის სოციალური ქარტიით (ETS No.163, შემდგომში, „სოციალური ქარტია“), რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ ხელმოსაწერად გაიხსნა 1961 წელს, ძალაში შევიდა 1965 წელს, ხოლო გადახედილი იქნა 1996 წელს. იგი უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც ადგენს ძირითად წესებს პან-ევროპულ დონეზე ფუნდამენტურ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებით. იგი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს, რომელიც უკავშირდება დასაქმებას, საცხოვრებელს, ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ დაცვას და უზრუნველყოფას. იმპლემენტაციის დონეზე, კვლავ არსებობს კონკრეტული გაიდლაინების შექმნის საჭიროება, რომელიც შეიცავს მითითებებს ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მიერ ამ წესების განხორციელებასთან დაკავშირებით.

2. ევროპის საბჭომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მიიღო დოკუმენტების სერია, სადაც ხაზგასმულია საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ახალგაზრდების ფუნდამენტურ უფლებებზე წვდომის ხელშეწყობის კუთხით.

3. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებში „ახალგაზრდების ფუნდამენტურ უფლებებზე წვდომის შესახებ“ (2015(2013)) და „გზა ახალგაზრდების უფლებების შესახებ ევროპის ჩარჩო კონვენციისკენ“ (1978(2011)),[9] ისევე, როგორც მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში CM/Rec(2016)7, რომელიც შეეხება ახალგაზრდების წვდომას უფლებებზე, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ახალგაზრდების უფლებების შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიღების ნაცვლად, მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს იმ სავალდებულო ძალის მქონე ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და გადახედილი სოციალური ქარტიით.

4. ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი (შემდგომში, „კონგრესი“) თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებდა ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში მონაწილეობაზე და ახალგაზრდულ პოლიტიკაზე/დასაქმებაზე ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ახალგაზრდების ავტონომიისა და შრომითი ცხოვრებაზე გადასვლის მხარდაჭერის მიზნით. იგი, ასევე, ყურადღებას ამახვილებდა იმ ახალგაზრდების გაძლიერებაზე, რომლებიც კონომიკურად დაუცველ უბნებს ან ჯგუფებს წარმოადგენენ, მაგალითად, ბოშები.[10]

5. ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების სოციალური უფლებების განხორციელება გახდა კონგრესის სამუშაო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, ვინაიდან კონგრესის ახალგაზრდა დელეგატების მიერ 2015 წელს წარდგენილი მიმართვა „ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მიერ ახალგაზრდების სოციალურ უფლებებზე წვდომის წახალისების“ შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონგრესის 29-ე სესიაზე, ითხოვდა, რომ კონგრესს გაეთვალისწინებინა ზომები, რომელიც მიმართულია, კერძოდ, ახალგაზრდების თავიანთ უფლებებზე წვდომის ხელშეწყობისკენ.[11] ისინი აღნიშნავდნენ, რომ „...ხარისხიან განათლებაზე წვდომა, სტაბილური დასაქმება, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური მონაწილეობისთვის წარმოადგენს ყველა ახალგაზრდის ინკლუზიისა და აქტიური მოქალაქეობის წინაპირობას.“

6. 2016 წელს რეგიონთა პალატაში გამართულ დებატებში, თემაზე „სოციალური უფლებები ევროპაში: რეგიონულ დონეზე ევროპის სოციალური ქარტიის იმპლემენტაცია“, ხაზი გაესვა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების აუცილებელ და მნიშვნელოვან როლს სოციალური ქარტიით აღიარებული უფლებების ეფექტურობის უზრუნველყოფაში.

7. წინამდებარე ანგარიში შესაბამისობაშია „ტურინის პროცესის“ სულისკვეთებასთან (ევროპის საბჭოს სვეტების სუბსიდიარულობის და სოციალური განზომილების გაღრმავება, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე სოციალური ქარტიის განმტკიცების გზით და ამავდროულად, ევროკავშირთან სინერგიების მხედველობაში მიღება),[12] და 2017-2020 წლებისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებულ ერთ-ერთ პრიორიტეტთან (ინკლუზიური საზოგადოებების შენება“). იგი, ასევე, ითვალისწინებს ახალგაზრდა დელეგატების მიერ წამოჭრილ საკითხებს, რომლებიც შეეხება ახალგაზრდების შესაძლებლობების განმტკიცებას თავიანთი უფლებების განხორციელების კუთხით.[13] ამას გარდა, ახალგაზრდა დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე საქმეთა კომიტეტის მიერ 2018 წელს გამართულ დებატებში და კონგრესის 36-ე სესიაზე გამართულ დებატებში, 2019 წლის აპრილში.

9. ყურადღების გამახვილებას სოციალური ქარტიით გათვალისწინებულ იმ უფლებებზე, რომელსაც გავლენა აქვს ახალგაზრდებზე, ორი შედეგი აქვს:

a. პირველ რიგში, სოციალური ქარტია ძირითადი ევროპული სამართლებრივი ინსტრუმენტია ახალგაზრდების მიერ სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ახალგაზრდების უფლებების შესახებ ცალკე ევროპული ინსტრუმენტის მომზადების მოთხოვნის სანაცვლოდ, მიღებული უნდა იქნას ზომები სოციალური ქარტიის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მათ შეძლონ ქარტიით სარგებლობა;

b. მეორე, იმ საქმიანობის საშუალებით, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური ქარტიით და - ინტეგრირებული მიდგომის კონტექსტში - ევროპის საბჭოს სხვა ინსტრუმენტებით (ცალსახად ან სხვაგვარად) მოცული უფლებების ხელშეწყობას და დაცვას, ახალგაზრდები ევროპის საბჭოში თანხმდებიან, რომ არსებობს პრაქტიკული პრობლემები სოციალურ უფლებებზე წვდომასთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებით.

9. აღნიშნულ კონტექსტში, იმ საქმიანობის გათვალისწინებით, რომელიც კონგრესმა და ევროპის საბჭოს ახალგაზრდულმა სექტორმა განახორციელა ამ სფეროში, წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს, წარმოადგინოს კარგი (ან ცუდი) პრაქტიკის მაგალითები და გასცეს რეკომენდაციები, რომელიც ეყრდნობა ქარტიის იმპლემენტაციის გამოცდილებას.

2. სოციალური უფლებები, რომლებიც განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს, ინტეგრაციული მიდგომის კონტექსტში

2.1. ევროპის სოციალური ქარტიის მნიშვნელობა

10. სოციალური ქარტია ცალსახად მიუთითებს, რომ ახალგაზრდებს გააჩნიათ სოციალური უფლებები, რომლებიც უკავშირდება განათლებას და შრომის ბაზარზე ინტეგრაციას (პროფესიული ორიენტაცია და მომზადება, მუხლები 9 და 10) და შეღავათებს ახლადდაქორწინებულთათვის (ოჯახური ცხოვრების სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვა, მუხლი 16).

11. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალგაზრდები სარგებლობენ სხვა უფლებებით, რომელიც დაცულია სოციალური ქარტიით (და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის - შემდგომში, „ESCR“-ის პრეცედენტული სამართლით), მონიტორინგის ორი მექანიზმის კონტექსტში: ანგარიშგების სისტემა და კოლექტიური საჩივრების პროცედურა, ისეთ სფეროებში, როგორიცაა დასაქმება (მუხლი 1), ჯანმრთელობა (მუხლი 11), სოციალური უზრუნველყოფა (მუხლი 12), სოციალური და სამედიცინო დახმარება (მუხლი 13) და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (მუხლი 14).

12. ამას გარდა, სოციალური ქარტიის პერსპექტივიდან, კომიტეტმა განიხილა მოწყველადობის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე, მათ შორის: ასაკობრივი დისკრიმინაცია ანაზღაურების დროს (მუხლი 4) და გენდერული განზომილება (მუხლი 20), შშმ პირების (მუხლი 15) და მიგრანტების (მუხლები 18 და 19) მდგომარეობა, სიღარიბისგან და სოციალური გარიყულობისგან დაცვა (მუხლი 30) და საცხოვრებელზე წვდომა (მუხლი 31).

13. ამასთან, არსებობს ასპექტები, რომელიც ცალსახად არ არის გათვალისწინებული სოციალურ ქარტიაში (1961 წლის ტექსტის ჩათვლით), თუმცა, ისინი განხილული იქნა მოსამზადებელ ეტაპზე (მაგალითად, რეკომენდებულია, რომ თანდათანობით უფასო გახდეს განათლება უნივერსიტეტის დონეზე და დაინერგოს გრანტები სტუდენტებისთვის).[14] ამ საკითხების განხილვა გაგრძელდა ხელშეკრულების ტექსტში ფორმალური აღიარების კონტექსტში (მაგალითად, გადახედილი ქარტიის 2003 წლის დამატებით ოქმში შესატანი ცვლილება უმაღლესი განათლების უფლებასთან დაკავშირებით).

14. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ დებულებების ნაკლებობა, რომელიც ცალსახად განავრცობს სოციალური ქარტიის მატერიალურ ფარგლებს, არ ახდენს რაიმე უარყოფით გავლენას ხელშეკრულების, როგორც „ცოცხალი ინსტრუმენტის“ კონცეფციაზე, იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი განათლება მოცულია სოციალური ქარტიის მე-10 მუხლით, ხოლო 18 წელს ზემოთ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ წვდომა (მე-13 მუხლის პერსპექტივიდან) მინიმალურ შემოსავალზე და შეეძლოთ დამოუკიდებლად ცხოვრება (საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1885(2012): მსხვერპლად შეწირული ახალგაზრდა თაობა: ფინანსური კრიზისის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები“, და რეზოლუცია 2197(2018): „არგუმენტები საყოველთაო საბაზისო შემოსავალთან დაკავშირებით“). 1885(2012) რეზოლუციაში ასამბლეამ აღნიშნა, რომ მზარდია იმ ადამიანების რაოდენობა, „რომლებიც არიან დასაქმების, განათლების ან ტრენინგის მიღმა“ (ე.წ. NEETs), რომლებიც დიდწილად დამოკიდებულები არიან ოჯახის მხარდაჭერაზე. ამავდროულად, როგორც 2197(2018) რეზოლუციის[15] განმარტებით მემორანდუმშია მითითებული, ევროპაში გარანტირებული მინიმალური შემოსავლის სქემები ასეთ ახალგაზრდებს უნდა ეხმარებოდეს საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის კუთხით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აღნიშნული სოციალური ქარტიის მე-13 და მე-14 მუხლებიდან მომდინარე მოვალეობაა.

15. ამ სფეროების შემთხვევაში, სადაც ბოლო ათწლეულის მანძილზე, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის კონტექსტში აღინიშნება დაუცველობის მაღალი მაჩვენებელი (მაგალითად, ახალგაზრდების უმუშევრობის ზრდა ან სტუდენტების გრანტების რაოდენობის შემცირების ან უნივერსიტეტების გადასახადების გაზრდის გამო, უმაღლეს განათლებაზე წვდომასთან დაკავშირებული სირთულეები), შეზღუდვები დაბალანსებულია სავალდებულო სამართლებრივი ძალის მქონე სოციალური ქარტიით.

2.2. ახალგაზრდების ხმა და კონგრესის მიერ გაწეული სამუშაოები

16. სოციალური უფლებების შესახებ ევროპის საბჭოს მთავარი დოკუმენტის მომზადებასთან (სადაც ახალგაზრდებს თავისი ადგილი აქვთ) და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების (საპარლამენტო ასამბლეა, მინისტრთა კომიტეტი, ახალგაზრდობის სექტორი და ა.შ.) საქმიანობაში წვლილის შეტანასთან ერთად, კონგრესმა მოამზადა რამოდენიმე დოკუმენტი ახალგაზრდების მიერ თავიანთ უფლებებზე წვდომასთან დაკავშირებით (ზოგადად და/ან კონკრეტულად სოციალური უფლებების შემთხვევაში), ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების პერსპექტივიდან.[16]

17. 296 (2010) რეზოლუციაში, რომელიც შეეხება „ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების როლს ადამიანის უფლებების იმპლემენტაციაში“, კონგრესმა ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, იმ უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნულ ორგანოებს აქვთ „განათლების, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის და კანონის და სამართალის“ უზრუნველყოფის კუთხით. მათ, ასევე, „ყველა მოქალაქისათვის და არა-მოქალაქისთვის უნდა უზრუნველყონ თანაბარი წვდომა სახელმწიფო სერვისებზე, დისკრიმინაციის გარეშე“ და ამავდროულად, „დაიცვან სოციალური უფლებები“, რის გამოც ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „ადამიანის უფლებების სფეროში კარგი პრაქტიკის მაგალითების აღრიცხვაში“.

18. მსგავსად აღნიშნულისა, 334 (2011) რეზოლუციაში, რომელიც შეეხება „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ინდიკატორების შემუშავებას“, კონგრესმა აღნიშნა: „ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებები მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს, ხოლო ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კომპეტენციები ამ უფლებებს უკავშირდება“, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების საქმიანობა „ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და ევროპის სოციალურ ქარტიას, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს არსებული მონიტორინგის ორგანოების საქმიანობას.“

19. კონგრესმა ხაზი გაუსვა ამ მეთოდოლოგიას და წევრ სახელმწიფოებს ასეთი სტრატეგიის მიღებისკენ მოუწოდა რეზოლუციაში 365 (2014): „ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში და სხვა სახელმწიფოებში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები“. ამავდროულად, კონგრესმა მიუთითა იმ საქმიანობაზე, რომელსაც ახორციელებს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორი, ადამიანის უფლებების, სოციალური ინტეგრაციის და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით (განსაკუთრებით, „Enter!“ პროექტის ფარგლებში, რომელიც 2009 წლიდან ხორციელდება).[17]

20. ამავდროულად, ინტეგრაციის, ახალგაზრდების ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მონაწილეობისა და ჩართულობის წინა ინსტრუმენტებზე დაყრდნობით,[18] კონგრესი კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ახალგაზრდების სოციალურ უფლებებზე წვდომის მნიშვნელობას და, ამავდროულად, ითვალისწინებს ადამიანის უფლებების ხელშეუვალობაზე დაფუძნებულ ინტეგრირებულ მიდგომას. ანგარიშში, სახელწოდებით „ხმის მიცემა 16 წლის ასაკში - ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის შედეგები“,[19] კონგრესი, ითვალისწინებს რა, რომ არჩევნები ერთადერთი „გადამცემი არხია“ მოქალაქეთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის, ხელისუფლებებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ხმის მიცემის უფლების მინიმალური ასაკის 16 წლამდე დაწევას, ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების შემთხვევაში.

21. რეზოლუციაში 414(2017)3, „მუდამ ახალგაზრდა? ახალგაზრდული პოლიტიკის და ახალგაზრდების საქმიანობის როლი ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე, ახალგაზრდების ავტონომიისა და შრომითი ცხოვრებაზე გადასვლის მხარდასაჭერად“, კონგრესმა წარმოადგინა კონკრეტული რეკომენდაციები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებისათვის, შემდეგ სფეროებში:

a. ინფორმაცია (მაგალითად, ონლაინ და პირისპირ კონსულტაციები ახალგაზრდებთან, საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ქოუჩინგს და სპეციალურ ტრენინგებს);

b. განათლება (მაგალითად, მოწაფეობაზე წვდომის წახალისება და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც განათლების მიღებას აგრძელებენ 18 წლის შემდგომ);

c. დასაქმება (მაგალითად, ადგილობრივი მმართველობის პროგრამის შექმნა პროფესიული გამოცდილების ან მოწაფეობისა და მოხალისეობის კონტექსტში განვითარებული კომპეტენციების ოფიციალური აღიარებისთვის);

d. საცხოვრებელი (მაგალითად, დაბალბიუჯეტიანი საცხოვრებლის შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, სესხის აღების შესაძლებლობებთან და მუნიციპალურ ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად), და;

e. ჯანმრთელობა (რეგულარული საინფორმაციო სესიების ან ტრენინგის ჩატარება სექსუალური და რეპროდუქტიული უფლებების, დეპრესიის, ძალადობის და შევიწროების ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ).

22. მსგავსი ფილოსოფიით, დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების სოციალურ უფლებებზე წვდომის შესახებ რეკომენდაციაში  CM/Rec(2015)3[20], მინისტრთა კომიტეტი ცალსახად მიუთითებს 1996 წლის გადახედილი სოციალური ქარტიის არაერთ დებულებაზე (მუხლები 1, 7, 9, 10, 11, 15, 17, 19, 21, 30 და 31) და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს „სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის შესაბამისი დასკვნების და გადაწყვეტილებების“ მხედველობაში მიღებისკენ. აღნიშნული რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ გარკვეულ სოციალურ უფლებებზე წვდომა (ხარისხიანი განათლება, სტაბილური დასაქმება, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ადეკვატური ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ტექნოლოგია და შესაძლებლობები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური მონაწილეობისათვის) წარმოადგენს „ახალგაზრდების ინკლუზიისა და აქტიური მოქალაქეობის წინაპირობას“. რეკომენდაციას თან ერთვის დეტალური დანართი, სადაც წარმოდგენილია ღონისძიებები დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების სოციალურ უფლებებზე წვდომასთან დაკავშირებით. რეკომენდაციაში, ასევე, წარმოდგენილია ზომები, რომლებიც ადგილობრივმა და რეგიონულმა ორგანოებმა უნდა მიიღონ.

23. აღნიშნულ რეკომენდაციაში წარმოდგენილი წინადადებები უფრო ფართო მასშტაბით არის გათვალისწინებული „წევრი სახელმწიფოების მიმართ მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2016)7 რეკომენდაციაში ახალგაზრდების უფლებებზე წვდომის შესახებ“, რომელიც, ასევე, მიუთითებს „სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და დასკვნებზე“ და სახელმწიფოებს მოუწოდებს, რატიფიცირება გაუკეთონ 1996 წლის გადახედილ ევროპის სოციალური ქარტიის და 1995 წლის ოქმს, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიური საჩივრების სისტემას, თუ აღნიშნული ჯერ არ გაუკეთებიათ. რეკომენდაციის დანართში მინისტრთა კომიტეტი წევრ სახელმწიფოებს, ასევე, მოუწოდებს „ხელი შეუწყონ ახალგაზრდების წვდომას სოციალურ უფლებებზე და ამ მიზნით, განამტკიცონ ევროპის სოციალური ქარტიის დებულებების იმპლემენტაცია.“

24. აღნიშნულ რეკომენდაციაში, მინისტრთა კომიტეტი მიუთითებს საპარლამენტო ასამბლეის 2015(2013) რეკომენდაციაზე, რომელიც შეეხება „ახალგაზრდების წვდომას ფუნდამენტურ უფლებებზე“, რომელშიც ასამბლეა მიესალმა 2013 წლის თებერვალში ევროპის საბჭოს კამპანიის, „ადამიანის უფლებებზე ზრუნვის“ დაწყებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების ხელშეწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდების შემთხვევაში. მას სჯერა, რომ კამპანია უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას ევროპის სოციალური ქარტიით (გადახედილი) დაცული უფლებები“.

2.3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სუბსიდიური ხასიათი

25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ცალსახად არ ადგენს ახალგაზრდებთან დაკავშირებულ უფლებებს და თავისუფლებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მოიცავს გარკვეულ საქმეებს, რომელთა წარდგენაც მოხდა ახალგაზრდა მომჩივნების მიერ და შეეხება გარკვეული უფლებების დაცვას (სამოქალაქო და პოლიტიკური და, ირიბად, სოციალური). ამავდროულად, პრეცედენტული სამართალი საკმაოდ მცირე მოცულობისაა, თუ შევადარებთ სოციალური ქარტიის ფართო პერსონალური და მატერიალური ფარგლებიდან მომდინარე პრეცედენტულ სამართალს. შესაბამისად, ძალიან რთულია სასამართლოს პრეცედენტული სამართალზე დაყრდნობით კარგი (ან ცუდი) პრაქტიკის მაგალითების იდენტიფიცირება, ახალგაზრდების მიერ სოციალურ უფლებებზე წვდომასთან დაკავშირებით, რომლის მხედველობაში მიღებაც შესაძლებელია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.[21]

26. ამავდროულად, ECHR-ის, როგორც ევროპის საბჭოს მთავარი ხელშეკრულების სიმბოლური პოზიცია და ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა კამპანიები (კონვენციით დაცულ უფლებებთან დაკავშირებით), რომელიც ახალგაზრდებისკენ იყო მიმართული, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს, ისევე, როგორც სოციალური ქარტია და სოციალური უფლებები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდებთან. აღნიშნულის მაგალითია პროექტი “Hurry Up! Human Rights Revisited by Youth in Europe!”, რომელიც დაიწყო ECHR-ის 60 წლის იუბილის აღსანიშნავად (პროექტის მიმდინარეობისას, 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის ივნისამდე პერიოდში, სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა).

27. ქ.სტრასბურგის ინიციატივამ, რომელსაც მხარს უჭერდა პროგრამა „European Youth in Action“ და ხორციელდებოდა ევროპის სასამართლოსთან თანამშრომლობით, გააერთიანა არაერთი ქალაქი და ორგანიზაცია: დრეზდენი (გერმანია), რომელიც სტრასბურგს „დაუმეგობრდა“ და Club de Strasbourg-ის შვიდი წევრი: ბუდაპეშტი (უნგრეთი), ტიმიშოარა (რუმინეთი), კატოვიცე (პოლონეთი), რიგა (ლატვია), სტარა-ზაგორა და რუსე (ბულგარეთი) და ქუთაისი (საქართველო). ამასთან, „ევროპის მოხალისეობის წელიწადის“ სულისკვეთებით, „Hurry Up“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდების წახალისებას, რათა გამხდარიყვნენ აქტიური მოქალაქეები - კერძოდ, ამ მიზნით, ინიციატივა ითვალისწინებდა ევროპაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ახალგაზრდა ელჩების ქსელის შექმნას.

2.4. ევროკავშირის ინიციატივების კომპლემენტარული ხასიათი

28. ევროკავშირის ძირითადი სამართალი (კერძოდ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება, TFEU) შეეხება სოციალურ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ახალგაზრდებზე, შრომის ბაზრის და „ახალგაზრდა მუშაკების გაცვლის“ პერსპექტივიდან (მუხლი 47). ამასთან, განათლების, პროფესიული მომზადებისა და სპორტის სფეროებში ევროპული განზომილების შესაქმნელად, ევროკავშირის ინიციატივები მოიცავს „ახალგაზრდული გაცვლების და სოციალურ-საგანმანათლებლო ინსტრუქტორთა გაცვლების ხელშეწყობას და ევროპის დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისებას“ (მუხლი 165), და მიზნად ისახავს „პროფესიულ მომზადებაზე წვდომის ხელშეწყობას და ინსტრუქტორებისა და ტრენინგის მონაწილეთა მობილურობის წახალისებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში“ (მუხლი 166). ამასთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებების სფეროში, „კავშირის ჰუმანიტარული დახმარებისკენ მიმართულ საქმიანობაში ახალგაზრდა ევროპელების ერთობლივი კონტრიბუციებისათვის ჩარჩოს შესაქმნელად, უნდა ჩამოყალიბდეს ევროპის მოხალისეთა ჰუმანიტარული დახმარების კორპუსი“ (მუხლი 214).[22]

29. რაც შეეხება ახალგაზრდების მიერ სოციალურ უფლებებზე წვდომას, რბილი სამართლის ინსტრუმენტებში, ევროპის სოციალურ უფლებათა საყრდენის[23] პრეამბულაში ხაზგასმულია ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის დაძლევის აუცილებლობა, „ახალგაზრდებისათვის უკეთესი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით“ (პუნქტი 7), „კავშირში, სადაც ახალგაზრდები იღებენ საუკეთესო განათლებას და მომზადებას და შეუძლიათ სწავლა და სამსახურის შოვნა კონტინენტის მასშტაბით“, იმის გათვალისწინებით, რომ „კრიზისის სოციალური შედეგები არის ფართომასშტაბიანი და მოიცავს როგორც ახალგაზრდების და გრძელვადიან უმუშევრობას, ისე სიღარიბის საფრთხეს, ხოლო ამ შედეგებზე რეაგირება გადაუდებელ პრიორიტეტად რჩება“ (პუნქტები 9-10). ამ შედეგებზე რეაგირების მიზნით, საყრდენის I თავი (თანასწორი შესაძლებლობები და შრომის ბაზარზე წვდომა) ხაზს უსვამს „დასაქმების აქტიურ მხარდაჭერას“ და აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები გახდებიან უმუშევრები ან დატოვებენ განათლებას, მათ 4 თვის მანძილზე აქვთ უწყვეტი განათლების, მოწაფეობის, სტაჟირების ან წესიერი სამუშაოს უფლება“ (4.b პუნქტი).

30. საყრდენის აღნიშნული თავი იმეორებს ახალგაზრდებისათვის გარანტიის შექმნის შესახებ ევროპის საბჭოს 2013 წლის 22 აპრილის რეკომენდაციის ძირითად მიმართულებებს. კერძოდ, რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის დასაქმების ხარისხიანი  შეთავაზება, უწყვეტი განათლება, მოწაფეობა ან სტაჟირება 4 თვის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ისინი გახდებიან უმუშევრები ან დატოვებენ ფორმალურ განათლებას. ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი გარანტიის კომპლექსური და მდგრადი იმპლემენტაცია და მისი გავრცელება ყველა ახალგაზრდაზე.[24]

31. ევროკავშირის ძირითად სამართალსა და რბილ სამართალში (საყრდენი) ახალგაზრდებთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული დებულებების გარდა, ასევე, უნდა მივუთითოთ ევროკავშირის მინისტრების მიერ მომზადებული ახალგაზრდული სტრატეგია. ამჟამინდელი სტრატეგია ადგენს თანამშრომლობის ჩარჩოს 2010-2018 წლებში თანამშრომლობისთვის[25] და ითვალისწინებს ინიციატივებს შემდეგ რვა სფეროში: დასაქმება და მეწარმეობა, სოციალური ინკლუზია, სამოქალაქო საზოგადოებაში მონაწილეობა, განათლება და ტრენინგი, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მოხალისეობრივი საქმიანობა, ახალგაზრდები და მსოფლიო და კრეატიულობა და კულტურა.

32. ევროკავშირის ახალგაზრდობის სტრატეგიას, ასევე, მხარს უჭერს სხვა დამატებითი ინიციატივები, მათ შორის, Erasmus+ პროგრამა.[26] პროგრამის ყოველწლიურ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია პრაქტიკული ღონისძიებების ფართო სპექტრი. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, რომლებიც 2018 წლისთვის დაიგეგმა[27], ეფუძნება წინა წლებში განხორციელებულ ღონისძიებებს, მაგ. ევროპის საინფორმაციო კამპანია ახალგაზრდებისთვის სოციალური უფლებების წვდომის შესახებ, „Inclusion Express“, რომელიც 2015 წელს განხორციელდა და მოიცავდა ახალგაზრდა მიგრანტების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის სოციალურ უფლებებზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ დონეზე შესაბამისი ინიციატივების განხორციელებას.[28]

3. პრობლემები და კარგი პრაქტიკის მაგალითები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების მიერ სოციალურ უფლებებზე წვდომასთან დაკავშირებით

3.1. ახალგაზრდების სოციალური უფლებები და მულტიფაქტორული ასპექტები

33. ქვეყნის ზომას და კონსტიტუციურ მოწყობას (ადგილობრივი/რეგიონული დეცენტრალიზაციის ხარისხს), შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ახალგაზრდებისკენ მიმართული ღონისძიებების დაფინანსებასა და განხორციელებაზე.

34. საფრანგეთში აუცილებელია ფართომასშტაბიანი პროგრამების ინიცირება, აუტიზმის მქონე ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით.[29] ბოლორდოინდელი მონაცემების თანახმად, აუტიზმის მქონე 16-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 90%-მა საფრანგეთში სკოლაში სიარული შეწყვიტა. ამავდროულად, აუტიზმის მქონე ბავშვების და მოზარდების შემთხვევაში, სკოლის ფუნდამენტური მიზნების შესრულება საჭიროებს, რომ მათ გააგრძელონ სკოლაში სიარული მას შემდეგ, რაც მიაღწევენ 16 წელს, რაც საფრანგეთში სავალდებულო განათლების დასრულების ასაკია. ამ მიზეზის გამო, ECSR-ი მიიჩნევდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სავალდებულო განათლების ასაკის მიღმა სკოლაში სიარულის შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოსწავლეების სამართლებრივი უფლებაა, წარმოადგენდა შესაბამისი პირების მიერ, მეინსტრიმულ სასკოლო გარემოში თავიანთი პოტენციალის მიღწევის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას.[30]

35. აღნიშნულისგან განსხვავებით, ანდორას ზომიდან გამომდინარე (სადაც აუტიზმის მქონე ახალგაზრდების რაოდენობა მცირეა), შესაძლებელი გახდა ისეთი პროგრამების დანერგვა, როგორიცაა „ახალგაზრდები ინკლუზიაში“  (“Joves en inclusió”), რომლის მიზანიც არის აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინკლუზია. პროგრამა 2017 წლიდან საცდელ რეჟიმში ხორციელდება, კერძო დაწესებულების მიერ (Fundació Privada Tutelar del Principat d’Andorra), ანდორას მთავრობასთან და შესაბამის მუნიციპალიტეტთან  (Escaldes-Engordany) თანამშრომლობის საფუძველზე.[31]

31. ამასთან, ამ სფეროში შესაძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობა. მაგალითად, აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის თანამშრომლობის კონტექსტში, 2015 წელს, შამახის ოლქში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 სამუშაოს მაძიებლისთვის გაიმართა პროფესიული მომზადების კურსები მეფუტკრეობაში.[32] ამასთან, TIKA-ს მხარდაჭერით, 2016 წელს, ოცმა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო მოზაიკური დიზაინის კურსში, ახალგაზრდა შშმ პირების რამანას პროფესიული რეაბილიტაციის ცენტრში.[33]

37. ამავდროულად, ცნობიერების ასამაღლებელი ზომები ახალგაზრდების სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს ადგილობრივ გარემოზე (ქალაქი ან სოფელი). მაგალითად, ერთმანეთისაგან განსხვავდება კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დარწმუნებას, არ შეუქმნან თავიანთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე „ბალკონინგით“ (მაგალითად, ბალეარის კუნძულები ესპანეთში)[34] და კამპანია, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვაზე, ფერმერთა ოჯახებში (მაგალითად, Fit4life – get involved”, “Fit 4life – ” კამპანია ავსტრიაში).[35]

3.2. გარკვეული სოციალური უფლებების (ჯანმრთელობა) ხელშეწყობის „ჩვეულებრივი“ კარგი პრაქტიკა, რომელიც ადაპტირებულია ახალგაზრდების „თანამედროვე“ წვდომის მეთოდებზე

38. როგორც კარგად არის ცნობილი, მოწევის, ალკოჰოლიზმის და ნარკოდამოკიდებულების პრევენციის კამპანიები, როგორც წესი, ხორციელდება ყველა ქვეყანაში და ხელისუფლების ყველა დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები მთლიან მოსახლეობაზე ახდენს გავლენას, ცალსახაა, რომ ინფორმაციისა და გადარწმუნების საჭიროება, ყველაზე მეტად, ახალგაზრდების შემთხვევაში არსებობს. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოების მიერ სოციალური ქარტიის მე-11 მუხლის (ჯანმრთელობა) თანახმად აღებული მოვალეობები და ამ სფეროში ECSR-ის პრეცედენტული სამართალი[36] მოიცავს კარგი პრაქტიკის სხვადასხვა მაგალითებს. ზოგიერთი მათგანი ქვემოთ არის აღწერილი.

39. მოწევის საწინააღმდეგო ღონისძიებები ავსტრიაში მოიცავს მწეველთათვის განკუთვნილი საინფორმაციო ცხელი ხაზის და სიგარეტისათვის თავის დანებების ცხელი ხაზის შექმნას, და „Live your life“ პროგრამას. „YOLO“ (შენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ) იყო სლოგანი კამპანიისა, რომელიც 2015 წლის 31 მაისს, თამბაქოზე უარის თქმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს მიერ ინიცირებული კამპანიის სლოგანი იყო. ახალგაზრდები ამ სლოგანს იყენებენ იმისათვის, რომ ერთმანეთს მოუწოდონ მოწევისათვის თავის დანებების შესაძლებლობის გამოყენებისკენ. YOLO გამოხატავს ახალგაზრდების დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ, ე.ი. იცხოვრე აქ და ახლა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ, ვებ-გვერდზე www.yolo.at, Facebook-ზე და WhatsApp-ის საშუალებით.[37]

40. იტალიაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო წლებში ატარებს ინტენსიურ საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს, ახალგაზრდების მიერ ალკოჰოლის გამოყენებასთან საბრძოლველად. მაგალითად, კამპანია “La vita è sempre una anche se hai bevuto” (შენ გაქვს ერთი ცხოვრება მაშინაც კი, თუ სვამ) 2012 წელს დაიწყო და სხვადასხვა სახის კომუნიკაციის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს იყენებდა.[38] 2015 წელს დაიწყო კამპანია სახელწოდებით “Alcol Snaturato” – Una serata speciale“ („დენატურირებული ალკოჰოლი - სპეციალური საღამო“). „Alcol Snaturaro“ არის იმ სიმღერის სათაური, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა კარგად ცნობილ ეროვნულ ჯგუფთან თანამშრომლობის საფუძველზე. კამპანიის მიზანია იმ ახალგაზრდების ქცევაზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც ალკოჰოლს ბოროტად მოიხმარენ, და მედიის მიერ ახალგაზრდებს შორის გავრცელებული აღქმის კორექტირება, რომლის თანახმადაც ალკოჰოლი წარმატების მიღწევაში გეხმარება.[39]

41. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სამი ჩვეულებრივი საკითხი (მოწევა, ალკოჰოლი, ნარკოტიკები) გვერდით რომ გადავდოთ, ჯანმრთელობის ყველაზე მაღალ შესაძლო სტანდარტზე წვდომის უფლება უნდა მოიცავდეს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ კეთილდღეობას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების შესაბამისად. ამ მხრივ, აუცილებელია ახალგაზრდებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობის დანერგვა, ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვება, სექსუალურობა და გარემო. სტუდენტებისათვის განკუთვნილი საინტერესო ინიციატივის მაგალითია „Spanish Network of Healthy Universities.“[40]

3.3. „უფრო ზოგადი“ კარგი პრაქტიკის მაგალითები, რომელიც მიმართულია ახალგაზრდებისათვის სოციალურ უფლებებზე წვდომის უზრუნველყოფისკენ

42. „მრავალგანზომილებიანი“ და „ინტეგრირებული“ კარგი პრაქტიკის მაგალითია (ინიცირებულია კანარის კუნძულების რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტის მიერ) გამოფენა „ევროპის სოციალური ქარტია: ჩვენი უფლებები“, რომელიც რეგიონული ორგანოების მიერ (აღმასრულებელი და საკანონმდებლო) გაიმართა სანტა კრუზ დე ტენერიფეში, 2017 წლის აპრილ-მაისში, ტენერიფეს ხელოვნებისა და დიზაინის სკოლასთან თანამშრომლობით. გამოფენის მონაწილეებს/პროტაგონისტებს წარმოადგენდნენ თავად სტუდენტები (გაჩერებებზე განთავსდა სოციალური ქარტიის ლოგო, მომზადდა ფოტოები, სკულპტურები და ა.შ.), ხოლო შექმნილი მესიჯებისა და გამოსახულებების მიზანს წარმოადგენდა სოციალური ქარტიით დაცული ყველა უფლების ილუსტრირება.

43. გამოფენასთან ერთად, 2017 წლის ივნისში, ბრიუსელში, ევროპის რეგიონული საკანონმდებლო ასამბლეების კონფერენციაზე (CALRE), კანარის კუნძულების რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, 18 ოქტომბერი „ევროპის სოციალური ქარტიის დღედ“ გამოცხადდა. 18 ოქტომბრის გარდა, მიზანშეწონილია, ახალგაზრდების სოციალური უფლებების პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობები, ასევე, გაიმართოს სხვა მნიშვნელოვან დღეებში, მაგალითად, UNESCO-ს ყოველწლიური ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, რომელიც 12 აგვისტოს აღინიშნება.

3.4. სოციალურ უფლებებზე წვდომის თანამედროვე საშუალებები და ახალგაზრდების ჰეტეროგენური ხასიათი განათლების კონტექსტში

44. UNESCO-ს თანახმად, „ახალგაზრდები“ ჰეტეროგენური ჯგუფია, რომელიც მუდმივად განიცდის განვითარებას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ითვალისწინებს გაეროს განმარტებას, რომლის თანახმადაც ტერმინი „ახალგაზრდები“ მოიცავს 15-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანთა ჯგუფს, იგი მიიჩნევს, რომ „ახალგაზრდად ყოფნა“ მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. შესაბამისად, განმარტება არის მოქნილი და დამოკიდებულია კონტექსტზე.

45. ნებისმიერ შემთხვევაში, ონლაინ პლატფორმები ხელს უწყობს ახალგაზრდების მიერ სოციალურ უფლებებზე წვდომას, რადგან ისინი პოლიტიკურად და სოციალურად ჩართულ ახალგაზრდებს აძლევს ერთმანეთთან კომუნიკაციის და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას. მედია, სოციალური ქსელები და ბლოგები და ა.შ. ახალგაზრდებს საშუალებას აძლევენ, გამოხატონ თავიანთი აზრი და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ნებისმიერ დონეზე, მიიღონ პირდაპირი პასუხები. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, კარგი (ღია და გამჭვირვალე) მმართველობის და ონლაინ დემოკრატიის მიღწევასთან დაკავშირებულ გამოწვევაზე რეაგირება, პირველ რიგში, საჭიროებს ახალგაზრდების განათლებასთან დაკავშირებულ გამოწვევაზე რეაგირებას, რათა მათ შეძლონ ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიური ცენტრების გამოყენება, რომელთაც უზრუნველყოფენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები.[41]

46. კერძოდ, ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ აღქმული, როგორც ჰომოგენური ჯგუფი. მაგალითად, ახალგაზრდებს, რომლებიც საინფორმაციო ეპოქაში დაიბადნენ, ხშირად უწოდებენ „ციფრულ ენაზე თავისუფლად მოსაუბრე“ ახალგაზრდებს. ამავდროულად, ციფრული წიგნიერების დონის კუთხით განსხვავებები კვლავ აღინიშნება ქალაქსა და სოფელს შორის,[42] ხოლო იმ ახალგაზრდებში, რომელთაც ნაკლებ ეკონომიკურ და სოციალურ შესაძლებლობებზე მიუწვდებათ ხელი, წიგნიერების დონე დაბალია.[43] ამ გამოწვევაზე რეაგირების მიზნით, ევროკომისიამ 2018 წლის იანვარში ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.[44]

3.5 ახალგაზრდების წვდომა განათლებაზე

47. ამჟამად არსებობს, სულ მცირე, ორი ძირითადი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდების წვდომას განათლებაზე: პირველი, საჭიროა, რომ ახალგაზრდებმა დაასრულონ საშუალო განათლების ზედა დონე, რათა შემცირდეს სკოლის მიტოვების მაჩვენებელი; მეორე, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა უმაღლეს განათლებაზე, გრანტების ან სესხების საშუალებით, რომელთა გადახდაც შესაძლებელი იქნება მოგვიანებით, გონივრული საპროცენტო განაკვეთით. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირების მიზნით მიღებული საბიუჯეტო ხარჯების და დეფიციტის შემცირების ღონისძიებების შედეგად გაიზარდა უნივერსიტეტის გადასახადები, ხოლო გრანტები ჩაანაცვლა სესხებმა, არაგონივრული საპროცენტო განაკვეთებით.[45] შედეგად, ევროპასა და მსოფლიოში არსებობს საუნივერსიტეტო ვალის რეალური პრობლემა.[46]

48. ამ მხრივ, 1961 წლის სოციალური ქარტიის (გადახედილია 1996 წელს) მე-10 მუხლი, ECSR-ის ინტერპრეტაციის თანახმად, მოიცავს უმაღლესი განათლების საკმაოდ ფართო უფლებას (მაგ. განათლებაზე წვდომის უფლება და ფინანსური დახმარების უფლება). მიუხედავად ამისა, სამართლებრივი ბუნდოვანების პრობლემის გამო, ახალგაზრდების წარმომადგენლებმა (კერძოდ, AEGEE-ევროპის/ევროპელი სტუდენტების ფორუმი) 2002 წლის აპრილში წარმოადგინა წინადადება სოციალურ ქარტიაში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით, რათა უმაღლეს განათლებაზე უფლების ცალკე აღიარების გზით, გაზრდილიყო მე-10 მუხლის გავლენა.[47]

3.6. ახალგაზრდების წვდომა შრომის ბაზარზე

3.6.1. ეკონომიკური კრიზისი და დასაქმების არასტაბილურობა ახალგაზრდებში

49. ევროპის საბჭო და კერძოდ, ESCR, განსაკუთრებით, საბერძნეთის საქმეებში, აწყდებოდა ღონისძიებებს, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის ყველაზე სენსიტიურ პერიოდში ზღუდავდა სოციალური ქარტიით დაცულ ფუნდამენტურ სოციალურ უფლებებს. კერძოდ, 2012 წლის 23 მაისს, ECSR-მა მიიღო პირველი ორი გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ შეეხებოდა („ტროიკას“ გავლენის ქვეშ) მიღებულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს და შრომის ბაზრის მოქნილობას, რასაც განსაკუთრებული გავლენა ქონდა ახალგაზრდებზე.

50. პირველ გადაწყვეტილებაში (საჩივარი No. 65/2011, GENOP-DEI v. Greece), ECSR-მა დაადგინა სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მეოთხე პუნქტის დარღვევა, რადგან შიდა კანონმდებლობა იძლეოდა შეტყობინების და კომპენსაციის გარეშე განთავისუფლების უფლებას, პირველი 12 თვის მანძილზე, უვადო კონტრაქტების შემთხვევაში.

51. მეორე გადაწყვეტილებაში (საჩივარი No. 66/2011, GENOP-DEI and ADEDY v. Greece), ECSR-მა დაადგინა სოციალური ქარტიის სხვადასხვა დებულებების დარღვევა (მუხლები 7§7, 10§2, 12§3 და 4§1) მას შემდეგ, რაც განიხილა შემზღუდავი დებულებები, რომელიც მოქმედებდა ყოველწლიურ შვებულებასთან, ახალგაზრდების ტრენინგისა და მოწაფეობის სისტემებთან, 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდებსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებულ „სპეციალური მოწაფეობის კონტრაქტებთან“ დაკავშირებით და დებულებები უაღრესად დაბალი ანაზღაურების შესახებ (საარსებო მინიმუმის მცირე პროცენტული რაოდენობა), რომელსაც იღებდნენ 25 წლამდე ასაკის დასაქმებულები, „რაც სიღარიბის ზღვარის ქვეშ ხვდება“ (პუნქტი 65) და ცალსახად დისკრიმინაციულია ასაკის ნიშით (პუნქტები 68-70).               

52. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა აღინიშნოს ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 და მე-7 მუხლებთან დაკავშირებით (უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე, ბავშვების და ახალგაზრდების უფლება დაცვაზე) შეეხება ევროპის ახალგაზრდული ფორუმის (YFJ) მიერ წარდგენილ საჩივარს ბელგიის წინააღმდეგ (N150/2017), რომლითაც მომჩივანი ითხოვდა, რომ კომიტეტს დაედგინა არაანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკის შეუსაბამობა აღნიშნულ მუხლებთან. ECSR-მა საჩივარი 2017 წლის 5 დეკემბერს დაუშვებლად გამოაცხადა.

3.6.2. ეკონომიკურმა კრიზისმა ახალგაზრდებს შორის ღირებულებითი კრიზისი არ  უნდა გამოიწვიოს

53. ბოლო ათი წლის მანძილზე არსებული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ახალგაზრდები იმყოფებიან დაუცველ მდგომარეობაში, არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით (დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა), არამედ, ასევე, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით (დასაქმების სექტორზე გავლენის კუთხით). კერძოდ, ყურადღება მახვილდება ახალგაზრდების დემოკრატიულ მონაწილეობაზე (მათ შორის, ხმის მიცემის ასაკზე), თუმცა, ახალგაზრდებს შორის არსებულ პოლიტიკურ აპათიაზე ყურადღების გამახვილების პარალელურად, საჭიროა ისეთი ზომების დანერგვა, რომელიც ებრძვის დასაქმების სამყაროში ახალგაზრდების პასიურობას (მაგ. პროფკავშირების წევრობის და კოლექტიურ მოლაპარაკებებში ჩართულობის დაბალი მაჩვენებლები).[48]

54. აპათია „ინდუსტრიული ურთიერთობების“ მიმართ ასახავს ღირებულებით კრიზისს, ეკონომიკურ კრიზისთან ერთად. ეკონომიკური კრიზისი არის ციკლური და მას, შესაძლოა, მოჰყვეს ეკონომიკური აღდგენის პერიოდები. თუმცა, ღირებულებითმა კრიზისმა, შესაძლოა, გამოიწვიოს თაობის დაკარგვა, რომლის დაბრუნებაც რთული იქნება. აღნიშნული აპათია უპირისპირდება ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს უმუშევრობასთნ ბრძოლას (შრომის ბაზარზე მოქნილობა და სტაბილურობა - „flexicurity“, ტრენინგი და ა.შ.) და უაღრესად ართულებს მათ განხორციელებას. შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ გაფართოვდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის კარგი პრაქტიკა, რათა მან, ასევე, მოიცვას ინდუსტრიული ურთიერთობების სფერო:[49] მაგალითად, პროფკავშირების საქმიანობისა და კოლექტიური მოლაპარაკებების პოპულარიზაცია, სოციალური ქარტიის მე-5 და მე-6 მუხლების სულისკვეთების საფუძველზე.

55. აღნიშნული, ასევე, უკავშირდება UNESCO-ს ახალგაზრდების ოპერაციული სტრატეგიის (2014-2021 წწ.) სულისკვეთებას.[50] სხვა საკითხებთან ერთად, ეს სტრატეგია მხარს უჭერს პროცესებს, რომლებიც ორივე სქესის წარმომადგენელ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მოითხოვონ თავიანთი უფლებები, აიღონ პასუხისმგებლობა, როგორც აქტიურმა მოქალაქეებმა და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში: კერძოდ, გახდნენ მოხალისეები, გაწევრიანდნენ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, მოახდინონ სოციალური პროექტების ინიცირება, გახდნენ ნოვატორები ან მეწარმეები,[51] ითანამშრომლონ ახალგაზრდულ მედიასთან და მოანწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3.6.3. ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და კარგი პრაქტიკის მაგალითები

56. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, დასაქმების პოლიტიკაზე პასუხისმგებელია ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ამ სფეროში. ეროვნულ დონეზე ინიცირებული სტრატეგიების ადგილობრივი იმპლემენტაციის მიზნით არსებული ოპერაციული მოწყობები ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე პარტნიორული პროცესების ჩამოყალიბებას, რაც სხვადასხვა რეგიონების რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

57. ბოლო ათი წლის მანძილზე, მაგალითად, ისლანდიამ, ცენტრალურ დონეზე არსებული პროექტები და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროგრამები ეტაპობრივად გააერთიანა:[52]

a. ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, აღსანიშნავია პროექტი „ახალგაზრდები მოქმედებაში“ (Ungt fólk til athafna), რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გრძელვადიანი უმუშევრობის შედეგების მინიმუმამდე დაყვანას. პროექტი 2010 წლის დასაწყისში დაიწყო და მის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ უმუშევრები და უმუშევრობის დახმარების მისაღებად დარეგისტრირებულები. პროექტის ძირითადი მიმართულება იყო სამუშაოს დაკარგვის შემდეგ, მომდევნო სამი წლის მანძილზე, ახალგაზრდების აქტივობის შენარჩუნება. ამ მიზნით, პროექტი შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებდა განათლებისა და ტრენინგის, სამუშაო ადგილზე გადამზადებისა და მოხალისეობის საშუალებით.

b. ფორმალური თანამშრომლობა ადგილობრივ ორგანოებთან - პროგრამა „სამუშაო სკვერი“ (Atvinnutorg), რომელიც 2012 წელს შეიქმნა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ, რეიკიავიკში, ჰაბნარფიორდურში, კუპავოგურში და სუდურნესში. პროგრამის მიზანი იყო აღნიშნულ რეგიონებში 25 წლამდე ასაკის იმ ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება, რომლებიც არ იყვნენ ჩართულები სასწავლო პროგრამებში და არ იყვნენ შრომის ბაზრის მონაწილეები. პროექტი ხორციელდებოდა შრომის დირექტორატთან, სოციალური დაცვის სამინისტროსთან და შესაბამის მუნიციპალურ საბჭოებთან თანამშრომლობის საფუძველზე. პროექტის მიზანი იყო გაეზარდა იმ ახალგაზრდების აქტიურობა, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას იღებდნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების სოციალური მომსახურების დეპარტამენტებიდან.[53]

58. ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის დონეზე განსახორციელებელი ღონისძიებები, ასევე, მსგავსად იქნა გაერთიანებული ფინეთის მიერ:

a. „ახალგაზრდების გარანტია“ - ეს ღონისძიება ძალაში შევიდა 2013 წლის დასაწყისში და მის მიზანს წარმოადგენდა სამუშაოს ან საცდელი სამუშაოს, სასწავლო შესაძლებლობის, სემინარის ან რეაბილიტაციური განთავსების უზრუნველყოფა 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის და იმ 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდათ, სამუშაოს დაკარგვიდან არაუგვიანეს 3 თვის შემდეგ. პროექტი მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაღრმავებას საჯარო სექტორს, კერძო სექტორს და მესამე სექტორს შორის, ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით. პროექტის ამოცანა იყო, შეეგროვებინა საუკეთესო მუნიციპალური პრაქტიკა, ხოლო ფუნქციონალური მოდელები ეროვნულ დონეზეც გაევრცელებინა. „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოქმედი ცენტრები (Ohjaamo) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სერვისების ერთ ადგილას თავმოყრის კუთხით (ტრენინგი, დასაქმება და რეაბილიტაცია). კერძოდ, ისინი ინდივიდუალიზებულ მხარდაჭერას აწვდიან 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც არ აქვთ სამუშაო ან სასწავლო ადგილი.[54]

b. უმუშევრობით გამოწვეულ სიღარიბესთან და სოციალურ გარიყულობასთან ბრძოლის კიდევ ერთი კარგი მაგალითია ფინეთის მთავრობის მიერ 2012-დან 2015 წლამდე განხორციელებული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა დასაქმების ექსპერიმენტს მუნიციპალიტეტის დონეზე და მასში 26 პროექტი და 65 მუნიციპალიტეტი იყო ჩართული. მიზანს წარმოადგენდა სტრუქტურული უმუშევრობის შემცირება და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ახალი მოდელების იდენტიფიცირება, ადგილობრივი პარტნიორობების საფუძველზე. აღნიშნული მოდელები ითვალისწინებდა სამუშაოს მაძიებლებისა და ადგილობრივი შრომის ბაზრების საჭიროებებს. მუნიციპალური პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეაბილიტაციის და აქტივაციის მუნიციპალური სერვისები, რომლებიც შრომის ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.[55]

3.7. ახალგაზრდების წვდომა საცხოვრებელ ადგილზე

3.7.1. ზოგადი მიმოხილვა

59. ის სირთულეები, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან საცხოვრებელ ადგილზე წვდომის კუთხით მჭიდროდ არის დაკავშირებული ცვლილებებთან, რომლებიც გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე და მათ მრავალფეროვან ბუნებაზე, ვინაიდან მათი მდგომარეობა დასაქმების კუთხით (და შესაბამისად, მათი ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები) განსხვავდება განათლების დონის მიხედვით და საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით. მაგალითად, „საფრანგეთი ერთ-ერთია ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნებიდან, სადაც ახალგაზრდები მშობლების სახლს ყველაზე ადრე ტოვებენ. ამავდროულად, საფრანგეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც მშობლები შვილებს ყველაზე მეტად ეხმარებიან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლასთან დაკავშირებით - ხოლო მშობლების სახლში ცხოვრება ყველაზე მეტად უკავშირდება სამუშაოს არასტაბილურობას.“[56]

60. აღნიშნული კონტრასტული სიტუაციის გათვალისწინებით, საფრანგეთის ხელისუფლებამ შეიტანა ცვლილებები საცხოვრებლის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. კერძოდ, დაინერგა ღირსეული საცხოვრებლის კრიტერიუმები (2002 წლის 30 იანვრის დეკრეტი No.2002-120), გადაუდებელი ზომები გასახლების თავიდან ასაცილებლად (ცირკულარი UHC/DH2 No. 2004-10, 2004 წლის 13 მაისი) და აღსრულებელი უფლება საცხოვრებელზე (“DALO Act”, No. 2007-290, 2007 წლის 5 მარტი).[57]  საცხოვრებელზე ახალგაზრდების წვდომის უზრუნველყოფისკენ მიმართულ კონკრეტულ ღონისძიებებთან ერთად, დაინერგა უფრო მეტად მოქნილი პირობები  სტუდენტებისა და შეგირდებისთვის საცხოვრებლის სუბიჯარით გადაცემასთან დაკავშირებით.[58]

61. ფინეთის შემთხვევაში, ყურადღება უნდა გამახვილდეს 2008 წლის თებერვალში მთავრობის მიერ „Housing First“ პროგრამის მიღებაზე, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი უსახლკარობის შემცირებას და 2011 წლამდე უსახლკარობის მაჩვენებლის გარკვეულ დონემდე დაწევას. პროგრამამ არა მხოლოდ მიაღწია სამიზნე ნიშნულს, არამედ, გადააჭარბა კიდეც.[59] შედეგად, ECSR-მა აღნიშნა, რომ ფინეთი აგრძელებს უსახლკარობასთან ბრძოლას, სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.[60] პროგრამის თანახმად, საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა არ უნდა იყოს დამოკიდებული სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრაზე, არამედ, პირიქით, საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა არის ის მოთხოვნა, რომელიც უსახლკარობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა. საცხორებელი ადგილის ქონას დადებითი გავლენა აქვს ცხოვრების მართვის უნარების განმტკიცებაზე და ხელს უწყობს მიზნობრივ საქმიანობას.[61] პროგრამა მოიცავს მიზნობრივ გრანტებს მხარდაჭერის სერვისების უზრუნველყოფისათვის საჭირო პერსონალის რაოდენობის გასაზრდელად, რაც დამტკიცებული პროექტების იმპლემენტაციის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული პროექტები იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, პერსონალთა დაკავშირებული ხარჯების მაქსიმუმ 50%-ის დასაფარად.[62]

3.7.3. მოწყველადი მდგომარეობა

62. მოწყველად მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების მიერ (მაგალითად, მიგრანტები, ბოშები და მოგზაურები) საცხოვრებელზე წვდომა კომპლექსური საკითხია იმის გათვალისწინებით, რომ თითეულ ქვეყანაში ცხოვრების განსხვავებული წესები მოქმედებს.

63. ნორვეგიაში იყენებენ სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებებს, საცხოვრებელი ადგილის მოძიების კუთხით უცხოელების დასახმარებლად - მაგალითად, საცხოვრებელი ადგილების არსებულ მარაგში ლტოლვილებისა და იმიგრანტებისათვის გარკვეული რაოდენობის ადგილების გამოყოფა, მულტიკულტურული საცხოვრებელი გარემოს კვლევის ხელშეწყობა, ინფორმაციის გავრცელება საცხოვრებელზე წვდომის კონტექსტში თანაბარი მოპყრობის შესახებ.[63]

64. ირლანდიაში,[64] ქვეყანაში დროებით მყოფი პირების შემთხვევაში საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, 2014-2018 წლებში ხორციელდებოდა პროგრამა „მოგზაურთა საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის პროგრამა“. ადგილობრივი ორგანოები ასეთი ადგილების ნაკლებობაზე მიუთითებდნენ, რის გამოც ირლანდიის ხელისუფლებამ მიიღო არაერთი ზომა:

a. ხაზი გაესვა „მოგზაურთა საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის პროგრამის“ საკონსულტაციო კომიტეტის როლს.[65] საკონსულტაციო კომიტეტისთვის (NTACC) ხდება ყოველწლიური ანალიზის მომზადება, ხოლო კომიტეტის სამი წევრი მოგზაურთა ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

b. 2013 წლის ოქტომბერში, მთავრობამ „საცხოვრებლით უზრუნველყოფის სერტიფიცირებული ორგანოს“ სტატუსი მიანიჭა ორგანიზაციას „Culturally Appropriate Housing (CENA). CENA საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირველი ორგანოა, რომელსაც მოგზაურები ხელმძღვანელობენ.[66] მას შეუძლია, მოითხოვოს სახელმწიფო დაფინანსება საცხოვრებელი პროექტებისთვის და სახელმწიფოსგან იღებს კიდეც ადმინისტრაციულ და ფინანსურ მხარდაჭერას.

c. 2015 წლის დეკემბერში, ორგანიზაციამ National Directorate for Fire and Emergency Management (NDFEM) დაიწყო პროგრამა მოგზაურთა საცხოვრებლებში სახანძრო უსაფრთხოების შესამოწმებლად.

3.8. გენდერულ დისკრიმინაციასთან და სხვა დისკრიმინაციულ სტერეოტიპებთან ბრძოლა ახალგაზრდებში

65. მიუხედავად განათლების სფეროში განხორციელებული პროგრესისა (ახალი სასწავლო მეთოდები, კოლაბორაციული მუშაობა, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ.), გენდერული დისკრიმინაცია ჩვენს საზოგადოებაში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. კერძოდ, სამწუხაროდ, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, ახალგაზრდებს შორის კვლავ არსებობს ტრადიციული მაჩო სტერეოტიპები.

66. აღსანიშნავია ის მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც ესპანეთში ჩატარდა 2018 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად (მიწისქვეშა და სარკინიგზო გაფიცვები, პიკეტირება მაღაზიების გარეთ, ცნობილმა ქალმა წამყვანებმა იმ დღეს უარი თქვეს გადაცემების წაყვანაზე და ა.შ.), რაც ქვეყანაში უპრეცედენტო გენერალური „ფემინისტური“ გაფიცვის შემადგენელი ნაწილი იყო (გაფიცვის მონაწილეები აპროტესტებენ ქალების წინააღმდეგ შევიწროებას და ძალადობას და სახელფასო დისკრიმინაციას).

67. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით საინტერესოა ამ სფეროში არსებული კარგი პრაქტიკის მრავალფეროვანი მაგალითები (ცხელი ხაზი გენდერით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლი ქალების დასაცავად, მოსამართლეების მომზადება, ანტიდისკრიმინაციული ინსტიტუტები და ა.შ.).[67] ისინი ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უწყვეტი განათლება სექსიზმის წინააღმდეგ (მთლიანი მოსახლეობისთვის) და ტრენინგი (შესაბამისი სპეციალისტებისთვის).[68]

68. სტერეოტიპები ტრადიციულ როლებთან დაკავშირებით კარგად ასახავს ქალებისათვის დასაქმების ლიმიტირებულ შესაძლებლობებს და დაბრკოლებებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან კარიერაში. ამ პრობლემებზე რეაგირების მიზნით, გერმანიის ფედერაციულმა მთავრობამ არაერთი ინიციატივა განახორციელა, კერძოდ:

a. პროექტი « Zukunft für Mädchen und Jungen » („გოგონების დღე და ბიჭების დღე“), 2011 წლიდან;

b. მთელ იქვეყნის მასშტაბით მოქმედი პროექტი “Neue Wege für Jungs” (ახალი გზები ბიჭებისთვის), 2005 წლიდან;

c. Nationale Kooperationen zur Berufs- und Studienwahl frei von Geschlechterklischees (ეროვნული თანამშრომლობა პროფესიული და საუნივერსიტეტო კურსების გენდერული კლიშეებისგან განთავისუფლებისთვის), 2016 წლიდან (www.klischee-frei.de); და

d. ინიციატივა “MINT Zukunft schaffen” (MINT მომავლის შექმნა (MINT აღნიშნავს მათემატიკას, კომპიუტერულ მეცნიერების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და ტექნოლოგიას)), ასევე, TOTAL-E-QUALITY იარლიყი.[69]

69. ამავე კონტესტში, კარგი პრაქტიკის მაგალითები, ასევე, მოიცავს სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლას დასაქმების კონტექსტში, რა შემთხვევაშიც მსხვერპლთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ (შვედეთი).[70]

70. რაც შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასთან ბრძოლას (განსაკუთრებით პრობლემურია ახალგაზრდა ქალების შემთხვევაში, რომლებიც პირველ სამსახურს ეძებენ), პრაქტიკაში აღინიშნება გაკრვეული პროგრესი (ისლანდია),[71] ვინაიდან განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში და პრეცედენტულ სამართალში (ზოგიერთმა ქვეყანამ კანონმდებლობა მოიყვანა ECSR-ის პრეცედენტულ სამართალთან შესაბამისობაში, რამაც სხვადასხვა კომპანიებში სახელფასო თანასწორობის შექმნას შეუწყო ხელი).[72]

71. სექსისტური ძალადობა გართობისა და დასვენების სფეროშიც გვხვდება. ამ პრობლემასთან ბრძოლის კარგი მაგალითია ესპანეთში ე.წ. „იისფერი ადგილების“ (ფემინიზმის ტრადიციული ფერი) შექმნა, სადაც ფესტივალებისა და მსგავსი ღონისძიებების მსვლელობისას შესაძლებელი იქნება ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და ასეთი შემთხვევების შეტყობინება.

72. მსგავსი კარგი პრაქტიკა საჭიროა ახალგაზრდებში გავრცელებულ სხვა დისკრიმინაციულ სტერეოტიპებთან საბრძოლველად, კერძოდ, სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასთან, გენდერულ გამოხატვასთან და სხეულის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბელგიაში ახალგაზრდებში ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ სტერეოტიპებთან და კლიშეებთან საბრძოლველად დაინერგა მხარდაჭერის და ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებები. კერძოდ, აღნიშნული მოიცავს საინფორმაციო ცენტრის შექმნას ფლამანდიური თემის მიერ (www.transgenderinfo.be)[73] და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის გამართვას, სახელწოდებით “Et toi t’es casé-e?” (http://www.ettoitescase.be/).[74]

73. სათანადო განათლება ადრეულ ეტაპზე აუცილებელია დისკრიმინაციული სტერეოტიპების ბავშვებსა და მოზარდებში გავრცელების თავიდან ასაცილებლად. კარგი პრაქტიკის მაგალითია ECSR-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რეაგირების მიზნით, ხორვატიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უკან გამოეთხოვა ბიოლოგიის სახელმძღვანელოები, რომლებიც შეიცავდნენ დისკრიმინაციულ მიდგომას სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.[75]

74. ამავდროულად, მხოლოდ განათლება (ფორმალური ან არაფორმალური) არ არის საკმარისი დისკრიმინაციულ სტერეოტიპებთან ბრძოლის და პრევენციისთვის. არაფორმალური განათლება, ფართო გაგებით, მოიცავს ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება ამ სფეროში მედიის მნიშვნელოვან როლს. ბელგიაში, მაგალითად, პროფესიონალი ჟურნალისტების ასოციაცის მიერ (ვალონია-ბრიუსელის ფედერაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე) მომზადებული სახელმძღვანელო მიზნად ისახავდა ბელგიაში ჟურნალისტურ პრაქტიკაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების შემცველი წინასწარგანწყობების დეკონსტრუქციას. ერთ-ერთი პროექტი, სახელწოდებით „Parlons Jeunes“ (საუბრები ახალგაზრდებთან) (უფასო გაზეთთან „Metro“ თანამშრომლობის საფუძველზე, საბოლოოდ, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების მიერ მომზადებული მასალები გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე www.enlignedirecte.be) მიზნად ისახავს, სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ახალგაზრდებს მისცეს მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა. კერძოდ, პროექტი მათ შესაძლებლობას აძლევს, გამოსცადონ ჟურნალისტის პროფესია და იმუშაონ ერთ კონკრეტულ თემაზე, ერთი გამოცემის ფარგლებში (სიღარიბე, პოლიტიკური მონაწილეობა და ა.შ.).[76]

3.9. გამოწვევა: სოციალურ უფლებებზე წვდომის გაუმჯობესება და მათი გამოყენების გაზრდა

75. ამ მრავალგანზომილებიან საკითხს რაც შეეხება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თავიანთი უფლებებისა და ამ უფლებების განხორციელების გზების შესახებ, ასევე, საჭიროებს ხელმისაწვდომი მედიაციის და სასამართლო პროცედურების არსებობას.[77] ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის პოზიტიური ვალდებულებები, რომელიც ხელისუფლებას ეკისრება ცნობიერების ამაღლების კუთხით, ვინაიდან ხშირად ახალგაზრდა ბენეფიციარებს არ აქვთ ინფორმაცია სოციალური უფლებების შესახებ; რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სოციალური უფლებების შესახებ ინფორმირებულები არიან ისინი, ვინც ხშირად ვერ აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს.

76. აღსანიშნავია ამ სფეროში საფრანგეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული არაერთი ღონისძიება.[78]

a. მუდმივი საცხოვრებლის არმქონე ადამიანებისთვის ბინადრობის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება, რათა მათ ჰქონდეთ მისამართი, სადაც შეძლებენ ფოსტის მიღებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექნებათ გარკვეულ უფლებებზე და შეღავათებზე წვდომა.

b. სოციალური უფლებების გამოყენების დაბალ მაჩვენებელზე რეაგირების მიზნით, ჩატარდა შეხვედრები სოციალური შეღავათების მიღების უფლების დადგენის მიზნით (rendez-vous des droits), რამაც მაშინვე შედეგი გამოიღო: კერძოდ, 2013 წელს, შეხვედრების დაწყების დღიდან, სულ 650 000 შეხვედრა გაიმართა.

c. პროცედურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია „შეღავათების სიმულატორი“ (https://mes-aides.gouv.fr/) და სოციალური უფლებების პორტალი (https://www.mesdroitssociaux.gouv.fr/), ისევე, როგორც ასობით მედიატორთა ოფისები.

d. მუნიციპალურ სოციალური დახმარების ცენტრებში (centres communaux d’action sociale) დაიწყო საპილოტე სქემა, რომელიც სხვადასხვა სოციალური უფლებების განხორციელებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის შესანახად, მომხმარებლებს უზრუნველყოფს ციფრული საცავებით.

e. შეღავათების და ინფორმაციის მიწოდების ციფრულ ფორმატში გადატანა ხელს არ უშლის ადამიანური მხარდაჭერის უზრუნველყოფას მათთვის, ვინც ყველაზე მეტად განიცდის საზოგადოებიდან გამორიცხვას.

f. სოცმუშაკთა პროფესიული პრაქტიკების მოდერნიზება და მათი უნარების კიდევ უფრო განვითარება (მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით) აუმჯობესებს ბენეფიციარების მიერ უფლებებზე წვდომას.

4. დასკვნა

77. ევროპის სოციალური ქარტია ახალგაზრდების სოციალური უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი, სავალდებულო ძალის მქონე სამართლის წყაროა, რომელიც უზრუნველყოფს ჩარჩოს ევროპის საბჭოს სხვა ინსტრუმენტებთან და მექანიზმებთან სინერგიისთვის, განსაკუთრებით, კონგრესისა და ახალგაზრდული სექტორის აქტივობებთან და ინიციატივებთან.[79]

78. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები, საზოგადოებრივ პარტნიორებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური ქარტიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და მისი განხორციელების კუთხით, რათა ახალგაზრდებს დაეხმარონ სოციალური ქარტიით დაცულ უფლებებზე წვდომაში და მათ განხორციელებაში. სოციალური ქარტიის სამართლებრივი ეფექტურობის უზრუნველყოფის კუთხით ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების აღნიშნული მნიშვნელოვანი როლი (იმ „სოციალური“ პასუხისმგებლობების შესაბამისად, რომლებიც მათი ავტონომიის ბირთვს წარმოადგენს) მხარდაჭერილი უნდა იქნას ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების მიერ.

79. სოციალური ქარტია არის ახალგაზრდების (ბენეფიციარების) სოციალური უფლებების დაცვის საშუალება და ამავდროულად, პლატფორმა, რომლისთვისაც სარგებელი მოაქვს ახალგაზრდების პოტენციურად აქტიურ როლს. იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომელსაც ქარტია წარმოადგენს (თანასწორობა, სოლიდარობა, სოციალური ინკლუზია, მონაწილეობა), სოციალურ ქარტიას (როგორც სოციალური დემოკრატიის შესახებ ევროპულ პაქტს ან ევროპის სოციალურ კონსტიტუციას) სარგებელს მოუტანს ახალგაზრდების ლიდერობა და დინამიზმი.

80. წევრ სახელმწიფოებს უნდა ეთხოვოთ, „ტურინის პროცესის“ სულისკვეთებით აღიარონ კოლექტიური საჩივრების პროცედურა და გადახედილი ევროპის სოციალური ქარტია, ვინაიდან სოციალური ქარტიის იმპლემენტაცია და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის პრეცედენტული სამართალი უზრუნველყოფს კარგი პრაქტიკების ფართო სპექტრს ახალგაზრდების სოციალური უფლებების წვდომის და განხორციელების კუთხით. ეს, შესაძლოა, გახდეს შთაგონების მნიშვნელოვანი წყარო ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე შესაბამისი ზომების განსახორციელებლად.

81. ადგილობრივ და რეგიონულ ორგანოებს, ასევე, უნდა ეთხოვოთ მთავრობის მიერ ყოველწლიური ეროვნული ანგარიშების (ან შესაძლო კოლექტიური საჩივრების შესახებ მოსაზრებების) მომზადების და ECSR-ისათვის წარდგენის პროცესში და კომიტეტის დასკვნებსა და გადაწყვეტილებებზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება. ამგვარი ჩართულობა შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-4 მუხლის მეექვსე პუნქტს, რომლის თანახმადაც „ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს უნდა გაეწიოთ კონსულტაციები [...] ყველა იმ საკითხის დაგეგმვასა და მათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლებიც მათ პირდაპირ ეხებათ.“ როგორც ევროპის საბჭოს წამყვანი ხელშეკრულება სოციალური უფლებების სფეროში, სოციალური ქარტია, ასევე, წარმოადგენს ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის და საზოგადოებაში მათი აქტიური მონაწილეობის მამოძრავებელ ძალას, ხოლო შესაბამისი იმპულსები, ძირითადად, ადგილობრივი და რეგიონული დონეებიდან მოდის.

88. რეკომენდებულია სამოქმედო გეგმების მომზადება ახალგაზრდების სოციალური უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, სასწავლო პროგრამების და არჩეულ წარმომადგენლებსა და ახალგაზრულ მუშაკებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.[80] ამგვარი სწავლისა და პრაქტიკის გაზიარების კონტექსტში, სოციალური ქარტიის შესახებ ცოდნა (კარგი პრაქტიკა ქარტიის და ECSR-ის პრეცედენტული სამართლის განხორციელების კუთხით) მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ინდიკატორების შემუშავების თაობაზე“ კონგრესის 334(2011) რეზოლუციის სულისკვეთების რეალიზებისთვის. შესაბამისი აქტივობების ორგანიზება შესაძლებელია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა ეროვნულ ასოციაციებთან ან ფედერაციებთან თანამშრომლობის გზით, ზემოაღნიშნული საკონსულტაციო პროცესების ფარგლებში.

83. რაც შეეხება სოციალური ქარტიის პოპულარიზაციას, მომხსენებლები თვლიან, რომ ადგილობრივმა და რეგიონულმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ სოციალური ქარტიის ტექსტის გამოქვეყნება თავიანთ ვებგვერდებზე. კერძოდ, რეკომენდებულია მკითხველისადმი მეგობრული ონლაინ ვერსიის მომზადება, როგორიცაა „ევროპის სოციალური ქარტიის განმარტება ახალგაზრდებისათვის“ ან „ახალგაზრდების როლი ევროპის სოციალურ ქარტიაში“.[81]

84. ადგილობრივ და/ან რეგიონულ დონეზე, შესაძლოა, ჩატარდეს ისეთი აქტივობები, როგორიცაა კონკურსი მკითხველისადმი მეგობრული ვერსიის შესაქმნელად და ილუსტრაციების მოსამზადებლად. იგი შეასრულებს სახელმძღვანელოს ფუნქციას, რომელსაც ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლები გამოიყენებენ სტანდარტების დადგენის, პოლიტიკური და ფინანსური ქმედების განხორციელების კუთხით, რაც, საბოლოო ჯამში, მათ გაუადვილებს „ახალგაზრდებზე გავლენის“ შესახებ კვლევის ჩატარებას. ამასთან, მკითხველისადმი მეგობრული ვერსია იქნება „გამჭოლი“ ინსტრუმენტი, რომელიც ახალგაზრდებს უზრუნველყოფს თავიანთ უფლებებზე წვდომით და შესაბამისად, გაზრდის მათ მიერ აღნიშნული უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელების შესაძლებლობას.

85. ადგილობრივმა და რეგიონულმა ორგანოებმა, შესაძლოა, ასევე, შეიმუშაონ პრაქტიკული ღონისძიებები, რომელიც მოიცავს ახალგაზრდების მიერ გარკვეული სოციალური უფლებების განხორციელებას, როგორიცაა: დასაქმების მხარდაჭერა; ჯანმრთელობის შესახებ განათლების ღონისძიებები; გენდერული ძალადობის პრევენცია ახალგაზრდებს შორის, რომელთა გავრცელებაც და პოპულარიზაციაც შესაძლებელია სოციალური მედიის საშუალებით (სოციალურ მედიას ახალგაზრდები ყოველდღიურად იყენებენ). გავრცელება და პოპულარიზაცია (ონლაინ და, სავარაუდოდ, პირისპირ ფორმატშიც) შესაძლოა, ხელს უწყობდეს ახალგაზრდების მონაწილეობასა და ჩართულობას სოციალური უფლებების ხელშეწყობაში.

86. ამ მიზნით, აუცილებელია ინვესტირება საინფორმაციო ტექნოლოგიებზე საზოგადოების წვდომის გაუმჯობესების კუთხით, არსებული სახელმწიფო სერვისების საშუალებით (ახალგაზრდული ცენტრები, საჯარო ბიბლიოთეკები, მედია ცენტრები, ახალგაზრდული საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრები და ა.შ.), წევრი სახელმწიფოების მიმართ მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2015)3 რეკომენდაციის „დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა სოციალურ უფლებებზე“ სულისკვეთების შესაბამისად.

87. და ბოლოს, მომხსენებლები თვლიან, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სოციალური უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ინვესტირება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ისეთი ღონისძიებებით, როგორიცაა ადგილობრივი ან რეგიონული ხელისუფლების მიერ ახალგაზრდების საერთაშორისო დღის აღნიშვნა (12 აგვისტო) ან ევროპის სოციალური ქარტიის დღის აღნიშვნა (18 ოქტომბერი). ასეთი „დღეები“ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, სახელმწიფოები წაახალისონ 1996 წლის გადახედილი სოციალური ქარტიის და კოლექტიური საჩივრების პროცედურის აღიარების კუთხით, თუ მათ აღნიშნული ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ, რათა სოციალური ქარტია და საჩივრების მექანიზმი გამოყენებული იქნას, როგორც ცნობიერების ამაღლების საშუალება. შედეგად, არა მხოლოდ საჯარო ორგანოები (მაგ. სოციალური დაცვის სამსახურები), არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ახალგაზრდები გამოიჩენენ სოლიდარობას და აქტიურობას თავიანთი სოციალური უფლებების დასაცავად (განსაკუთრებით, მოწყველად მდგომარეობაში მყოფი - მაგალითად, უმუშევარი, მიგრანტი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ა.შ. ახალგაზრდების შემთხვევაში).



[1] L: ადგილობრივ ხელისუფალთა პალატა / R: რეგიონების პალატა.

EPP/CCE: ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი კონგრესში.

SOC: სოციალისტების ჯგუფი.

ILDG: დამოუკიდებელი ლიბერალური და დემოკრატიული ჯგუფი.

ECR: ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი.

NR: წევრები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კონგრესის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

[2] განხილულია და მიღებულია კონგრესის მიერ, 2019 წლის 3 აპრილს, მე-2 სხდომაზე (იხ. დოკუმენტი CG36(2019)12, განმარტებითი მემორანდუმი), თანა-მომხსენებლები: ლისა ანსალა, ფინეთი (L, ILDG) და პიერო ფასინო, იტალია (L, SOC).

[3] საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1978 (2011) წარმოადგენდა შესაძლებლობას იმის დასადასტურებლად, რომ არ არის აუცილებელი ახალგაზრდების უფლებებზე კონკრეტული ხელშეკრულების მიღება, არამედ, ნაცვლად ამისა, უნდა მოხდეს ორგანიზაციაში უკვე არსებული სავალდებულო ძალის მქონე ინსტრუმენტების გამოყენება: 7.1 პრინციპი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, „მიიღონ ზომები, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების წვდომას ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და გადახედილ ევროპის სოციალურ ქარტიაში“.

[4] CG/2015(29)23

[5] რეზოლუცია 414 (2017) „მუდამ ახალგაზრდა? ახალგაზრდული პოლიტიკის და ახალგაზრდების საქმიანობის როლი ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე, ახალგაზრდების ავტონომიისა და შრომითი ცხოვრებაზე გადასვლის მხარდასაჭერად“; რეზოლუცია 386 (2015) “ახალგაზრდების მონაწილეობის შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრა: lingua franca-ს მიღება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებისთვის და ახალგაზრდებისთვის“; რეზოლუცია 346 (2012) “ახალგაზრდები და დემოკრატია: პოლიტიკური ჩართულობის ცვალებადი სახე“; რეზოლუცია 319 (2010) “დაუცველი უბნებიდან ახალგაზრდების ინტეგრაცია“ რეზოლუცია 259 (2008) “ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების ინტეგრაცია და მონაწილეობა.“

[6] იხ. შენიშვნა 2

[7] საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1978 (2011) წარმოადგენდა შესაძლებლობას იმის დასადასტურებლად, რომ არ არის აუცილებელი ახალგაზრდების უფლებებზე კონკრეტული ხელშეკრულების მიღება, არამედ, ნაცვლად ამისა, უნდა მოხდეს ორგანიზაციაში უკვე არსებული სავალდებულო ძალის მქონე ინსტრუმენტების გამოყენება: 7.1 პრინციპი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, „მიიღონ ზომები, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების წვდომას ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და გადახედილ ევროპის სოციალურ ქარტიაში“.

[8] ეს განმარტებითი მემორანდუმი ეფუძნება ლუის ჯიმენა ქესადას, საკონსტიტუციო სამართლის პროფესორის (ვალენსიას უნივერსიტეტი, ესპანეთი) და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს.

[9] საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1978 (2011) წარმოადგენდა შესაძლებლობას იმის დასადასტურებლად, რომ არ არის აუცილებელი ახალგაზრდების უფლებებზე კონკრეტული ხელშეკრულების მიღება, არამედ, ნაცვლად ამისა, უნდა მოხდეს ორგანიზაციაში უკვე არსებული სავალდებულო ძალის მქონე ინსტრუმენტების გამოყენება: 7.1 პრინციპი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, „მიიღონ ზომები, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების წვდომას ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და გადახედილ ევროპის სოციალურ ქარტიაში“.

[10] რეზოლუცია 386 (2015), ახალგაზრდების მონაწილეობის შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრა: lingua franca-ს მიღება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებისთვის და ახალგაზრდებისთვის; რეკომენდაცია 128 (2003), გადახედილი ევროპის ქარტია ახალგაზრდების ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ; რეზოლუცია 366 (2014), ბოშა ახალგაზრდების გაძლიერება მონაწილეობის გზით: ეფექტური პოლიტიკის დიზაინი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.

[11] მიმართვა CG/2015(29)23, 2015 წლის 2 ოქტომბერი.

[12] https://www.coe.int/en/web/turin-european-social-charter/turin-process.

[13] წინადადება ინსტრუმენტთა კრებულის მომზადების შესახებ, რომელიც შეეხება ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ ახალგაზრდების გაძლიერებას, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა თავიანთ უფლებებზე,  Motion CG31(2016)18, 2016 წლის 20 ოქტომბერი.

[14] Collected preparatory work of the European Social Charter, Vol. II (1955): https://www.coe.int/en/web/turin-european-social-charter/preparatory-work გვ.28 და გვ.34.

[15] Doc. 14462, 5 იანვარი, 2018წ., გვ. 12.

[16] https://www.coe.int/en/web/congress/youth

[17] https://www.coe.int/en/web/enter/cooperation-with-local-authorities

[18] მათ შორის, რეზოლუცია 386 (2015), ახალგაზრდების მონაწილეობის შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრა: lingua franca- მიღება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებისთვის და ახალგაზრდებისთვის; რეზოლუცია 366 (2014), ბოშა ახალგაზრდების გაძლიერება მონაწილეობის გზით: ეფექტური პოლიტიკის დიზაინი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე; რეზოლუცია 346 (2012) “ახალგაზრდები და დემოკრატია: პოლიტიკური ჩართულობის ცვალებადი სახე“; რეზოლუცია 319 (2010) “დაუცველი უბნებიდან ახალგაზრდების ინტეგრაცია“ რეზოლუცია 259 (2008) “ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების ინტეგრაცია და მონაწილეობა.“

[19] CG2015(29)8 final

[20] ასევე, იხ. Kevin O’Kelly and John Muir: Taking it seriously – Guide to Recommendation CM/Rec(2015)3 of the Committee of Ministers of the Council of Europe to member states on the access of young people from disadvantaged neighbourhoods to social rights (Ed. Mara Georgescu and Rui Gomes), სტრასბურგი, ევროპის საბჭოს გამომცემლობა,2016, 68 გვერდი (https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806accfa).

[21] მაგალითად, იხ. ზოგიერთი საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, რომელიც შეეხება 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს და გამოქვეყნებულია სასამართლოს კვლევითი განყოფილების მიერ, 2012 წელს: Research Report. Selected case-law of the European Court of Human Rights on young people, Council of Europe/European Court of Human Rights, 2012, 26 გვერდი (www.echr.coe.int, Case-law – Case-law Analysis – Research Reports). კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია სასამართლოს რამოდენიმე გადაწყვეტილება (ან ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის გადაწყვეტილებები ან ანგარიშები), რომელიც შეეხება სამხედრო სამსახურის მოხდაზე უარის თქმას პირადი რწმენის გამო, მეორე თაობის მიგრანტების გაძევებას და იძულებით შრომას (არაერთი საქმე შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებებს), საქმე, რომელიც შეეხება პროფესიულ კარიერაზე წვდომას (ოჯახური ცხოვრების დაცვისა და აკადემიური კვალიფიკაციების აღიარების პერსპექტივიდან; დაკავშირებულია ratione materiae დაბრკოლებებთან ან სახელმწიფოს დისკრეციის სფეროში ხვდება) და ორი საქმე, რომელიც შეეხება უნივერსიტეტში სწავლას (სწავლების ენა და რელიგიური სიმბოლოების ტარება). სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართალი შეიცავს საინტერესო მაგალითებს, inter alia, იმ ახალგაზრდა მიგრანტების შესახებ, რომლებიც იძულებითი შრომის მსხვერპლები არიან (Chowdury and Others v. Greece, 2017 წლის 30 მარტი, მე-4 მუხლის მეორე პუნქტის დარღვევა) და შშმ ახალგაზრდებს, რომლებიც აწყდებიან ფიზიკურ ბარიერებს უნივერსიტეტის შენობაზე წვდომასთან დაკავშირებით (Enver Şahin v. Turkey, 2018 წლის 30 იანვარი, მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა, 1-ლი ოქმის მე-2 მუხლთან (განათლების უფლება) ერთობლიობაში), და ა.შ. თუმცა, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების უფლებების იმპლემენტაციის კუთხით, აღნიშნული პრეცედენტული სამართლის გავლენა არის შეზღუდული.

[22] ევროკავშირის შემთხვევაში, ასევე, მითითებული უნდა იქნას ევროპის სოლიდარობის კორპუსი (https://europa.eu/youth/solidarity_en), რომელიც ქმნის შესაძლებლობებს ახალგაზრდების მოხალისეობისთვის ან თავიანთ ქვეყნებში ან საზღვარგარეთ ისეთ პროექტებში სამუშაოდ, რომელსაც სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და ადამიანებისთვის. ევროპის საბჭოს შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნას ევროპული კონვენცია ახალგაზრდების ტრანსნაციონალური გრძელვადიანი მოხალისეობის ხელშეწყობის შესახებ (მიღებულია 2000 წლის 11 მაისს). თავის მხრივ, კონგრესი, 346(2012) რეზოლუციაში, სახელწოდებით „ახალგაზრდები და დემოკრატია: ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის სახის ცვლილება“ იძლევა რეკომენდაციას, დაინერგოს „ადგილობრივი პოლიტიკა მოხალისეობის შესახებ, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარება. ამავდროულად, ახალგაზრდები დაცულები უნდა იქნან  ანაზღაურებადი დასაქმების მოხალისეობრივი საქმიანობით ჩანაცვლებისგან.“

[23] https://ec.europa.eu/commission/priorities/deeper-and-fairer-economic-and-monetary-union/european-pillar-social- rights_en. იხ. ევროპის პარლამენტის, საბჭოს და კომისიის ინტერინსტიტუციონალური პროკლამაცია სოციალურ უფლებათა ევროპული საყრდენის შესახებ, (OJ C 428 of 2017 წლის 13 დეკემბერი, გვ. 10).

[24] იხ. კომისიის 2016 წლის ოქტომბრის კომუნიკაცია, „ახალგაზრდების გარანტიის და დასაქმების ინიციატივა სამი წლის შემდეგ“ [COM(2016) 646 final] და 2016 წლის დეკემბრის კომუნიკაცია „ინვესტირება ევროპის ახალგაზრდებში“ [COM(2016) 940 final].

[25] 2018 წლის მაისში, ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადებები ევროკავშირის ახალი ახალგაზრდული სტრატეგიის შესახებ, 2019-2027 წლებისთვის (https://ec.europa.eu/youth/sites/youth/files/youth_com_269_1_en_act_part1_v9.pdf, ნანახია 2018 წლის 5 სექტემბერს).

[26] ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის რეგულაცია (EU) No 1288/2013, ‘Erasmus+’-ის შექმნის შესახებ: კავშირის განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამა (https://eur-lex.europa.eu/legal- content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32013R1288&from=EN).

[27] ევროკომისია, Erasmus+ პროგრამის სახელმძღვანელო, 2018 წ.

[28] პროექტი ხორციელდება Youth Express Network-ის მიერ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: http://youthexpressnetwork.org/inclusion-express/. Further information on this project and others available (in French) in Agence du Service Civique: Rapport d’activité 2016, გვ. 22 (https://www.service-civique.gouv.fr/uploads/resource_block/fb7654839e1d0c732f715b1d7b7b3093caee4bf6.pdf).

[29] კერძოდ, 2005-2007 წლების (აუტიზმის 1 გეგმა), 2008-2010 წლების (აუტიზმის მე-2 გეგმა), 2013-2017 წლების (აუტიზმის მე-3 გეგმა) და 2018-2022 წლების (აუტიზმის მე-4 გეგმა) სამოქმედო გეგმები: http://comprendrelautisme.com/quatrieme-plan-autisme- 2018-2022/). აუტიზმის გეგმების შინაარსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპის საბჭოს მიერ გაწეულმა საქმიანობამ: იხ. ECSR-ის 2003 წლის 4 ნოემბრის (საჩივარი No. 13/2002, International Association Autism-Europe (IAAE) v. France) და 2013 წლის 11 სექტემბრის (საჩივარი No. 81/2012, Action européenne des handicapés (AEH) v. France) გადაწყვეტილებები.

[30] ECSR-ის 2013 წლის 11 სექტემბრის (საჩივარი No. 81/2012, Action européenne des handicapés (AEH) v. France) გადაწყვეტილება, პუნქტები 92-93.

[31] აღნიშნული პროგრამა, რომელშიც მონაწილეობენ 16-დან 25 წლამდე ასაკის აუტიზმის მქონე 5 ადამიანი, მოიცავს ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროს და მიზნად ისახავს დამოუკიდებელ და შრომით ცხოვრებაში გადასვლის კუთხით მხარდაჭერას: საკუთარი თავის მოვლის (შოპინგი, ტაქსით სარგებლობა), დასვენების (კინოში წასვლა), დასაქმების კუთხით. 11th report by Andorra on the implementation of the ESC, 2017 წლის 22 ნოემბერი, RAP/RCha/AND/11(2018), გვ. 70: https://rm.coe.int/11e-rapport-de-l-andorre/168077630d] (ხელმისაწვდომია მხოლოდ ფრანგულად).

[32] აზერბაიჯანის 11-ე ანგარიში ESC-ის განხორციელების შესახებ, 2018 წლის 3 აპრილი, RAP/RCha/AZE/11(2018), გვ. 42 (https://rm.coe.int/11th-report-from-azerbaijan/16807b6c7d).

[33] Ibid.

[34] ეს პრაქტიკა (რომელიც მოიცავს სასტუმროს ერთი აივნიდან მეორეზე აძვრომას ან აივნიდან აუზში გადახტომას) უბედურ შემთხვევებს იწვევს ახალგაზრდა ტურისტებში. იხ. Segura Sampedro, Juan José et al.: “Balconing: An alcohol-induced craze that injures tourists. Characterisation of the phenomenon”, Injury, 48(7), 2017 წლის ივლისი, გვ.გვ.137-1375: ხუთწლიანი რეტროაქტიული კვლევა (მოიცავს 2010-2015 წლებს), რომელიც ჩატარდა ბალეარის კუნძულებზე (46 შემთხვევა). 44 შემთხვევაში (95.65%) სახეზე იყო ალკოჰოლის მოხმარება, რომელსაც 17 შემთხვევაში თან ერთვოდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება (36.96%). დასკვნის თანახმად, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება თითქმის ყოველთვის სრულდებოდა „ბალკონინგით“. 2018 წელს დაინერგა კარგი პრაქტიკა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა პრობლემის აღმოფხვრა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებით (ვიდეოებით) გაერთიანებულ სამეფოში და ესპანეთში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან თანამშრომლობით; ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ (კალვიას მუნიციპალიტეტი და პალმა-დე-მალორკას ქალაქი), სასტუმროებთან თანამშრომლობის საფუძველზე (ადამიანების გასაფრთხილებლად ლიფლეტების დარიგება და ა.შ.); და ახალი წესები და ინსტრუქციები, რომელიც ადგენს ჯარიმებს „ბალკონინგისთვის“ და საჯარო ადგილებში ალკოჰოლის მოხმარებისთვის.

[35] კამპანია “Fit 4life– sei dabei” დაიწყო 2011 წელს, ფერმერთა სოციალური დაზღვევის ფონდის (Sozialversicherungsanstalt der Bauern, SVB) მიერ. ფერმერთა ოჯახებში ბავშვებისა და ახალგაზრდების მდგომარეობის შესახებ კვლევებზე დაყრდნობით, 2016 წელს კამპანიის კონკრეტული მიზნები მოიცავდა სტრუქტურულ და ტექნიკურ ღონისძიებებს, სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემთხვევების შესამცირებლად, ამ ტიპის უბედური შემთხვევების შემდგომი ეფექტების შესამცირებლად და კონკრეტული სამიზნე ჯგუფების დასახმარებლად, მათი ბალანსის და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით: ავსტრიის მე-5 ანგარიში ESC-ის იმპლემენტაციის შესახებ, 2016 წლის 4 ნოემბერი, RAP/RCha/AUS/5(2017), გვ.გვ. 31-32. (https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806c2fad).

[36] Digest of the Case Law of the European Committee of Social Rights, 1September 2008, გვ.87, https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016804915a0)

[37] ავსტრიის მე-5 ანგარიში ESC-ის განხორციელების შესახებ, 2016 წლის 4 ნოემბერი, RAP/RCha/AUS/5(2017), გვ.გვ. 72-73: https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806c2fad.

[38] პირველად გამოყენებული იქნა ყველაზე პოპულარულ ყოველდღიურ და პერიოდულ ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში. რადიო რეკლამა განთავსდა კომერციულ ქსელებში, რომელთაც ყველაზე დიდი აუდიტორიები ჰყავდათ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. ამასთან, გზავნილის ახალგაზრდებამდე მისატანად, კამპანია იყენებდა პორტალს studenti.it, რომელიც 100 000-ზე მეტ მიზნობრივ კონტაქტს უზრუნველყოფდა. ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია ინფორმატიული და გასართობი კონტენტით შეიქმნა Sony-სთან თანამშრომლობით: სულ რაღაც 20 დღეში, აპლიკაცია ჩამოიტვირთა 14,000-ჯერ, ხოლო ნახვების რაოდენობა იყო 220 146. კამპანიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს რაც შეეხება, ჯანდაცვის სამინისტრომ, ასევე, დააფინანსა ალკოჰოლის პრევენციის დღე, სხვადასხვა წლებში [იტალიის მიერ ESC-ის განხორციელების შესახებ მე-16 ანგარიში, 2017 წლის 7 მარტი, RAP/RCha/ITA/16(2017], გვ.გვ. 40-41: https://rm.coe.int/16806fe976] (მხოლოდ ფრანგულად).

[39] Ibid.

[40] ესპანეთის 29-ე ანგარიში ESC-ის განხორციელების შესახებ, 2016 წლის 19 ოქტომბერი, RAP/RCha/ESP/29(2017), გვ. 3: https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806c2fc2 (მხოლოდ ფრანგულად).

[41] აქ უნდა მივუთითოთ ჟან-ჟაკ რუსოს ცნობილ ციტატაზე (The Social Contract, 1762, Book I): „რაც არ უნდა სუსტი იყოს ჩემი ხმის გავლენა საზოგადოებრივ საქმეებზე, მათთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლება ვალდებულს მხდის, ისინი შევისწავლო“.

[42] Enhancing youth political participation throughout the electoral cycle, A Good Practice Guide, United Nations Development Programme, New York, 2013, გვ. 13 (http://www.undp.org/content/dam/undp/library/Democratic%20Governance/Electoral%20Systems%20and%20Processe s/ENG_UN-Youth_Guide-LR.pdf).

[43] European Commission: The International Computer and Information Literacy Study (ICILS): Main findings and implications for education policies in Europe, 2014. http://ec.europa.eu/dgs/education_culture/repository/education/library/study/2014/ec-icils_en.pdf.

[44] Commission staff working document on the Digital Education Action Plan, COM(2018) 22 final, Brussels, 17.1.2018, SWD(2018) 12 final, გვ. 10.

[45] OECD: Education at a Glance 2017: OECD Indicators, OECD Publishing, Paris 2017  (https://www.hm.ee/sites/default/files/eag2017_eng.pdf).

[46] Toca, Gonzalo: „Universitarios endeudados: una polemica global“, esglobal, 2018 წლის 28 აგვისტო,  (https://www.esglobal.org/universitarios-endeudados-una-polemica-global/)

[47] აღნიშნული წინადადება განიხილა სოციალური ქარტიის სამთავრობო კომიტეტმა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მას არ მოჰყოლია რაიმე რეაგირება: Proposed additional protocol to the revised European Social Charter concerning the right to higher education, Governmental Committee of the European Social Charter, Strasbourg, 2003 წლის 30 ივლისი [TS-SG(2003)24].

[48] ესტონეთის მე-15 ანგარიში ESC-ის განხორციელების შესახებ, 2018 წლის 3 იანვარი, RAP/RCha/EST/15(2018), გვ.გვ. 39-41: https://rm.coe.int/15th-national-report-from-estonia/1680779ff7: „ესტონეთში და სხვა ქვეყნებში, პროფკავშირების წევრობა უფრო გავრცელებულია უფროსი ასაკის დასაქმებულებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც ეს დასაქმებულები აღწევენ საპენსიო ასაკს, ამას მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება კოლექტიურ მოლაპარაკებებზე, თუ არ მოხდება მათი ჩანაცვლება დასაქმებულთა ახალი თაობით, რომელიც დაინტერესებულია პროფკავშირებში გაწევრიანებით და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებით. შრომითი ცხოვრების კვლევის თანახმად, ესტონეთში ახალგაზრდები პროფკავშირებში არ წევრიანდებიან - 2015 წელს, 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მხოლოდ 2% იყო გაწევრიანებული პროფკავშირებში; (...)“.

[49] იხ. Commission staff working document on Establishing a European Pillar of Social Rights, Brussels, 26 აპრილი 2017, SWD(2017) 201 final, გვ.გვ. 37-38.

[50] http://unesdoc.unesco.org/images/0022/002271/227150f.pdf.

[51] Country factsheet – Spain and the European Social Charter, p. 7 (https://rm.coe.int/spain-and-the-european-social- charter/1680492969): Reduced employer contributions under measures to promote business creation and youth employment (Act 11/2013, 26 ივლისი 2013).

[52]  ქვეყანაში დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება ხელმისაწვდომია: ECSR: Conclusions 2017, Iceland (Article 1 – the right to work, § 1 – full employment; https://hudoc.esc.coe.int).

[53] 29th report by Iceland on the implementation of the ESC, 22 სექტემბერი 2016, RAP/RCha/ICE/29(2016), გვ.გვ. 11-12 და 14-15.(https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806ac9ea);

and the 30th report by Iceland on the implementation of the ESC, 22 სექტემბერი2017, RAP/RCha/ICE/30(2017), გვ. 83 (https://rm.coe.int/30th-national-report-from-iceland/168075a488).

[54] იდეა გულისხმობს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში 40 Ohjaamo-ს ცენტრის შექმნას: ESC-ის განხორციელების შესახებ ფინეთის მე-12 ანგარიში, 2016 წლის 28 ოქტომბერი, RAP/RCha/FIN/12(2017), გვ. 60

(https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806c2fb0).

[55] იქვე, გვ.59.

[56] Le logement autonome des jeunes, Opinion of the French Economic, Social and Environmental Council (CESE) (presented by Claire Guichet, rapporteur for the sustainable spatial development section), 2010-2015 term – sitting of 23 January 2013:https://www.lecese.fr/sites/default/files/pdf/Avis/2013/2013_06_logement_autonome_jeunes.pdf (ნანახია 2018 წლის 6 სექტემბერს), გვ. 9.

[57] Country factsheet: France and the European Social Charter, p. 12 (https://rm.coe.int/pdf/1680492889).

[58] Le logement autonome des jeunes, Opinion of the French Economic, Social and Environmental Council (CESE) (supra), გვ. 13.

[59]  იხ. FEANTSA: “Finland: target of halving long-term homelessness reached”, 31/3/2011, FEANTSA Flash Newsletter, 31 მარტი 2011 წ. (http://www.feantsa.org), და Association for Innovative Social Research and Social Planning: “Finland 2010: The Finnish National Programme to reduce long-term homelessness”, Synthesis Report (www.peer-review-social- inclusion.eu). ბოლოდროინდელი მონაცემების (2018) თანახმად, ფინეთი (5.5 მილიონი მაცხოვრებელი) ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც წლიდან წლამდე წარმატებით ახორციელებს უსახლკარობის მაჩვენებლის შემცირებას. შედარებისთვის, 10 წლის წინ ფინეთში უსახლკაროთა რაოდენობა იყო 18 000 ადამიანი, ხოლო დღეისათვის ეს რაოდენობა შემცირებულია 7 000-მდე (მოსახლეობის 0.14%).

[60] Conclusions 2011, Finland, Article 31 (right to housing, paragraph 2 – reduction of homelessness https://hudoc.esc.coe.int).

[61] Tannio, Hannele, and Fredriksson, Peter: “The Finnish Homelessness Strategy: From a ‘Staircase’ Model to a ‘Housing First’ Approach to Tackling Long-Term Homelessness”, European Journal of Homelessness, Volume 3, დეკემბერი, 2009წ., გვ.გვ. 181-199.

[62] ამ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. (ფრანგულ ენაზე): Pleace, Nicholas: Le logement d’abord, Observatoire européen sur le sans-abrisme, 2014 (https://www.gouvernement.fr/sites/default/files/contenu/piece- jointe/2014/09/dihal_hl_-_etude_feantsa_nicholas_pleace.pdf).

[63] Country factsheet: Norway and the European Social Charter, გვ. 7: Article 19§4 – right to equal treatment with regard to access to housing (https://rm.coe.int/16806b795f).

[64] 15th report by Ireland on the implementation of the ESC, 31 October 2017, RAP/RCha/IRL/15(2018), გვ.გვ. 4-6 (https://rm.coe.int/15th-simplified-report-of-ireland-on-follow-up-of-cc-in-2017/168078245e).

[65] ადგილობრივ მოგზაურთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკონსულტაციო კომიტეტი (LTACC) მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოგზაურთა საცხოვრებელი ადგილების მართვასა და მოვლა-პატრონობაში და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში, მათ შორის: საცხოვრებელი სტანდარტები, ჯანდაცვის და უსაფრთხოების საკითხები და ქვეყანაში დროებით მყოფი პირების განთავსება. კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის კონსულტაციის გაწევა მოგზაურთათვის საცხოვრებლის უზრუნველყოფის და მართვის საკითხებზე და მოგზაურებსა და შესაბამისი ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენლებს შორის შუამავლის როლის შესრულება. LTACC-ის წევრთა 1/4-ს მაინც უნდა წარმოადგენდნენ ადგილობრივი მოგზაურები და მოგზაურთა ჯგუფები.

[66] მსგავსად აღნიშნულისა, რეზოლუციაში 366(2014), რომელიც შეეხება ახალგაზრდა ბოშების გაძლიერებას მონაწილეობის გზით: ეფექტური პოლიტიკის შექმნა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, კონგრესმა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, „საჯაროდ აეღოთ ახალგაზრდა ბოშებთან და მათ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ვალდებულება, რათა გაუმჯობესდეს მათი წვდომა სოციალურ უფლებებზე; (...) ბოშა მასწავლებლებისა და მასწავლებელთა თანაშემწეების დასაქმება; (...) ბოშა მედიატორების დასაქმება, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიულ ორიენტაციას და კონსულტაციას.“

[67] იხ. Gender Equality Commission: Compilation of good practices on women’s access to justice, Council of Europe, 2015, 136 გვერდი

[68] იხ. Gender Equality Commission, Compilation of good practices to combat sexism in Council of Europe member states, Information Document (Revised 2), Strasbourg, 4 ივნისი, 2018 წ., 47 გვერდი(https://rm.coe.int/compilation-of-good-practices- to-prevent-and-combat-sexism-revised/16808b15a5).

[69] გერმანიის მიერ ESC-ის იმპლემენტაციის შესახებ 35-ე ანგარიში, 28 დეკემბერი, 2017წ., RAP/RCha/DEU/35(2018), გვ. 24 (https://rm.coe.int/35th-report-from-the-goverment-of-germany/1680779fb6).

[70] 2013-2016 წლებში, შვედეთის დისკრიმინაციის ომბუცმენმა მიიღო 117 საჩივარი შრომით ცხოვრებაში დისკრიმინაციის შესახებ. საჩივრების უმეტესობა (99) წარდგენილი იქნა ქალების მიერ. საქმეთა უმეტესობა შეეხება ახალგაზრდა ქალებს, რომელთა წინააღმდეგაც ხელმძღვანელი პირების მხრიდან გახორციელდა სექსუალური შევიწროება: შვედეთის მიერ ESC-ის განხორციელების შესახებ 17-ე ანგარიში, 24 ოქტომბერი, 2017 წ., RAP/RCha/SWE/17(2018), p. 19 (https://rm.coe.int/17th-report-from-the- government-of-sweden/168077e399).

[71] 2018 წლის 1 იანვარს ისლანდიაში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც კრძალავს გენდერულ სახელფასო სხვაობებს. ამჟამად ისლანდიაში ისეთ ფირმებში, რომელიც მინიმუმ 25 ადამიანს ასაქმებს, კანონით არის აკრძალული ქალებისათვის ნაკლები ხელფასის გადახდა (მოქმედებს თანაბარი ხელფასის პოლიტიკის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატის მოპოვების მოთხოვნა). ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით.

[72] ECSR: Statement of interpretation on Article 20 of the 1996 revised European Social Charter/Article 1 of the 1988 Additional Protocol: equal pay comparisons, Conclusions 2012, 2013 წლის იანვარი, (https://hudoc.esc.coe.int).

[73] უფასო ცხელი ხაზით (ბელგიის მიერ ESC-ის განხორციელების შესახებ მე-11 ანგარიში, 27 ოქტომბერი, 2016 წ., RAP/RCha/BEL/11(2017), გვ.49 (https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806c2fae) (ფრანგულ ენაზე).

[74] მათ შორის, სასწავლო სახელმძღვანელო (განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სფეროებში მომუშავე სპეციალისტებისთვის), ფაქტობრივი მონაცემები, ვიდეოები და სატელევიზიო რეკლამები.

[75] გადაწყვეტილება არსებითი გარემოებების შესახებ, 2009 წლის 30 მარტი (საჩივარი No. 45/2007, INTERIGHTS v. Croatia, მუხლი 11§2 ESC).

[76] La presse quotidienne et les jeunes. Un “Guide de bonnes pratiques” à l’usage des jeunes et des journalistes, AJP, 2015 (http://www.ajp.be/bonnespratiques/), გვ.გვ. 11-12.

[77] 334(2011) რეზოლუციაში, რომელიც შეეხება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კონგრესმა აიღო ვალდებულება, „გააგრძელოს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე გასაჩივრების ისეთი დამოუკიდებელი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობა, როგორიცაა ადგილობრივი ომბუცმენები“.

[78] საფრანგეთის მიერ ESC-ის განხორციელების შესახებ მე-17 ანგარიში, 2017 წლის 29 ნოემბერი, RAP/RCha/FRA/17(2018), supra, გვ.გვ. 15- 17 (ფრანგულ ენაზე).

[79] იხ., ასევე, the Enter! ევროპის ახალგაზრდების კვირეული, სტრასბურგი, 1-5 ივლისი - ღონისძიება, რომელიც გაიმართა ევროპის საბჭოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით (http://70.coe.int/home/).

[80] ახალგაზრდული მუშაკები არიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ახლაგაზრდებთან ერთად და ხალგაზრდებისათვის წარმოებულ სამუშაოებსა და აქტივობებში, მოხალისეების სახით ან პროფესიონალური ფორმით და სხვადასხვა კონტექსტებში, მათ შორის, ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, ახალგაზრდულ სამსახურებში, ახალგაზრდულ ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებში, სადაც იმართება ტრენინგები ახალგაზრდულ/სოციალური სამუშაოს საკითხებზე, ან ნებისმიერ სხვა სტრუქტურაში, რომელიც საქმიანობს ახალგაზრდების არაფორმალური განათლების სფეროში. (წევრი სახელმწიფოების მიმართ მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2015)3 რეკომენდაცია „დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა სოციალურ უფლებებზე“, რეკომენდაციის დანართი - „ტერმინთა განმარტება“).

[81] იხ. ბუკლეტის მაგალითი (კომიქსის ფორმატი), “მითხარი, რა არის ევროპის სოციალური ქარტია?” (2011), მოამზადა ESC დეპარტამენტმა, 1961 წლის ქარტიის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად: https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=090000168047e17e.