STATUTORYFORUM

ანგარიში

CG-FORUM(2020)02-04final

2020 წლის 7 დეკემბერი

ბრძოლა სექსისტურ ძალადობასთან ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ

მიმდინარე საქმეთა კომიტეტი

მომხსენებელი:[1] ელენა დრენჯანინი, შვედეთი (L, EPP/CCE)

რეზოლუცია 459(2020)...............................................................................................................................3

რეკომენდაცია 449 (2020)...........................................................................................................................4

განმარტებითი მემორანდუმი..................................................................................................................6

რეზიუმე

ანგარიში ეყრდნობა კონგრესისა და ევროპის საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და მათ მიმართ ძალადობის შესახებ. იგი განიხილავს სექსისტურ ძალადობას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ, რომლებიც  კანდიდატები ან არჩეული მოხელეები არიან. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს კოლეგებისა და მოქალაქეების მხრიდან უპატივცემულობის, შეურაცხყოფისა და თავდასხმების ზრდაზე იმ ქალთა მიმართ (განსაკუთრებით, სოციალური მედიის გამოყენებით), რომლებიც პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ; ასევე, ხაზს უსვამს საფრთხეს, რომელსაც  სექსისტური ძალადობა უქმნის, ერთი მხრივ, ქალთა უფლებას, სრულფასოვნად და თანასწორად მონაწილეობდნენ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, მეორე მხრივ, დემოკრატიის საფუძვლებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობას.

ანგარიში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს:  მტკიცე პოზიცია დაიკავონ ქალებზე სექსისტური თავდასხმების მიმართ; შემოიღონ ან გადასინჯონ ქცევის კოდექსები, რათა საკრებულოებში ცალსახად აიკრძალოს სექსისტური ქცევა და გამონათქვამები; განსაკუთრებულად იფხიზლონ სექსისტური თავდასხმების მიმართ საარჩევნო პერიოდებში; და მონიტორინგი გაუწიონ კანდიდატთა ნომინირების პროცესს, უთანასწორობის გამოსავლენად. ანგარიში წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს და უზრუნველყონ საჭირო რესურსებით, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის 2018-2023 წლების სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ამ ორგანოებს ბუნებრივ პარტნიორებად მიიჩნევს.


რეზოლუცია 459 (2020)[2]

1. ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში მმართველობის ყველა დონეზე იზრდება, რაც განპირობებულია გენდერული საარჩევნო კვოტების ან პარიტეტული სისტემის შემოღებით. თუმცა, ამ კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ქალები კვლავაც არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში. მათი წარმომადგენლობის გაზრდას მნიშვნელოვნად აბრკოლებს სექსისტური დამოკიდებულებები და ძალადობა ქალთა მიმართ.

2. გაეროს ანგარიში პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ამ ფენომენს შემდეგნაირად განმარტავს: „გენდერის ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ქმედება ან მუქარა ასეთი ქმედების შესახებ, რომელიც იწვევს ან, სავარაუდოდ, გამოიწვევს ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს ან ტანჯვას და პირდაპირ მიემართება პოლიტიკაში ჩართულ ქალს, იმის გამო, რომ ქალია, ან  არაპროპორციულ გავლენას ახდენს მასზე“. ევროპის საბჭოს რეკომენდაცია CM/Rec(2019)1 „სექსიზმთან ბრძოლისა და მისი პრევენციის შესახებ“ სექსიზმს უკავშირებს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობას და აცხადებს, რომ „ყოველდღიური“ სექსიზმის შემთხვევები ძალადობის კონტინუუმის ნაწილია და ქმნის ზეწოლის, შიშის, დისკრიმინაციის, გარიყვისა და დაუცველობის ატმოსფეროს, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობებსა და თავისუფლებებს.

3. საზოგადოებაში ქალის როლის აღქმა, ასევე, ყველა ფორმის სექსუალური შევიწროება და გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობის ჩათვლით, ის განმეორებადი გამოწვევებია, რომლებსაც ქალები აწყდებიან პოლიტიკური მონაწილეობის უფლებით სარგებლობისას. არაერთ ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები შეადგენენ მმართველობის იმ დონეს, სადაც ქალები თავიანთ პოლიტიკურ კარიერას იწყებენ. შესაბამისად, ისინი განსაკუთრებულად ღელავენ ამ დონეზე არსებულ პოლიტიკასა და ღონისძიებებზე, რომლებიც შეიძლება განმსაზღვრელი აღმოჩნდეს გაბატონებული პოლიტიკური კულტურის შეცვლაში.

4. საკომუნიკაციო პლატფორმებისა და სოციალური მედიის მეშვეობით, გაიზარდა შეტყობინებათა რაოდენობა, რომლებიც შეეხება თავდასხმებსა და შევიწროებას ქალ პოლიტიკოსთა (როგორც კანდიდატთა, ისე არჩეულ წარმომადგენლთა) მიმართ. იმ პოლიტიკოს ქალთა განცხადებები, რომლებიც 2017 წელს მოძრაობა #MeToo-ს შეუერთდნენ, შემაშფოთებელ სურათს ხატავს ამ საკითხისა და მისი მასშტაბების შესახებ.

5. ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა არღვევს მათ უფლებას, სრულფასოვნად და თანასწორად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შედეგად, საფრთხე ექმნება დემოკრატიის საფუძვლებს და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას. ამრიგად, ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის ყველა ძალისხმევა ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 („გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერება“) და მე-16 („მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“) მიზნების მიღწევას.

6. 2011 წელს ევროპის საბჭომ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (CETS No. 210), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც სტამბოლის კონვენცია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ცალსახად არ მიუთითებს ძალადობაზე პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ, მისი სამართლებრივი ჩარჩო საკმაოდ ფართოა და მოიცავს გენდერის ნიშნით მოტივირებულ ძალადობასაც. ევროპის საბჭომ დაამტკიცა გენდერული თანასწორობის სტრატეგიაც (2018-2023), რომელიც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს ბუნებრივ პარტნიორებად აღიარებს, კონგრესს კი - მთავარ აქტორად ამ დოკუმენტის შესრულებასა და მისი მიზნების მიღწევაში.

7. 2018 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) და პარლამენტთაშორისმა კავშირმა ერთობლივად ჩაატარეს კვლევა „სექსიზმი, შევიწროება და ძალადობა პარლამენტარ ქალთა მიმართ ევროპაში“. 2018 წლის ნოემბერში კვლევის მოულოდნელი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, PACE-მა დაიწყო ინიციატივა - #NotInMyParliament - პარლამენტებში სექსისტური ქცევის აღსაკვეთად და მიიღო ანგარიში „სექსიზმისა და სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი პარლამენტების ხელშეწყობა“ (2019). დოკუმენტის თანახმად, ფართომასშტაბიანი შედეგების მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ამ მხრივ, რეკომენდებულია ცნობიერების ამაღლება, ზომების გაძლიერება, ქცევის კოდექსების გადახედვა და პროგრესზე მონიტორინგი მონაცემთა რეგულარულად შეგროვებით.

8. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესმა (შემდგომში, „კონგრესი“) რამდენიმე დოკუმენტი მოამზადა პოლიტიკაში ჩართულ ქალებსა და მათ მიმართ ძალადობაზე. განსაკუთრებულად აღსანიშნავია რეზოლუცია 404, რეკომენდაცია 390(2016) ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ, რეზოლუცია 303 და რეკომენდაცია 288(2010) გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკაში.

9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, იმ მიზნით, რომ აღკვეთოს და აირიდოს პოლიტიკოს ქალთა მიმართ სექსისტური ძალადობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, კონგრესი მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ასოციაციებს:

a. როგორც პოლიტიკურმა ლიდერებმა, მყარი პოზიცია დაიკავონ ქალთა მიმართ სექსისტური თავდასხმების მიმართ და ყველა საკომუნიკაციო პლატფორმა, მათ შორის, მუნიციპალური და რეგიონული ხელისუფლების ვებგვერდები და სოციალური მედია, გამოიყენონ ამ პოზიციების დასაცავად, ასევე, კარგი და ეფექტიანი პრაქტიკის გასავრცელებლად/გასაზიარებლად, და პოლიტიკური პარტიებიც წაახალისონ იმავეს გასაკეთებლად;

b. განახორციელონ სათანადო ქმედებები, რათა ებრძოლონ სექსიზმს, წინასწარგანწყობებს სექსისტური გენდერული როლების შესახებ (არაფორმალური ნორმების, პრაქტიკისა და დამოკიდებულებების ჩათვლით), მოძალადეთა ხელშეუხებლობას, ასევე, ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ნორმალიზებას; შეიმუშაონ კონკრეტული ინსტრუმენტები და სახელმძღვანელო მითითებები პოლიტიკური პარტიების, კანდიდატებისა და არჩეული წარმომადგენლებისთვის, ახალდანიშნულ მოხელეთა მენტორინგის პროგრამების ჩათვლით;

c. შემოიღონ ან გადასინჯონ ქცევის კოდექსები, რათა ცალსახად აიკრძალოს სექსისტური ენა და სექსუალური შევიწროება ადგილობრივ და რეგიონულ საბჭოებსა და ასამბლეებში; ჩაატარონ სავალდებულო სამოქალაქო ტრენინგი არჩეული წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლებისთვის; ხაზი გაუსვან, თუ რა ძალა აქვს შემსწრეთა ჩარევას; და ქალები და კაცები თანაბრად ჩართონ გენდერის ნიშნით მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლაში;

d. დანერგონ ან გადასინჯონ გასაჩივრების მექანიზმი, რომელიც მოიცავს ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების ყველა თანამშრომელს. ის უნდა იყოს უსაფრთხო, კონფიდენციალური და უზრუნველყოფდეს საჩივართა პროფესიონალურად განხილვას;

e. შექმნან სანქცირების ეფექტიანი მექანიზმები, გადახედონ იმუნიტეტის წესებს (საჭიროების შემთხვევაში), რომლებიც საბჭოს წევრებს იცავს სამართლებრივი დევნისგან ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა ან ძალადობის გამო;

f. დანერგონ კონფიდენციალური კონსულტაციის მექანიზმები ქალებისთვის, რომლებიც არიან სექსიზმის, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და არასათანადო ქცევის მსხვერპლნი;

g. შექმნან უსაფრთხოების განყოფილებები, რომლებიც იქნება გენდერულად სენსიტიური და ქალ პოლიტიკოსებს დაიცავს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თავდასხმებისგან (მათ შორის, სოციალურ მედიაში);

h. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ სექსისტური ენისა და სიძულვილის ენის მიმართ საარჩევნო პერიოდში; უთანასწორობათა გამოსავლენად, მონიტორინგი გაუწიონ კანდიდატთა ნომინირების პროცესს, რადგან ძალადობა, როგორც წესი, ძლიერდება ამ პერიოდში და უფრო მაღალ რისკებს უქმნის ქალ კანდიდატებს. ამასთან, კანდიდატთა წარდგენის პერიოდები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, უთანასწორობისა და ქალ კანდიდატებზე ზეწოლის გამოსავლენად;

i. ჩაატარონ პერიოდული გამოკითხვები და კვლევები პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, თავდასხმებზე პირად სივრცეში, რათა უკეთ გაიაზრონ ძალადობის ფენომენი და მონიტორინგი გაუწიონ მის განვითარებას, გასაჩივრებისა და სანქცირების მექანიზმები კი მოარგონ ზემოაღნიშნული გამოკითხვებისა და კვლევების შედეგებს;

j. ესწრაფონ, რომ გამჭვირვალე იყოს გენდერულ მიკერძოებაზე რეაგირება პოლიტიკურ პარტიებსა და ასამბლეებში, რათა უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება სექსისტური ქცევისათვის;

k. ითანამშრომლონ სამოქალაქო ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორთან, რათა გამოავლინონ პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზები, ებრძოლონ ძალადობას პოლიტიკოს ქალთა მიმართ და შეძლონ მისი პრევენცია;

l. რეგულარულად გამართონ საჯარო დებატები, რათა აამაღლონ ცნობიერება არჩეულ წარმომადგენლებსა და ადგილობრივი მმართველობის თანამშრომლებს შორის; განახორციელონ საგანმანათლებლო კვლევითი პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც მოქალაქეები წარმოაჩენენ  ქალ პოლიტიკოსთა სექსისტური აღწერების, ასევე, სექსისტური ენისა და თავდასხმების უარყოფით გავლენას დემოკრატიული უფლებების განხორციელებაზე;

m. ინიციატივების ორგანიზების პროცესში, ითანამშრომლონ ხელისუფლების სხვა დონეებთან, დაგეგმვის ეტაპიდან დაწყებული, შესრულებისა და შეფასების ფაზებამდე;

n. კონგრესის სახელმძღვანელო - „ადგილობრივ დონეზე სექსიზმთან ბრძოლა და მისი პრევენცია უკრაინაში“ - გაითვალისწინონ, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში სექსიზმთან ბრძოლის პრაქტიკული ინსტრუმენტი და მოახერხონ მისი ადაპტაცია კონკრეტულ კონტექსტში გამოსაყენებლად.

10. კონგრესმა სამდივნოს მიმართა თხოვნით, რომ განავრცოს ინსტრუმენტთა კრებულები, სახელმძღვანელო მითითებები და კამპანიები ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე, ადგილობრივ დონეზე არჩეულ და კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად. შედეგად, ისინი შეძლებენ, დაუპირისპირდნენ სექსიზმს, გენდერის ნიშნით მოტივირებულ დისკრიმინაციასა და ძალადობის სხვა ფორმებს, ასევე, სხვა პოლიტიკოსებისა თუ მედიის სექსისტურ ქცევას. ინსტრუმენტთა კრებულების, სახელმძღვანელო მითითებებისა და კამპანიების შემუშავება-გამოყენება, ზემოთ წარმოდგენილ ღონისძიებებთან ერთად, შექმნის სისტემურ მიდგომას, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ სექსიზმს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ.

რეკომენდაცია 449 (2020)[3]

1. ქალებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს პოლიტიკაში შესვლის კუთხით, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში მათი წარმომადგენლობა კვლავ დაბალია. ასეთ უწყებებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ძირითადად, ხელს უშლის სექსისტური აღქმები საზოგადოებაში ქალთა როლის შესახებ, სექსუალური შევიწროება და ძალადობა. ეს განმეორებითი გამოწვევები დაბრკოლებებს ქმნის ქალებისთვის, რომლებიც ესწრაფვიან პოლიტიკური მონაწილეობის უფლებით სარგებლობას.

2. ბოლო დროს კიდევ უფრო ხილული გახდა სექსისტური თავდასხმები ქალ პოლიტიკოსებზე (როგორც კანდიდატებზე, ისე არჩეულ წარმომადგენლებზე). ძალადობა პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ, გენდერით მოტივირებული შეურაცხყოფით დაწყებული და სექსუალური შევიწროებითა თუ რეპუტაციის შელახვით დამთავრებული, თითოეულ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ფენომენია. ის მკაფიოდ აისახა იმ ქალ პოლიტიკოსთა განცხადებებში, რომლებიც 2017 წელს შეუერთდნენ მოძრაობას #MeToo და შემაშფოთებელ სურათს ხატავენ პრობლემისა და მისი მასშტაბის შესახებ.

3. ასეთი ძალადობის გამო (რომელიც აფერხებს ქალთა უფლებას, სრულფასოვნად და თანასწორად მონაწილეობდნენ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე,  აზიანებს დემოკრატიის საფუძვლებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობას), უთანასწორობები და მიკერძოება ღრმად არის ფესვგადგმული პოლიტიკაში თანასწორი წარმომადგენლობის წინაპირობებში. მეტიც, ეს გავლენას ახდენს  პოლიტიკურ დისკუსიაზე საზოგადოებაში, დემოკრატიულ გადაწყვეტილებათა მიღებასა და ადამიანთა მზაობაზე, კანდიდატების სახით ჩაერთონ არჩევნებში. ქალები აცხადებენ, რომ ამ ტიპის ძალადობის გამო, ისინი ხშირად თვითცენზურის ქვეშ ექცევიან და გადიან პოლიტიკური არენიდან.

4. 2011 წელს ევროპის საბჭომ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (CETS No. 210), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც სტამბოლის კონვენცია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ცალსახად არ მიუთითებს ძალადობაზე პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ, მისი სამართლებრივი ჩარჩო საკმაოდ ფართოა და მოიცავს გენდერის ნიშნით მოტივირებულ ძალადობასაც. 2019 წლის მარტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია CM/Rec(2019)1 „სექსიზმთან ბრძოლისა და მისი პრევენციის შესახებ“, სადაც სექსიზმი განმარტებულია, როგორც „ნებისმიერი აქტი, ჟესტი, ვიზუალური გამოსახულება, ზეპირი ან წერილობითი განცხადება, პრაქტიკა ან ქცევა, რომელიც ეფუძნება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის არასრულფასოვნების იდეას სქესის ნიშნით და ვლინდება საჯარო ან კერძო სფეროში, ინტერნეტსივრცეში, ან მის გარეთ“, და ეს ფენომენი დაკავშირებულია ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობასთან. ამავდროულად, რეკომენდაციის თანახმად, „ყოველდღიური“ სექსიზმის შემთხვევები ძალადობის კონტინუუმის ნაწილია და ქმნის ზეწოლის, შიშის, დისკრიმინაციის, გარიყვისა და დაუცველობის ატმოსფეროს, რაც ზღუდავს შესაძლებლობებსა და თავისუფლებებს.

5. 2018 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) და პარლამენტთაშორისმა კავშირმა  ჩაატარეს ერთობლივი კვლევა  „სექსიზმი, შევიწროება და ძალადობა პარლამენტარ ქალთა მიმართ ევროპაში“. კვლევის მოულოდნელი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, PACE-მა მიიღო ანგარიში „სექსიზმისა და სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი პარლამენტების ხელშეწყობა“ (2019). ანგარიშის თანახმად, ფართომასშტაბიანი შედეგების მიუხედავად, პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ამ მხრივ, რეკომენდებულია ცნობიერების ამაღლება, ზომების გაძლიერება, ქცევის კოდექსების გადახედვა და პროგრესზე მონიტორინგი მონაცემთა რეგულარულად შეგროვებით.

6. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესმა (შემდგომში „კონგრესი“) რამდენიმე დოკუმენტი მოამზადა პოლიტიკაში ჩართულ ქალებსა და მათ მიმართ ძალადობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეზოლუცია 404, რეკომენდაცია 390(2016) ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ, რეზოლუცია 303 და რეკომენდაცია 288(2010) გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკაში.

7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და წვლილის შესატანად გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 („გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერება“) და მე-16 („მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“) მიზნების მიღწევაში, ამავდროულად, PACE-ის მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის გაცემულ რეკომენდაციაზე  დაყრდნობით („სექსიზმისა და სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი პარლამენტების ხელშეწყობა“), კონგრესი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს:

a. მხარი დაუჭირონ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს და უზრუნველყონ საჭირო რესურსებით, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის 2018-2023 წლების სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს ბუნებრივ პარტნიორებად მიიჩნევს, კონგრესს კი - მთავარ აქტორად ამ სტრატეგიის შესრულებასა და მისი მიზნების მიღწევაში; წაახალისონ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები ქალ კანდიდატთა და არჩეულ მოხელეთა გასაძლიერებლად, მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელთა ჩათვლით; ევროპის საბჭოს ინსტიტუციურ ჩარჩოში მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ კონგრესი, ასევე, მისი სახელმწიფოთაშორისი ორგანოები, სტრატეგიის ხელშეწყობის, განხორციელებისა და შეფასების კუთხით;

b. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს დაეხმარონ არჩეულ წარმომადგენელთა, საბჭოს თანამშრომელთა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაში - ისეთ საკითხებზე,  როგორიცაა ძალადობა პოლიტიკოს ქალთა მიმართ და მისი უარყოფითი გავლენა  დემოკრატიული უფლებების განხორციელებაზე;

c. შემოიღონ და გადასინჯონ ქცევის კოდექსები ეროვნულ ასამბლეებში, ხელისუფლების ორგანოებსა და ინსტიტუტებში, რათა ცალსახად აიკრძალოს სექსისტური ენა და სექსუალური შევიწროება; დანერგონ გასაჩივრებისა და სანქცირების ეფექტიანი მექანიზმები; ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს დაეხმარონ იმ ღონისძიებათა გატარებაში, რომლებიც უკავშირდება სექსისტურ ძალადობას პოლიტიკოს ქალთა მიმართ;

d. მხარი დაუჭირონ კვლევას, მოქმედებას, პოლიტიკის შემუშავებასა და პროექტების განხორციელებას ხელისუფლების ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე, რათა უკეთ გაიაზრონ ეს ფენომენი და მონიტორინგი გაუწიონ მის განვითარებას; გასაჩივრებისა და სანქცირების მექანიზმები მოარგონ ზემოაღნიშნულ გამოკითხვებსა და კვლევებს;

e. ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებსა და ასამბლეებს, რომ გამჭვირვალე იყოს მათი რეაგირება გენდერულ მიკერძოებაზე, რათა უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება სექსისტური ძალადობისა და ქცევისთვის;

f. ჩაატარონ პერიოდული გამოკითხვები და კვლევები და ხელისუფლების ყველა დონეზე შექმნან ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, თავდასხმებზე პირად სივრცეში;

g. განახორციელონ სათანადო ქმედებები, რათა ებრძოლონ სექსიზმს, წინასწარგანწყობებს სექსისტური გენდერული როლების შესახებ (არაფორმალური ნორმების, პრაქტიკისა და დამოკიდებულებების ჩათვლით), მოძალადეთა ხელშეუხებლობას, ასევე, ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ნორმალიზებას; შეიმუშაონ კონკრეტული ინსტრუმენტები და სახელმძღვანელო მითითებები პოლიტიკური პარტიების, კანდიდატებისა და არჩეული წარმომადგენლებისთვის.


განმარტებითი მემორანდუმი[4]

1. შესავალი

1. ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში იზრდება ყველა დონეზე, როგორც საერთაშორისო ორგანოებში, ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში. ადგილობრივი და რეგიონული მმართველობებისა და პარტიების წარმომადგენელთა გენდერული შემადგენლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცვლება. ეს ჩანს მუნიციპალურ საბჭოებში ქალთა წარმომადგენლობის წილიდანაც, რომელიც ევროპაში ბოლო 10 წლის განმავლობაში 23.4%-დან 29%-მდე გაიზარდა (2008-2018/19).[5]

2. ქალ კანდიდატთა და არჩეულ წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდა, ძირითადად, განპირობებულია საარჩევნო გენდერული კვოტების ფართოდ მიღებით.[6] 2016 წლისთვის ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა 76.7%-ს დაწესებული ჰქონდა გარკვეული ტიპის კვოტები ან პარიტეტული სისტემა. ასეთი მექანიზმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფრო მყარი ჩარჩოს შექმნაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა წარმომადგენლობას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში. თუმცა, დღეისათვის ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 5-ში შეადგენენ ქალები ადგილობრივი ასამბლეების წევრთა მესამედს ან მეტს.[7]

3. ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ძირითადი ბარიერია მათი როლის აღქმა ჩვენს საზოგადოებებში. ქალთა მიმართ სექსიზმი, შევიწროება და ძალადობა, რომელიც თავს იჩენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ პოლიტიკურ ცხოვრებაზე აისახება: კერძოდ, ქალები მწვავე დაბრკოლებებს აწყდებიან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უფლების განხორციელებისას, რომელიც გულისხმობს აზრის გამოთქმას საზოგადოების ორგანიზაციულ მოწყობასა და მის მართვაზე.

4. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა შეტყობინებები, რომლებიც შეეხება პოლიტიკოსებზე თავდასხმებს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ სექსისტურ ელემენტებს ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმებში. ქალ კანდიდატთა გენდერით მოტივირებულ შეურაცხყოფა, პოლიტიკაში ჩართულ ქალთა რეპუტაციის სექსისტური შელახვა და ქალ არჩეულ წარმომადგენელთა სექსუალური შევიწროება ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკის კარგად ნაცნობი თვისება გახდა. ეს ფენომენი უთანასწორობებს ქმნის ქალებისა და კაცების პოლიტიკური წარმომადგენლობის წინაპირობებში.

5. პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობა და გენდერული სხვაობები მათი მიზანში ამოღების კუთხით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან გავლენა აქვს  პოლიტიკურ დისკუსიაზე საზოგადოებაში, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებასა და ადამიანთა მზაობაზე, მონაწილეობდნენ არჩევნებში კანდიდატის სახით.

6. 2017 წელს ქალი პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანდნენ მოძრაობაში #MeToo და თავიანთი ისტორიები სოციალური მედიით გააზიარეს, რათა დაეგმოთ სექსისტური თავდასხმები და შევიწროება, რომელსაც განიცდიან. მათმა ჩვენებებმა გამოავლინა, რომ ამგვარი გამოცდილება აფერხებს ქალთა ძალისხმევას პოლიტიკურ არენაზე გასვლის კუთხით. პოლიტიკოს ქალთა მიმართ სექსისტური ძალადობა არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, ვინაიდან ხელს უშლის მათ სრულფასოვან და თანასწორ მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  შედეგად, იგი აზიანებს დემოკრატიის საფუძვლებს და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას.

7. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (CETS No. 210), ასევე ცნობილი, როგორც სტამბოლის კონვენცია (2011), ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის წამყვანი სავალდებულო სამართლებრივი ინსტრუმენტია ევროპაში. ის პირდაპირ არ ახსენებს  პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობას, თუმცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ექსპერტთა ჯგუფის პრეზიდენტმა მიუთითა კონვენციის რელევანტურ მუხლებზე, თავად ჯგუფმა კი დაასკვნა: „საერთაშორისო ნორმატიული ჩარჩოების ფარგლები საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ  პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა მოიცვას, როგორც გენდერის ნიშნით ძალადობა. თუმცა, შესაძლებელია მეტის გაკეთებაც და კონკრეტული დებულებების, ოქმების, სახელმძღვანელო მითითებების ან რეკომენდაციების გამოცემა, რომლებითაც იხელმძღვანელებენ სახელმწიფოები და მსხვერპლნი.“[8]

8. ევროპის საბჭომ დაამტკიცა გენდერული თანასწორობის სტრატეგია 2018-2023 წლებისთვის, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს ბუნებრივ პარტნიორებად აღიარებს, თავად კონგრესს კი - მთავარ აქტორად სტრატეგიის შესრულებასა და  მისი მიზნების მიღწევაში. 2019 წლის მარტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია CM/Rec(2019)1 „სექსიზმთან ბრძოლისა და მისი პრევენციის შესახებ“,[9] რომელშიც სექსიზმი განმარტებულია, როგორც: „ნებისმიერი აქტი, ჟესტი, ვიზუალური გამოსახულება, ზეპირი ან წერილობითი განცხადება, პრაქტიკა ან ქცევა, რომელიც ეფუძნება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის არასრულფასოვნების იდეას სქესის ნიშნით და ვლინდება საჯარო თუ კერძო სფეროში, ინტერნეტსივრცეში, ან მის გარეთ“. ამასთანავე, რეკომენდაციაში ეს ფენომენი დაკავშირებულია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან. დოკუმენტის თანახმად, „ყოველდღიური“ სექსიზმის შემთხვევები ძალადობის კონტინუუმის ნაწილია და ქმნის ზეწოლის, შიშის, დისკრიმინაციის, გარიყვისა და დაუცველობის ატმოსფეროს, რაც ზღუდავს შესაძლებლობებსა და თავისუფლებებს.

9. 2018 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) და პარლამენტთაშორისმა კავშირმა ერთობლივად ჩაატარეს კვლევა „სექსიზმი, შევიწროება და ძალადობა პარლამენტარ ქალთა მიმართ ევროპაში“. კვლევის მოულოდნელი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, PACE-მა მიიღო ანგარიში „სექსიზმისგან და სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი პარლამენტების ხელშეწყობა“ (2019). დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად ფართომასშტაბიანი შედეგებისა, პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ამ მხრივ, რეკომენდებულია ცნობიერების ამაღლება, ზომების გაძლიერება, ქცევის კოდექსების გადახედვა და პროგრესზე მონიტორინგი მონაცემთა რეგულარულად შეგროვებით.

10. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესმა (შემდგომში, „კონგრესი“) რამდენიმე დოკუმენტი მოამზადა პოლიტიკაში ჩართულ ქალებსა და მათ მიმართ ძალადობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეზოლუცია 404, რეკომენდაცია 390(2016) ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ, რეზოლუცია 303 და რეკომენდაცია 288(2010) გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკაში.

11. 2020 წელს პროექტის - „ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის განმტკიცება და ნდობის ჩამოყალიბება უკრაინაში“ - ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო „ადგილობრივ დონეზე სექსიზმთან ბრძოლა და მისი პრევენცია უკრაინაში“.[10] სახელმძღვანელოს მიზანია გადაწყვეტილების მიმღებ ადგილობრივ მოხელეთა აღჭურვა სათანადო ცოდნით, რათა შეძლონ სექსიზმზე რეაგირება თავიანთ დაწესებულებაში. ეს გაზრდის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და მათ წარმომადგენლობას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. სახელმძღვანელო მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს და განკუთვნილია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და მათი ასოციაციებისთვის, ასევე, სექსისტური ძალადობისა და გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის სამიზნეთათვის, როგორებიც არიან ქალი კანდიდატები და ადგილობრივი მოხელეები. სახელმძღვანელო ეფექტიანი ინსტრუმენტი იქნება უკრაინაში 2020 წლის არჩევნების კონტექსტში. შესაძლებელია მისი მორგება სხვა ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებზეც.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ანგარიში ყურადღებას გაამახვილებს სექსისტურ ძალადობაზე პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ, ასევე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რას აკეთებენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები, რომ დაძლიონ ძალადობის უარყოფითი გავლენა დემოკრატიულ წარმომადგენლობაზე ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში. ადგილობრივ დონეზე ამ საკითხის შესახებ ინფორმირებულობა და მოქმედება აუცილებელი პირობაა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისათვის, რადგან არაერთი ქალი პოლიტიკურ კარიერას სწორედ ამ დონიდან იწყებს. ამასთან, ანგარიში იმ წვლილის ნაწილია, რომელიც კონგრესმა შეიტანა გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში, კერძოდ,  მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მიღწევაში („გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერება“), ასევე, ევროპის საბჭოს 2018-2023 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შესრულებაში.

1.1 კონცეფციები და განმარტებები

13. გადაწყვეტილების მიმღები პირები და აკადემიური წრეები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ გენდერის გავლენას პოლიტიკურ აქტორთა მიმართ ძალადობაზე. სხვადასხვა აქტორი სხვადასხვა კონცეფციასა და განმარტებას იყენებს. მაგალითად, მკვლევრები და პრაქტიკოსები იყენებენ არჩევნებში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის კონცეფციას (VAWIE), ან პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის კონცეფციას (VAWIP), რათა ყურადღება გაამახვილონ ქალთა გამოცდილებაზე პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ძალადობის კუთხით.

14. კვლევები, რომლებიც ამ პერსპექტივით ჩატარდა, ხაზს უსვამს, თუ როგორ იყენებენ მოძალადეები გენდერით მოტივირებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს, რათა დაამცირონ ქალი პოლიტიკოსები, მოაწყონ გენდერული იდეოლოგიებით მოტივირებული თავდასხმები და შეაფერხონ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. ამ მიზნით, ისინი აღვივებენ მოსაზრებას, რომ პოლიტიკა კაცების სფეროა, სადაც ქალების ადგილი არ არის.[11] კვლევები, რომლებიც შეისწავლის პოლიტიკურ ძალადობას გენდერულ ჭრილში, ქალთა გამოცდილებას ძალადობის კუთხით ადარებს კაცებისას, რათა ნათელი მოჰფინოს გენდერულ განსხვავებებსა და მსგავსებებს პოლიტიკურ ან არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობაში.[12] ორივე ტიპის კვლევა ყურადღებას ამახვილებს, თუ რამდენად განსაზღვრავს გენდერი ძალადობის ფორმებს, პრევალენტობასა და გავლენას.

15. ევროპის საბჭოს რეკომენდაცია სექსიზმთან ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (2019), რომელზეც მიუთითებს ამ დოკუმენტის მე-8 პუნქტი, სექსიზმს განმარტავს, როგორც:

„ნებისმიერი აქტი, ჟესტი, ვიზუალური გამოსახულება, ზეპირი ან წერილობითი განცხადება, პრაქტიკა ან ქცევა, რომელიც ეფუძნება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის არასრულფასოვნების იდეას სქესის ნიშნით და ვლინდება საჯარო თუ კერძო სფეროში, ინტერნეტსივრცეში, ან მის გარეთ. მისი მიზანი ან შედეგია: ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის თანდაყოლილი ღირსებისა და უფლებების შელახვა; ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან სოციალურ-ეკონომიკური ზიანი ან ტანჯვა; დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა; ბარიერის შექმნა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ავტონომიისა და უფლებათა სრულად რეალიზებისთვის; და გენდერული სტერეოტიპების შენარჩუნება-განმტკიცება.“

16. რეკომენდაციის თანახმად, სექსიზმი უკავშირდება ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობას, „ყოველდღიური“ სექსიზმის შემთხვევები კი ძალადობის კონტინუუმის ნაწილია და ქმნის ზეწოლის, შიშის, დისკრიმინაციის, გარიყვისა და დაუცველობის ატმოსფეროს, რაც ზღუდავს შესაძლებლობებსა და თავისუფლებებს.

1.2 საერთაშორისო ჩარჩო და აქტორები

1.2.1. გაეროს ჩარჩო

17. რეზოლუციაში ქალებისა და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ გენერალურმა ასამბლეამ ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა მოქმედებისკენ, რათა უზრუნველყონ ქალთა თანასწორი მონაწილეობა, მათ შორის, იმ ბრალდებათა გამოძიებით, რომლებიც შეეხება ძალადობას ქალი არჩეული მოხელეების ან კანდიდატების მიმართ.[13] გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშში ქალებისა და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ აღნიშნულია: „იმ ბრალდებათა ამომწურავი გამოძიება, რომლებიც შეეხება ძალადობას, თავდასხმას ან შევიწროებას ქალ მოხელეთა ან პოლიტიკური თანამდებობის კანდიდატთა მიმართ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემწყობი გარემოს შექმნაში“.[14] ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ ფორმის ძალადობის აღიარება ცოტა ხნის წინათ დაიწყო. შესაბამისად, „მსგავს ინციდენტებზე სისტემატურ შეტყობინებას მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო აწვდის.“

18. გაეროს ანგარიში სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს მოუწოდებს მოქმედებისკენ, რათა აღკვეთონ და აირიდონ გენდერის ნიშნით მოტივირებული ძალადობა პოლიტიკასა და არჩევნებში ჩართულ ქალთა მიმართ. რეკომენდაციები მოიცავს შემდეგ საკითხებსაც: მონაცემთა შეგროვება პრობლემის შესახებ; სახელმწიფოს შესაძლებლობათა განვითარება პარლამენტში ქალთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; და გენდერის ნიშნით მოტივირებული პოლიტიკური ძალადობის შეტყობინების მექანიზმთა განმტკიცება.

19. 2017 წელს გაეროს ქალთა თანასწორობისა და გაძლიერების ორგანიზაციამ (UNWomen) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნეს პროგრამული სახელმძღვანელო, რომელიც შეეხება არჩევნებში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის (WAVE) პრევენციას.[15] ანგარიშში განსაზღვრულია ქმედებები WAVE-ის დეტალური აღწერისა და შეფასების კუთხით: კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხერხდეს WAVE-ის ინტეგრაცია არჩევნებზე მონიტორინგსა და სამართლებრივ თუ პოლიტიკურ რეფორმებში, ასევე, როგორ უნდა ითანამშრომლონ მხარეებმა ამგვარი ძალადობის პრევენციისათვის.

1.2.2. ქალთა მიმართ პოლიტიკურ ძალადობასთან მებრძოლი სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო აქტორების ქმედებები

20. ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭომ (CEMR) მოამზადა ევროპის ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანასწორობის შესახებ.[16] იგი ევროპის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებსა და ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს, აიღონ ქალებისა და კაცების თანასწორობის პრინციპის დაცვის ვალდებულება და შეასრულონ ქარტიით გათვალისწინებული მოვალეობები (თავიანთი ტერიტორიის ფარგლებში). სხვა საკითხებთან ერთად, ქარტია ადგენს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა, როგორც დამსაქმებელთა პასუხისმგებლობას, დაიცვან გენდერული თანასწორობა სამუშაო პირობებში, ებრძოლონ სექსუალურ შევიწროებასა და გენდერის ნიშნით ძალადობას და დაიცვან ქალებისა და კაცების უსაფრთხოება თავიანთი ტერიტორიების ფარგლებში.

21. აზიურმა ორგანიზაციამ SAP International ადრეულად დაიწყო ინციდენტთა დოკუმენტირება და ცნობიერების ამაღლება ქალებზე პოლიტიკური თავდასხმების შესახებ.[17] ამ ორგანიზაციის მსგავსად, ბოლივიის ადგილობრივი საბჭოს წევრ ქალთა ასოციაციამ (Acobol) დოკუმენტურად აღრიცხა არჩეულ ქალთა მიმართ პოლიტიკური ძალადობისა და შევიწროების 4,000-მდე შემთხვევა, რომლებიც მოხდა 2000-იანი წლების დასაწყისში.[18] მათი ძალისხმევა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ბოლივია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კრიმინალიზებულია პოლიტიკური შევიწროება და ძალადობა კონკრეტულად ქალთა მიმართ.[19]

22. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) 2011 წელს მოამზადა პირველი ანგარიში, რომელიც ასახავდა ქალებისა და კაცების მიმართ საარჩევნო ძალადობის შემთხვევებს 6 ქვეყანაში.[20] IFES-ის „არჩევნებში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის ჩარჩო“ მოიცავს WAVIE-ზე დაკვირვებისა და რეაგირების მეთოდებს საარჩევნო ციკლის ყველა ფაზაში.[21]

23. მომზადდა ტრენინგების სერია, სახელწოდებით „ადამიანები არჩევნებში ძალადობის წინააღმდეგ“ (PAVE). მისი მიზანია მონაწილეთა დახმარება, რათა: დაადგინონ საარჩევნო ძალადობის გამომწვევი მიზეზები; განივითარონ უნარები, რომ წაახალისონ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დიალოგი და თანამშრომლობა არაპარტიულ პროექტებზე და, სადაც შესაძლებელია, განმუხტონ დაძაბულობა; ხელი შეუწყონ სოციალურ ჰარმონიასა და არაძალადობრივ პოლიტიკურ კულტურას; გახდნენ „მშვიდობის ელჩები“, რომელთა მიზანია საარჩევნო ძალადობის პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა და/ან შემცირება.

24. ამ ტრენინგების საფუძველზე შექმნილი პროგრამა PAVE Youth განკუთვნილია ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის, სამოქალაქო/ამომრჩეველთა განმანათლებლებისა და მშვიდობის ელჩებისთვის. ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო Bookmarks, რომელიც შეეხება სიძულვილის ენასთან ბრძოლას ადამიანის უფლებებზე განათლებით. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს მოძრაობას „არა სიძულვილის ენას“, 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აქტივობებით (თუმცა, შესაძლებელია მათი მორგება სხვა ასაკობრივ ჯგუფზეც).[22]

25. ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), რომლის სათავო ოფისიც აშშ-ში მდებარეობს, რამდენიმე კვლევა ჩაატარა პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობაზე და გამოაქვეყნა ინსტრუმენტთა კრებული „ხმები ძალადობის გარეშე“. მისი მეშვეობით, მოქალაქეთა დამკვირვებელი ჯგუფები უზრუნველყოფილნი არიან გენდერულად მგრძნობიარე შეფასების ინსტრუმენტებით, ასევე, ტრენინგებით, თუ როგორ უნდა გამოავლინონ და აღრიცხონ ძალადობის ინციდენტები არჩევნებში ჩართულ ქალთა მიმართ.[23] რამდენიმე ქვეყანაში უკვე განხორციელდა ინსტრუმენტთა კრებულის საპილოტე პროგრამა.

2. ადგილზე არსებული მდგომარეობა: მონაცემები სექსისტურ ძალადობაზე

26. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე სისტემური კვლევა ჩატარდა პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობის გენდერულ ასპექტებზე. ცოტა რამ არის ცნობილი იმაზე, თუ რამდენად ხშირია პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობა ან შევიწროება და ხომ არ ესხმიან თავს პოლიტიკოსთა ზოგიერთ ჯგუფს უფრო მეტად, ვიდრე სხვებს. ამასთან, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შედარებას. თუმცა, ნათელია, რომ შეტყობინებები პოლიტიკოსებსა და, განსაკუთრებით, ქალ პოლიტიკოსებზე განხორციელებული გენდერული თავდასხმების შესახებ ევროპისა და მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდის.

2.1 პოლიტიკოსთა მიმართ სექსისტური ძალადობის პრევალენტობა

27. არსებული გარკვეული სტატისტიკური მონაცემები და ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, წარმოვადგინოთ დღევანდელი სიტუაციის ამსახველი სურათი. სახელმწიფოთაშორისმა კვლევამ გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში გამოავლინა, რომ პარლამენტართა 80-95%-ს თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში განუცდია გარკვეული ფორმის ძალადობა მოქალაქეთა მხრიდან.[24] ჰერიკმა და სხვებმა (Herrick et al) მსგავსი მაჩვენებლები შეისწავლეს აშშ-ის მერების შემთხვევაში და ყველაზე მაღალი ციფრი დაფიქსირდა ქალ მერებთან მიმართებით.[25] ნორვეგიაში ჩატარებულ კვლევას არ გამოუვლენია გენდერული განსხვავება პოლიტიკოსთა მიერ ძალადობის განცდისას, თუმცა, კვლევის თანახმად, ქალი პოლიტიკოსები სექსუალური შევიწროების შედარებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.[26]

28. საფრანგეთის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა 2019 წელს დაიწყო საკონსულტაციო გამოკითხვა მერების მიმართ ძალადობაზე, რომლის მიზანი გახლდათ მათი უფლებამოსილების გამყარება და დაცვის გაუმჯობესება.[27] გამოკითხული 3812 არჩეული წარმომადგენლიდან 92%-მა განაცხადა, რომ  განუცდია გარკვეული სახის ძალადობა - არაცივილური ქმედებით დაწყებული და აგრესიით დამთავრებული. კვლევის 3135-მა მონაწილემ მიუთითა არათავაზიანი ქცევა, 1775-მა - შეურაცხყოფა, 1826-მა - მუქარა და 543-მა - აგრესია, 308-ს კი არ განუცხადებია მსგავს შემთხვევაზე. კვლევის მონაწილეთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ პოლიციისათვის არ მიუმართავთ. იმ რესპონდენტთა შორის, რომლებმაც მიმართეს პოლიციას, 40%-მა განაცხადა, რომ საჩივარს არ მოჰყოლია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

29. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 21.4% ქალები არიან, სამწუხაროდ, კვლევის მიზანი არ იყო გენდერულად დეტალიზებული მონაცემების წარმოდგენა. კვლევაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ქალები და კაცები თანაბრად განიცდიდნენ შეურაცხყოფას. ქალებთან დაკავშირებული 1439 საქმიდან გარკვეული ნაწილი შეეხებოდა სექსისტურ ქცევას და შედარებით ნაკლები რაოდენობით  (84) იყო ფიზიკური თავდასხმა.

30. გაერთიანებული სამეფოს საჯარო ორგანომ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა (WFD), ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, კვლევის მონაწილე ქალ პოლიტიკოსთა უმრავლესობა  ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა ძალადობას პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ.[28] ისინი გენდერულ ძალადობას აღიქვამდნენ ფენომენად, რომლებსაც ქალი პოლიტიკოსები უნდა მოერგონ და გაუმკლავდნენ, და ეს, ნაწილობრივ, გამოწვეულია  მათი სექსისტური აღწერით მედიაში. WFD-ის მიერ უკრაინაში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ქალ პოლიტიკოსთა და აქტივისტთა 62%-ს განუცდია დამცირება სოციალური ქსელისა და მასმედიის საშუალებით, 59% ფსიქოლოგიური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფების მსხვერპლია, ხოლო 47% -  სექსუალური შევიწროების.[29]

31. ზოგადად, იმის გამო, რომ არ არსებობს დროის სხვადასხვა პერიოდში მოპოვებული მონაცემები, შეუძლებელია შეფასება, რამდენად გაიზარდა ან შემცირდა პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობა, შევიწროება და ზეწოლა დროთა განმავლობაში. ამავდროულად, დადგინდა, რომ მზარდია კანდიდატთა და არჩეულ მოხელეთა მიმართ მუქარები და შევიწროება სოციალურ მედიაში.[30]

32. მსგავსად, მონაცემთა ნაკლებობის გამო, რთულია სხვადასხვა ქვეყნაში არსებული მდგომარეობის შედარება. ის რამდენიმე კვლევა კანდიდატთა და არჩეულ მოხელეთა მიმართ ძალადობაზე სხვადასხვა განმარტებას იყენებს, რაც ზღუდავს შედარების შესაძლებლობას. სტანდარტული ინდიკატორების ნაკლებობა პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობისა და საარჩევნო ძალადობის შესაფასებლად,  თავის გამოსვლაში ასევე ხაზგასმით აღნიშნა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის საკითხებზე.[31]

2.2 მომატებული რისკები საარჩევნო პერიოდებში

33. როგორც პოლიტიკური ძალადობით გამორჩეულ[32], ისე მშვიდობიან კონტექსტებში (მაგ: იტალია[33] და შვედეთი[34]), ძალადობა, ჩვეულებრივ, აქტიურდება არჩევნების პერიოდში. საარჩევნო ძალადობის კვლევა მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ფენომენი განსაკუთრებულად მწვავდება არჩევნებამდე, რათა გავლენა იქონიოს მის შედეგზე[35], ან არჩევნების დასრულებისთანავე - კერძოდ, მათი მხრიდან, ვინც არ ეთანხმება შედეგებს [36] და სურს გავლენის მოხდენა ახალარჩეული ადმინისტრაციის საქმიანობაზე.[37]

34. გენდერულ პერსპექტივაზე დაყრდნობით, მკვლევრები ასევე მიუთითებენ, რომ შერჩევის პერიოდში დაკვირვება მნიშვნელოვანია ქალ კანდიდატთა მიმართ ზეწოლისა და უთანასწორობის გამოსავლენად, რაც, როგორც წესი, არ არის გათვალისწინებული საარჩევნო ძალადობის კვლევებში.[38] ქალი კანდიდატები ხშირად კაც კანდიდატებს უპირისპირდებიან და შეიძლება გენდერულ შევიწროებას განიცდიდნენ იმის გამო, რომ ესწრაფვიან თავიანთი კანდიდატურის განთავსებას საარჩევნო ბიულეტენზე.

35. ქალ პოლიტიკოსთა მიმართ საჯარო ფიზიკური ძალადობის მაგალითია საბერძნეთში მომხდარი შემთხვევა: 2012 წლის არჩევნებამდე 10 დღით ადრე, სატელევიზიო დებატებისას, ილიას კასიდიარის პარტია „ოქროსფერი დაისის“ მაღალი რანგის წევრი თავს დაესხა პარლამენტის წევრ ორ ქალს, რომლებიც სატელევიზიო დისკუსიაში მონაწილეობდნენ.[39]

2.3. თავდასხმის გენდერული ფორმები

36. ხშირი სექსუალიზებული და გენდერული ფორმის თავდასხმები პოლიტიკოს ქალებზე, როგორც თავდასხმების სამიზნეებს, ისე მოწმეებს მიანიშნებს, რომ პოლიტიკაში ქალების ადგილი არ არის.

37. ქალს წარმოაჩენენ დედისა და ცოლის ტრადიციულ როლში და ყურადღება მახვილდება მის სხეულზე, რათა ზიანი მიადგეს ქალის, როგორც კომპეტენტური პოლიტიკოსის როლს.[40] ბარსელონას ამჟამინდელ მერს, ადა კოლაუს, ადგილობრივი საბჭოს წევრმა კაცმა უტვინო უწოდა და უთხრა, რომ იგი იატაკს უნდა წმენდდეს.[41] კლუბმა Eiswette („ყინულის ფსონი“) პრესტიჟულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე არ დაპატიჟა ბრემენის მერი, კაროლინ ლინერტი, იმის გამო, რომ იგი ქალია.[42] ასეთი ქმედებები შეურაცხყოფს ქალ პოლიტიკოსებს და ხელს უწყობს უარყოფითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას პოლიტიკაში ჩართული ქალების, როგორც ჯგუფის მიმართ.[43]

38. მკვლევრებმა, რომლებიც ერთმანეთს ადარებენ პოლიტიკური და საარჩევნო ძალადობის ფორმებს  ქალებისა და კაცების მიმართ, დაადგინეს, რომ  კაცი სამიზნეების შემთხვევაში უფრო ხშირად გამოიყენება ფიზიკური ძალა (მაგ: საკუთრების განადგურება ან სხეულის დაზიანება), ხოლო ქალების შემთხვევაში -ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.[44]

39. პოლიტიკაში ჩართული ქალები ხშირად ხდებიან სექსისტური თავდასხმების სამიზნეები. მათ შორისაა კომენტარები გარეგნობასა და პირად ცხოვრებაზე, ფიზიკური სექსუალური ძალადობა და ასეთი ძალადობის მუდმივი მუქარა. რამდენიმე ევროპარლამენტარს გაუგზავნეს პორნოგრაფიული გამოსახულებები, კომენტარებით, რომ ისინი ამ როლს შეეფერებიან.[45] გერმანიაში „ბავარიელი მწვანეების“ რეგიონული ლიდერი, კატარინა შულცე აღნიშნავს, იმ შეტყობინებათა 20%, რომლებსაც ყოველდღიურად იღებს, შეურაცხმყოფელია.[46]

40. 2016 წელს ესპანეთში გაზეთმა ABC-მ, რომელიც, ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან ფინანსდება, გამოაქვეყნა სტატია, სადაც კაცი ჟურნალისტი არაერთ დამამცირებელ გამონათქვამს იყენებდა და შეურაცხყოფდა მემარცხენე-ნაციონალისტ ქალ პოლიტიკოსებს ბასკეთიდან და კატალონიიდან. იგი მათ უწოდებდა „მახინჯებს, უმახინჯეებსა“ და „ვირთხისბეწვიანებს“ და აცხადებდა: „მათ არ უნდათ ესპანეთიდან გასვლა და სურთ, ჩვენ  გავყაროთ იმის გამო, რომ საშინლები და შეუხედავები არიან.“

41. ქალ პოლიტიკოსთა გასაჩუმებლად ჩადენილი ფიზიკური სექსუალური ძალადობის მაგალითია თავდასხმა ერევნის საკრებულოს ორ წევრზე საკრებულოს შენობაში. ქალები  წყალარინების სისტემიდან გაჟონვაზე საუბრობდნენ, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი კაცები გარს შემოეხვივნენ და, საკრებულოში მყოფი აუდიტორიის თანდასწრებით, პირდაპირი ტრანსლაციისას დაიწყეს  სექსუალური ძალადობა ქალებზე.[47] ძალადობის ეს ფორმა გამოიყენება კაც პოლიტიკოსთა მიმართაც[48], თუმცა, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად ქალები არიან მისი სამიზნეები.[49]

42. ჭორები და კომენტარები ქალ პოლიტიკოსთა შესახებ ხშირად მოტივირებულია გენდერის ნიშნით და მიზნად ისახავს ქალების, როგორც ჯგუფის დამცირებას. მაგალითად, ხორვატიაში ინტერნეტსივრცეში განთავსდა, სავარაუდოდ, ქალ პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები[50], არაერთ ქვეყანაში კი გავრცელებულა ჭორები, რომ ქალი პოლიტიკოსები სექსუალურად ამორალური ადამიანები არიან.[51] ჭორები ოჯახური პრობლემების, ღალატის, ან ბავშვის ცუდად აღზრდის შესახებ უფრო წონიანია, როდესაც ისინი ქალებს ეხება, ვინაიდან ჭორებიც  განსხვავებულ მორალურ სტანდარტებს აწესებს ქალებისა და კაცებისთვის.[52]

2.4. სექსუალური შევიწროება პოლიტიკოსთა მიმართ

43. გენდერის ნიშნით მოტივირებული თავდასხმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მიემართება პოლიტიკოსებს და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, არის სექსუალური შევიწროება. 2017 წელს, მოძრაობა #MeToo-ს ფარგლებში, არაერთმა ქალმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე სექსუალურ შევიწროების კუთხით. რამდენიმე ქვეყანაში ქალმა პოლიტიკოსებმა შექმნეს ჰეშთეგები, რომელთა მეშვეობითაც  თავიანთ ისტორიებს აზიარებდნენ და ცდილობდნენ, ცნობიერება აემაღლებინათ პოლიტიკურ კონტექსტში არსებულ ძალადობაზე.

44. სექსუალური შევიწროების მიზანია ქალის, როგორც კომპეტენტური პოლიტიკოსის როლის დაკნინება და მისი წარმოჩენა სექსუალურ ობიექტად. იგი ყურადღებას ამახვილებს ძალთა უთანასწორო თანაფარდობაზე ქალებსა და კაცებს შორის და ზღუდავს ქალის ეფექტიან მონაწილეობას საზოგადოებასა და პოლიტიკაში. საფრანგეთში, მარსელის მუნიციპალურ საბჭოში გამართული შეხვედრისას, სენატორმა სტეფან რავიერმა შეურაცხყოფა მიაყენა ლიდია ფრენცელს, ადგილობრივ დონეზე არჩეულ წარმომადგენელს. კერძოდ, მან ქალს შესთავაზა შეხვედრა „იმავე სასტუმროში, იმავე დღეს და იმავე დროს“, რითაც ხაზი გაუსვა, რომ იგი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, რომელთანაც სექსუალური ურთიერთობები აქვს. შედეგად, ქალმა მის წინააღმდეგ საჩივარი აღძრა „საჯაროდ სექსისტური შეურაცხყოფის“ გამო.[53]

45. თუ დავეყრდნობით კვლევას სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესახებ, ასეთი შემთხვევები ხშირია პოლიტიკურ დაწესებულებებში. აკადემიური კვლევის მიმოხილვაში ფიცჯერალდმა და კორტინამ (Fitzgerald and Cortina) დაასკვნეს, რომ სექსუალური შევიწროების ყველაზე მწვავე პრობლემები თავს იჩენს იმ ორგანიზაციებში, სადაც გენდერული თანაფარდობა ასიმეტრიულია (ე.ი., თანამშრომელთა უმრავლესობა კაცია), როლები და ფუნქციები კი - ისტორიულად მასკულინური, ან სადაც ტოლერანტულნი არიან შეურაცხმყოფელი ქცევის მიმართ.[54] ეს მიგნება კიდევ ერთი არგუმენტია ქალთა გენდერული კვოტების შემოსაღებად, რადგან ისინი არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი საკრებულოებში, მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებში.

46. ამასთან, ფაქტი, რომ ურთიერთობები პოლიტიკაში ერთგვარი ვალუტაა, ქმნის კონტექსტს სექსუალური შევიწროების გასავრცელებლად.[55]  საკანონმდებლო ორგანოების ან პარტიების ლიდერებს შეიძლება გარკვეული მოტივაცია ჰქონდეთ მსგავს ბრალდებათა უგულებელყოფისთვის, ან ბრალდების ავტორებზე შურის საძიებლად, რათა დაიცვან პოლიტიკური მოკავშირეები და შეინარჩუნონ ორგანიზაციული რეპუტაცია.[56]

47. სექსუალურ შევიწროებაში, როგორც წესი, იგულისხმება: გენდერული შევიწროება (მაგ: დამამცირებელი დამოკიდებულებები, „შეურაცხმყოფელი“ ხუმრობები და დამაკნინებელი მიმართვები ქალების მიმართ, ქალის ორგანოების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენებით); არასასურველი სექსუალური ყურადღება (მათ შორის, სექსუალური კომენტარები და ქათინაურები, არასასურველი შეხება სხეულზე); და სექსუალური იძულება (არასასურველი სექსუალური ყურადღება, ქრთამის შეთავაზებასა და/ან მუქარასთან ერთად).[57]

48. პოლიტიკის სფეროში სექსუალური შევიწროების თითოეული ფორმის მაგალითები უხვად გვხვდება. ევროკავშირის პარლამენტარი იხსენებს ერთ-ერთი მინისტრის სიტყვებს, რომლებიც დებატების დროს უთხრა: „თქვენ იმდენად ლამაზი ხართ, რომ ვერ გისმენთ“.[58] პარლამენტარის ასეთი სექსუალიზებით, მინისტრმა დააკნინა მისი, როგორც წამყვანი პოლიტიკოსის როლი. ქალები საუბრობენ კოლეგების მხრიდან სექსუალური შანტაჟის შემთხვევებზეც, ასევე, იმაზე, რომ მუდმივად უწევთ გამკლავება არასასურველ სექსუალურ ჟესტებსა და უხამს კომენტარებთან.[59]

49. ბოსნიელი ქალი პოლიტიკოსი იხსენებს, რომ მისმა კოლეგა პოლიტიკოსებმა მუნიციპალური საბჭოდან გადაწყვიტეს, სახელის ნაცვლად „სიყვარულოთი“ მიემართათ და მუდმივად ავიწროებდნენ სექსუალურად. „ისინი მზერით ამოწმებდნენ ჩემი კაბის სიგრძეს, კომენტარებს აკეთებდნენ ჩემს ტანსაცმელზე და იძლეოდნენ სხვა ‘მაჩოურ’ შენიშვნებს. ყველაზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა არჩევნების მეორე დღეს, როდესაც კაფესთან, ბაღში მჯდომმა პოლიტიკოსთა ჯგუფმა გვერდით ჩავლისას „კახპა“ დამიძახა.“[60]

50. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კვლევაში, რომელიც შეეხება ადგილობრივ პოლიტიკოსთა მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას შვედეთში, 8,000 ადგილობრივი პოლიტიკოსის სტატისტიკურ მონაცემთა სამეტაპიან ანალიზზე დაყრდნობით, ჰაკანსონმა (Håkansson) [61] დაასკვნა, რომ შვედეთში, როგორც ქალი, ისე კაცი პოლიტიკოსები ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიან. ეს ეხება საარჩევნო წლებსაც და არჩევნებს შორის პერიოდსაც. 2016 წელს ქალ და კაც პოლიტიკოსებს ყველაზე ხშირად თავს ესხმოდნენ სოციალური მედიის საშუალებით. ამას მოსდევს სიტყვიერი მუქარები პირისპირ, მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები და სატელეფონო ზარები.

51. ჰაკანსონის კვლევის თანახმად, სამიზნეები, უფრო მეტად, ქალები არიან, განსაკუთრებით, პოლიტიკური იერარქიის თავში მყოფი მოხელეები. ქალ მერებს შორის წელიწადში, საშუალოდ, 69% განიცდის გარკვეული სახის პოლიტიკურ ძალადობას, ხოლო კაცი მერების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 56%-ის ტოლია.

52. საარჩევნო პერიოდში, ჩვეულებრივ, იზრდება პოლიტიკური ძალადობა, როგორც მშვიდობიან, ისე ძალადობრივ კონტექსტში, და როგორც კონსოლიდირებული დემოკრატიის, ისე გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში. ეს ეხება შვედეთსაც: შესწავლილი პერიოდიდან, პოლიტიკოსთა მიმართ თავდასხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნა 2014 (საარჩევნო) წელს. იმ პოლიტიკოსთა წილი, რომელთაც ერთხელ მაინც დაესხნენ თავს ამ წელს, 27% იყო. მერებს შორის ეს მაჩვენებელი 65%-ს უდრიდა, მაშინ, როცა არასაარჩევნო წლებში, საშუალოდ, 58%-ს შეადგენს.

53. გარკვეული განსხვავებები აღინიშნა ქალებისა და კაცების მიმართ ძალადობის ფორმებთან მიმართებით: კაცებს, როგორც წესი, ქონების განადგურება ემუქრებათ, ქალებს კი - სხვადასხვა სახის საფრთხე. ეს შეესაბამება სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების შედეგებს, სადაც ასევე დადგინდა, რომ ფიზიკური ძალა, როგორც წესი, გამოიყენება კაცების და/ან მათი საკუთრების მიმართ, ხოლო ფსიქოლოგიურ ძალადობას ყველაზე ხშირად ქალებთან მიმართავენ. რაც შეეხება პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობის, კვლევის თანახმად, პოლიტიკაში ჩართულ ქალებს უფრო მეტად ემუქრებათ ეს საფრთხე, ვიდრე მათ კოლეგა კაცებს. სამიზნე ჯგუფებში ქალების წილი უფრო მაღალია, ვიდრე კაცების, განსაკუთრებით, მერებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების შემთხვევაში. ამასთან, ქალების მიმართ ძალადობა უფრო ხშირია, ვიდრე კაცების მიმართ.

2.5 სოციალური მედია, როგორც შევიწროებისა და შეურაცხყოფის არენა

54. სოციალური მედიის პლატფორმები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის თანასწორობას დემოკრატიის დისკურსში. ონლაინსივრცეში სექსისტური შეურაცხყოფის შემთხვევები მსოფლიოს ყველა კუთხეში და ხელისუფლების ყველა დონეზე აღინიშნება. შოტლანდიის პრემიერმინისტრის, ნიკოლა სტარჯონის თქმით, სავარაუდოდ, პოლიტიკაში ჩართული ყველა ქალის სახელით საუბრობს, როცა ამბობს, რომ ქალებს გამკლავება უხდებათ სექსუალური ძალადობის შემცველ კომენტარებთან სოციალურ მედიაში.[62] ნორვეგიის პრემიერმინისტრმა ისაუბრა მისი, როგორც ქალი პოლიტიკოსის შეურაცხყოფაზე ონლაინსივრცეში.[63]

55. უორდმა და მაკლაჰლინმა (Ward and Maclaughlin) შეისწავლეს 70,000 შეტყობინება, რომლებიც პარლამენტის წევრებს „ტვიტერით“ გაეგზავნათ გაერთიანებულ სამეფოში, და დაადგინეს, რომ კაცი პარლამენტარები უფრო ხშირად შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს იღებენ, ქალ პარლამენტართა შემთხვევაში კი მაღალია სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები[64] (კერძოდ, მათი 86% მიემართებოდა ქალებს). ავტორთა დასკვნით, მართალია, ქალი პარლამენტარები, კაცებთან შედარებით, ნაკლებ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას იღებენ, თუმცა „ქალების შეურაცხმყოფელი გზავნილები მოტივირებულია გენდერის ნიშნით“. მსგავსად, ერიკსონმა და სხვებმა (Erikson et al) დაადგინეს, რომ შვედეთში გენდერის ნიშნით მოტივირებულ და სექსისტურ შეურაცხყოფას სოციალურ მედიაში ქალი პარლამენტარები უფრო ხშირად განიცდიან, ვიდრე მათი კოლეგა კაცები. ეს მიუთითებს, რომ ძირითადი გენდერული განსხვავება გამოიხატება არა შეურაცხყოფის მოცულობით, არამედ მისი შინაარსით.[65]

56. ბავარიაში (გერმანია) ანონიმური მემარჯვენე არხი განიხილავდა, რამდენად „სულელია“ ბავარიელი პოლიტიკოსი, კატარინა შულცე. ვიდეოს ქვეშ პირველი კომენტარი ასეთი იყო: „მოდით, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, კატარინასთან დაწვებოდით თუ არა?“ ერთ-ერთი მომხმარებელი პასუხობდა: „არაა, უფრო დავწვავდი.“[66]

57. პარლამენტთაშორისი კავშირის თანახმად, „სოციალური მედია გახდა ნომერ პირველი ადგილი, სადაც ფსიქოლოგიური ძალადობა - განსაკუთრებით, სექსისტური და მიზოგინიური გამონათქვამები, დამამცირებელი გამოსახულებები, ჩაქოლვა, შევიწროება და მუქარები - მიემართება ქალ პარლამენტარებს.“[67]

58. თავდასხმები პოლიტიკაში ჩართულ ტრანსგენდერ ქალებზე ახალ ამბებში ხშირად შუქდება. მაგალითად, სუ პასკო, ტრანსგენდერი ადამიანი გაერთიანებული სამეფოდან, რომელიც კონსერვატორული პარტიის წევრია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობდა, ხშირად არის შევიწროებისა და თავდასხმების მსხვერპლი (მათ შორის, ონლაინშევიწროებისა და კერძო საკუთრებაზე თავდასხმისაც). მას სიკვდილითაც ემუქრებოდნენ. შესაბამისად, ადგილობრივმა პოლიციამ აღრიცხვაზე აიყვანა, როგორც მოწყვლადი ადამიანი.[68]

59. ცალსახაა, რომ ანონიმურობა მოძალადეთა სასიკეთოდ მოქმედებს. ხშირია მოწოდებები ანონიმურობის გაუქმებაზე, რათა შემცირდეს ცილისწამების შემთხვევები, თუმცა ბევრი ადამიანი ემხრობა აზრს, რომ თუ ინტერნეტის მომხმარებელს წავართმევთ ანონიმური აქტივობის შესაძლებლობას,  არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და გამოხატვის თავისუფლება დაირღვევა, არამედ ზოგადად შემცირდება ონლაინჩართულობა. მიუხედავად ამისა, ონლაინსივრცეში ანონიმური შეურაცხყოფის ტალღის შესაკავებლად, შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს ბარიერების დაწესება შეურაცხმყოფელი კომენტარების განთავსებაზე (მაგ: გამოქვეყნებული პოსტების გაკონტროლება საიტის მოდერატორთა მხრიდან). თუმცა, არაერთ შემთხვევაში, მოძალადეები ღია თავდასხმასაც არ ერიდებიან.

60. არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსებზე ძალადობს სხვადასხვა ტიპის აქტორი: სახელმწიფო და არასახელმწიფო პირები, პოლიტიკური პარტიის წევრები (მათ შორის, იმავე პარტიიდან), დაინტერესებული ჯგუფები, მოსახლეობა, ამომრჩევლები, ოჯახის წევრები, რელიგიური ლიდერები და ა. შ. როგორც ჩანს, ევროპის ბევრ ქვეყანაში როგორც კაც, ისე ქალ პოლიტიკოსებზე ყველაზე ხშირად ამომრჩევლები და მოქალაქეები ძალადობენ.[69] თუმცა, ესპანეთის მერის, მანუელა კარმენას მიმართ მუქარები, რომლებიც სექსისტურ შეურაცხყოფასაც შეიცავდა, ადგილობრივი პოლიციის ოფიცერთა ჯგუფური ჩატის მონაწილეებმა გააჟღერეს.[70]

61. ქალ პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების მიღმა ხშირად იმავე პარტიის წევრები და კოლეგა პარლამენტარები დგანან.[71] ბოსნია-ჰერცეგოვინაში პოლიტიკაში ჩართულ ქალთა, დაახლოებით, მეხუთედი აცხადებს, რომ მათ მიმართ ძალადობა ხშირია პარლამენტსა და პარტიებში.[72] კვლევის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ კონტექსტში VAWIP-ს ყველაზე ხშირად სჩადიან ოპონენტი პარტიის წარმომადგენლები, თუმცა, მონაწილეთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ ხშირად მოძალადეები მათივე პარტიის წარმომადგენლები არიან.[73]

62. ქალების მიმართ ძალადობა და შევიწროება ხშირია ოჯახის წევრების მხრიდანაც, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად, ან, ზოგადად, პოლიტიკაში ჩართვა.[74] არსებობს შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები ქალ პოლიტიკოსთა პოლიტიკურ ოპონენტებთან თანამშრომლობენ და ერთობლივად ძალადობენ მათზე.[75] პატრიარქალური გენდერული ურთიერთობების გამო, კაც ნათესავებს შეუძლიათ, ცხოვრება გაურთულონ ქალ კანდიდატებსა და მოხელეებს და, სასჯელის სახით, ჩამოართვან წვდომა ოჯახის ფინანსურ რესურსებზე, ან ჩაერთონ დამამცირებელი ჭორების გავრცელებაში.[76]

3. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გავლენა პოლიტიკოსებზე

63. პოლიტიკურმა ძალადობამ შეიძლება სხვადასხვაგვარი გავლენა იქონიოს სამიზნე ადამიანებზე. იგი მოქმედებს პოლიტიკურ სისტემაზეც, ასევე, იმ საზოგადოების დემოკრატიულობაზე, სადაც ხდება მსგავსი ძალადობა.

3.1 სექსუალური შევიწროების ემოციური და პროფესიული შედეგები

64. სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებას არაერთი ფსიქოლოგიური შედეგი აქვს; მათ შორისაა: დეპრესია, შფოთვა, კვებითი აშლილობები და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.[77] ამ თემაზე ჩატარებულმა კვლევებმა  არაერთი სომატური შედეგი გამოავლინა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, კერძოდ: გადაღლა, ძილის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და კუნთებისა და ძვლების ტკივილი.[78] ამასთან, სამსახურში სექსუალურ შევიწროებას მოჰყვება სამუშაოსგან დისტანცირება და საქმეში ნაკლები ჩართულობა. შედეგად, მცირდება არა მხოლოდ შევიწროების სამიზნე პირის, არამედ მთლიანი გუნდის პროდუქტიულობა.[79] მსგავსი ტიპის შედეგები ახასიათებს სექსუალური შევიწროების ყველა ფორმას, მათ შორის, გენდერულ შევიწროებასა და ფიზიკურ სექსუალურ ძალადობას.[80]

3.2 პოლიტიკური შერჩევა: არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ან მისი ნაადრევად შეწყვეტა

65. პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობის მნიშვნელოვანი შედეგებია: კანდიდატთა და არჩეულ მოხელეთა უარი მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე, ან მისი ნაადრევად შეწყვეტა; ასევე, პოტენციურ კანდიდატთა თავშეკავება პოლიტიკაში შესვლისგან.

66. იტალიის შემთხვევაში, მტკიცებულება მიუთითებს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც აღინიშნება პოლიტიკური ძალადობა, პოტენციური კანდიდატები თავს იკავებენ მერის არჩევნებში მონაწილეობისგან: მაღალი უნარების მქონე ადამიანები არჩევნებში ჩართვაზე უარს ამბობენ. შედეგად, ასეთ ქალაქებში დაბალია მერის კანდიდატთა ადამიანური კაპიტალი.[81]

67. შვედეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის ნაადრევად შეწყვეტის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა, ქალ პოლიტიკოსთა 9% და კაც პოლიტიკოსთა 6% ამბობს, რომ უფიქრია ამაზე, განცდილი პოლიტიკური ძალადობის ან ძალადობისადმი შიშის გამო.[82] ამავე მიზეზებით, ქალ პოლიტიკოსთა 9%-სა და კაც პოლიტიკოსთა 7%-ს განუხილავს თავშეკავება კონკრეტული დავალების შესრულებისგან.[83]

68. ნორვეგიაში, თანამდებობაზე ყოფნისას განცდილი ძალადობის გამო, პარლამენტართა 11%-ს (კაცები და ქალები) უფიქრია პოლიტიკიდან წასვლაზე.[84] 13% ზრუნავს საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე, ხოლო 16%-მა გაზარდა უსაფრთხოების ზომები სახლში, რადგან, როგორც პოლიტიკოსები, ძალადობას განიცდიან.

69. ევროპაში ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართული ქალები და კაცები აცხადებენ, რომ, შევიწროებისა და მუქარების გამო, თავი შეიკავეს არჩევნებში მონაწილეობისგან, ან ნაადრევად დატოვეს არჩევითი თანამდებობა.[85] ამ სახის არასათანადო გავლენის თითოეული შემთხვევა უპირისპირდება პოლიტიკის დემოკრატიულ ფუნქციონირებას. თუ ქალ კანდიდატებსა და მოხელეებს ხშირად შეავიწროებენ და მწვავედ დაესხმიან თავს,  მათ შეიძლება უარი თქვან პოლიტიკაში ჩართვაზე, ან ნაადრევად დატოვონ თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით, შოტლანდიელი პოლიტიკოსი ნიკოლა სტარჯონი აცხადებს: „როდესაც ჩემ შესახებ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ვკითხულობ, იმაზე ვბრაზობ და ვდარდობ, რომ ახალგაზრდა ქალების მომდევნო თაობა პოლიტიკაში შესვლაზე უარს იტყვის.“[86]

70. იმისათვის, რომ კანდიდატებმა და არჩეულმა მოხელეებმა მოსახლეობისა და ამომრჩევლების ნდობა მოიპოვონ, მათ კომპეტენტურ და უნარიან ადამიანებად უნდა აღიქვამდნენ. სექსისტურ თავდასხმებსა და შევიწროებაზე საჯაროდ საუბარმა შეიძლება შექმნას საფრთხე, რომ კონკრეტული კანდიდატი ან მოხელე სუსტ ადამიანად მიიჩნევა. ამასთან, თუ მოძალადე იმავე პარტიიდან არის, იქნება რისკი, რომ შესაბამისი კანდიდატი ან მოხელე არალოიალურ და არასანდო ადამიანად ჩაითვლება. მსხვერპლის დადანაშაულება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას ახასიათებს, პოლიტიკურ კონტექსტში კი ამ ფენომენმა შეიძლება მწვავედ იმოქმედოს მათ პოლიტიკურ კარიერაზე.[87] არსებობს მაღალი რისკი, რომ მსხვერპლი აღარ შეატყობინებს შევიწროების ინციდენტებს, ხოლო მოძალადეები დაუსჯელები დარჩებიან. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკოსთა მიმართ მტრული გარემოს შექმნას, რამაც შეიძლება განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედოს პოლიტიკაში ქალთა  შესვლისა და დარჩენის სურვილზე.

71. თუ ქალები, როგორც პოლიტიკოსები, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე აწყდებიან გენდერულ შევიწროებას, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს პოლიტიკოსთა ცენტრალურ დონეზე შერჩევაზე. ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკა საწყისი საფეხური იყო იმ მოხელეთათვის, რომელთაც მოგვიანებით მაღალი დონის თანამდებობები დაიკავეს. არაერთ კონტექსტში ქალები უფრო ნაკლებად მონაწილეობენ არჩევნებში, ვიდრე კაცები[88], რაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს გენდერით მოტივირებულმა ძალადობამ პოლიტიკოს ქალთა მიმართ.

3.3 გადაწყვეტილების მიღება

72. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გამახვილდეს საკითხზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ ძალადობას პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებებზე, ასევე, იმ ქალებსა (მათ ჯგუფებსა) და პოლიტიკოსებზე, რომლებიც გარკვეულ საკითხებს უწევენ ადვოკატირებას. ამ თემაზე კვლევები მწირია. გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთი ნორვეგიელი პარლამენტარი აცხადებს, რომ განცდილმა ძალადობამ იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე.[89] შვედეთში ძალადობამ ამ სახის გავლენა იქონია ადგილობრივ პოლიტიკოსთა 2%-ზე.[90] შესაძლებელია, მსგავსი შედეგი უფრო მეტად ახასიათებდეს იმ კონტექსტს, სადაც გვხვდება პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობის სხვა ფორმებიც, ან ძალადობა კონკრეტული ტიპის აქტორთა მხრიდან, თუმცა, იმისათვის, რომ შეფასდეს ძალადობის (როგორც გენდერის ნიშნით მოტივირებული, ისე სხვა ტიპის) ზეგავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებაზე, საჭიროა მეტი კვლევა.

3.4 დემოკრატიული დებატები და საჯარო დისკუსიები

73. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აღინიშნა, რომ პოლიტიკური ძალადობის შედეგია გამოხატვის თავისუფლების შემცირება, ასევე, შეზღუდვები იმ კუთხით, თუ რას განიხილავენ პოლიტიკოსები საჯარო დებატებისას. ნორვეგიელ პარლამენტართა, დაახლოებით, 8% აცხადებს, რომ, განცდილი ძალადობის გამო, თვითცენზურით ირჩევენ, თუ რას განიხილავენ საჯაროდ, ან რას აზრს გამოხატავენ გარკვეულ თემებზე.[91] ბევრ ქვეყანაში არ წყდება შეტყობინებები მწვავე თავდასხმების შესახებ - იმ ქალებზე, რომლებიც მონაწილეობენ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებულ საჯარო დებატებში.[92] გაერთიანებული სამეფოდან მიღებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, პოლიტიკაში ჩართული ქალები განსაკუთრებულ შეურაცხყოფას განიცდიან „ტვიტერზე“.[93] ვინაიდან ეს ქსელი  ფართოდ გამოიყენება საჯარო დებატებისთვის, ამ პროცესმა შეიძლება გავლენა იქონიოს ქალთა მონაწილეობაზე დემოკრატიულ დისკუსიებში, კაცების თანასწორ პირობებში. შვედეთში ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართული ქალები აცხადებენ, რომ ერიდებიან საჯარო განცხადებების გაკეთებას გარკვეულ თემებზე. ეს იმ პოლიტიკური ძალადობის შედეგია, რომელსაც ქალები კაც კოლეგებზე მეტად განიცდიან.[94]

3.5 ქალთა ჯგუფები და ინტერსექციური იდენტობა

74. უაღრესად მნიშვნელოვანია აღიარება, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირებსა და კანდიდატებს, მათ შორის, ქალთა ჯგუფებიდან, განსხვავებული საფრთხეები ემუქრებათ. პოლიტიკოსთა ინტერსექციური იდენტობა ზემოქმედებას ახდენს მათ მიმართ ძალადობის სიხშირესა და სახეებზე, ასევე, როგორც პირდაპირ სამიზნეებზე, ისე ძალადობის შემსწრე პირებზე. განსხვავდება ძალადობის რისკების ფორმულირება და მართვაც.

75. იტალიის პირველი შავკანიანი მინისტრი მუდმივად განიცდიდა რასისტულ და სექსისტურ თავდასხმებს. მაგალითად, მთავრობის ყოფილმა მინისტრმა იგი ორანგუტანგს შეადარა, ტრიბუნასთან ყოფნისას კი მას ბანანები ესროლეს; მერიის შენობასთან, სადაც მინისტრი სიტყვით უნდა გამოსულიყო, პოლიტიკურმა ოპონენტებმა წითელი საღებავით დასვრილი მანეკენები მიიტანეს; მუნიციპალური საბჭოს წევრმა ოპონენტი პარტიიდან კი ხალხს შავკანიანი მინისტრის გაუპატიურებისკენ მოუწოდა.[95] მსგავსად, ულტრამემარჯვენე ჯგუფების დაკვეთით განთავსებული ბილბორდი მოითხოვდა, აფრიკული წარმომავლობის მქონე ევროპელი ქალი პოლიტიკოსი „ქლორით გაეთეთრებინათ და ცოცხლად დაეწვათ“.[96] სილვანა სიმონსს, ამსტერდამის მუნიციპალური საბჭოს წევრს, არაერთხელ დაემუქრნენ სიკვდილით სოციალურ მედიაში. იგი მიზოგინიური და რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლიც გახდა. 2016 წელს ძალადობა გადაიზარდა რასისტული და ძალადობრივი ვიდეოს გავრცელებაში, რომელშიც საბჭოს წევრი წარმოჩენილი იყო ლინჩის წესით გასამართლების მსხვერპლად.[97]

76. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კვლევაში აღინიშნა, რომ პოლიტიკოსებზე ძალადობის ფორმები უკავშირდება კონკრეტულად ამ პოლიტიკოსის გავლენას.[98] ფერადკანიან ქალთა სექსისტური და რასობრივი შევიწროება აისახება მარგინალიზებულ საზოგადოებებზე:[99] იგი განსაკუთრებულად ზრდის მოწყვლადობის განცდას თემებში, რომლებსაც ეს ქალები სიმბოლურად წარმოადგენენ;[100] ასევე, გავლენას ახდენს დამოკიდებულებებზე განსხვავებული რასის წარმომადგენელი პოლიტიკოსების (როგორც ჯგუფის) მიმართ; და ზრდის რისკს, რომ პოლიტიკურად ისედაც მარგინალიზებულ ჯგუფებში შემცირდება არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რაოდენობა.[101]

4. პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობაზე რეაგირება გენდერულად სენსიტიური გზებით: გამოწვევები და შესაძლებლობები ადგილობრივი ხელისუფლების შემთხვევაში

4.1 ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა პასუხისმგებლობები

77. სხვადასხვა საარჩევნო სისტემაში განსხვავებული წესები და პასუხისმგებლობები მოქმედებს. ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს პარტიაზე ორიენტირებული სისტემა, სადაც, პოლიტიკურ თანამდებობათა დაკავების კონტექსტში, სახელისუფლებო ორგანოებსა და პარტიებს საერთო პასუხისმგებლობები ეკისრებათ. ამასთან, ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის პასუხისმგებლობები ქვეყნებში განსახვავებულად ნაწილდება. უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხის, მათ შორის, საბიუჯეტო პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრა. გაერთიანებული სამეფოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა ასოციაციის თანახმად, მუნიციპალური საბჭოების წევრთა უსაფრთხოებას, ზოგ შემთხვევაში, ადგილობრივი პოლიცია იცავს, ზოგჯერ კი  - პოლიტიკური პარტიები ან მუნიციპალური საბჭოები.[102] შედეგად, საბჭოს წევრთა ეფექტიანი წვდომა უსაფრთხოების ზომებზე შეიძლება კონკრეტული ქვეყნის შიგნითაც განსხვავდებოდეს, იმის მიხედვით, თუ როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობები და რა რესურსებია ხელმისაწვდომი სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და აქტორისთვის.

4.2 ცენტრალური დონე

78. ცენტრალურ დონეზე არსებულ სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და პარტიებს დაეხმარება პოლიტიკოსთა მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობასთან გამკლავებაში. პრობლემის შესახებ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვებისა და კვლევების მეშვეობით, შესაძლებელია, სიტუაცია შეფასდეს ფაქტებზე დაყრდნობით. ამასთან, ცენტრალურ დონეზე არსებულმა დაწესებულებებმა შეიძლება მთელ ქვეყანაში მოაგროვონ კარგი პრაქტიკის მაგალითები და შექმნან ფორუმი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

79. გაერთიანებული სამეფოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა ასოციაციის თანახმად, ზოგ მუნიციპალიტეტში პოლიცია სერიოზულად ეკიდება შევიწროებას, ზოგში კი - არა.[103] ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია, დაეხმაროს პოლიტიკოსის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ  ადგილობრივ საპოლიციო ძალებსა და სხვა აქტორებს, რომ ადეკვატური ღონისძიებები გაატარონ პოლიტიკოსთა ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის დასაცავად. ამ კუთხით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გენდერულ ცნობიერებას.

4.3 ადგილობრივი და რეგიონული დონე

80. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები ყველაზე ახლოს არიან იმ კანდიდატებსა და არჩეულ მოხელეებთან, რომლებიც შესაბამის ტერიტორიებზე საქმიანობენ. ამრიგად, მათ ყველაზე უკეთ შეუძლიათ ადგილობრივ კანდიდატთა და მოხელეთა საჭიროებების კვლევა პოლიტიკოსთა თავდასხმების კონტექსტში. უნდა შემუშავდეს პოლიტიკა, რომელიც მოიცავს მოქალაქეთა და სხვა აქტორთა მხრიდან თავდასხმების პრევენციასა და მართვას, ხოლო პოლიტიკოსთა შორის შევიწროების კუთხით შიდა დონეზე მოქმედებდეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა.

81. ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ, კერძოდ, მისი მე-11 მუხლი, სამუშაო ადგილზე ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს გენდერული თანასწორობისთვის. ქარტის ხელმომწერი მხარეები მზად არიან, დაუპირისპირდნენ სექსუალურ შევიწროებას და მკაფიოდ განაცხადონ, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია; ასევე, მხარი დაუჭირონ მსხვერპლს, დანერგონ და განახორციელონ გამჭვირვალე პოლიტიკა მოძალადეთა მიმართ, და აამაღლონ ცნობიერება ამ საკითხზე. 21-ე მუხლის თანახმად, ხელმომწერ მხარეებს ევალებათ ქალთა და კაცთა მიმართ ძალადობის სტატისტიკური მონაცემების გაანალიზება გენდერული პერსპექტივიდან, ასევე, ადეკვატური ზომების მიღება რეაგირების მიზნით. 22-ე მუხლის თანახმად კი, ხელმომწერი მხარეები იღებენ გენდერის ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის ვალდებულებას.

4.4 ადგილობრივ და რეგიონულ მოხელეთა და კანდიდატთა საჭიროებების გააზრება

82. ადგილობრივი პოლიტიკოსები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან მოქალაქეთა და პოლიტიკურ ოპონენტთა მხრიდან შევიწროების მიმართ. ამ კუთხით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია მათი გეოგრაფიული სიახლოვე მოქალაქეებსა და ამომრჩევლებთან. პარლამენტარებსა და კანდიდატებს, რომლებიც ცენტრალურ დონეზე საქმიანობენ, შესაძლოა, თავიანთი ოფისები ჰქონდეთ დედაქალაქებში და გარკვეული ანონიმურობით სარგებლობდნენ საკუთარ თემებში, მაშინ, როდესაც ადგილობრივი და რეგიონული კანდიდატები და მოხელეები ხშირად მოძალადეთა გვერდით ცხოვრობენ. მათი მისამართები შეიძლება ცნობილი და ხელმისაწვდომი იყოს იმ პირებისთვის, რომლებსაც განზრახული აქვთ პოლიტიკური ძალადობა და შევიწროება. შესაბამისად, ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებს ეს განსხვავებულ საფრთხეს უქმნის, ხელისუფლების სხვა დონეზე მყოფ პირებთან შედარებით.

83. ხშირად ხელისუფლების დაბალი დონის წარმომადგენლები თავიანთ პოლიტიკურ ფუნქციებს ახორციელებენ თავისუფალ დროს, ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებით.[104] პოლიტიკოსებს, რომლებიც სრულ განაკვეთზე არ მუშაობენ, შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ მხარდაჭერის ან უსაფრთხოების ზომების საჭიროებისას; რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ პარტიებსა და ხელისუფლების ორგანოებს; როგორ უნდა გაუმკლავდნენ შევიწროებასა და ძალადობას; რა პოლიტიკა და პროცედურები არსებობს სექსუალური შევიწროების შემთხვევაში და ა.შ. ასევე შესაძლებელია, მათ ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ სხვა პოლიტიკოსებთან და, სრულ განაკვეთზე მომუშავე პოლიტიკოსებთან შედარებით, ნაკლებ დროს ატარებდნენ პოლიტიკურ დაწესებულებებში.

84. ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არსებულ პარტიებსა და საკრებულოებს შეიძლება არ ჰქონდეთ ისეთივე რესურსები, როგორიც ცენტრალურ დონეზე არსებობს იმ პოლიტიკოსთა დასახმარებლად, რომელთაც  პრობლემები აქვთ უსაფრთხოების, დაცვისა და თანასწორობის კუთხით. ეს განსაკუთრებულად ეხება შედარებით მცირე ადგილობრივ პარტიებს.[105]

85. ყველა ეს ასპექტი განაპირობებს ადგილობრივ კანდიდატთა და მოხელეთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და მიუთითებს, რომ, მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დასაცავად, საჭიროა, მკაფიოდ განაწილდეს პასუხისმგებლობები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და პარტიებს შორის.

5. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების სამოქმედო სფეროები

5.1 ცოდნის შექმნა, კონკრეტული ინსტრუმენტების განვითარება

86. გაეროს ანგარიშის თანახმად, მუშაობა პოლიტიკოსთა მიმართ გენდერული ძალადობის გადასაჭრელად უნდა დაიწყოს ფაქტზე დაფუძნებული შეფასებებით, როგორიცაა მოწყვლადობის შესწავლა ან ძალადობაზე მონიტორინგი. ეს ხელს შეუწყობს მტკიცებულებათა საჭირო ბაზის შექმნას, ასევე, პრევენციასა და მოძალადეებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.“[106] არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა აუცილებელია პრობლემის არსის გასააზრებლად (მაგ: რომელ პოლიტიკოსებზე ახდენს ძალადობა გავლენას და როგორ). შემდგომ, ეს ხელს შეუწყობს ადეკვატური პროგრამის შექმნას პრობლემასთან საბრძოლველად. გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ აღნიშნავს, რომ საარჩევნო მონიტორინგის პროგრამები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის არჩევნების მონაწილე ქალთა მიმართ ძალადობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად.[107]

87. ამ საკითხზე ცოდნის დასაგროვებლად, ზუსტად უნდა შეფასდეს ძალადობის ის ფორმები, რომლებსაც პოლიტიკოსები აწყდებიან არჩევნების დროს და თანამდებობაზე ყოფნისას. როგორც წესი, პოლიტიკური ძალადობის შეფასება ფოკუსირებულია ძალადობის ხილულ აქტებზე, განსაკუთრებული ხაზგასმით ფიზიკურ ძალადობაზე, პირადი სფერო კი იშვიათად არის გათვალისწინებული.[108]

88. შესაბამისად, ასეთმა შეფასებამ შეიძლება ვერ მოიცვას ძალადობის სხვა ტიპები, რომელთაც ქალები ხშირად აწყდებიან. მაგალითად, მასში არ ჩანს ოჯახის წევრთა პროტესტი ქალის პოლიტიკური ჩართულობისადმი, რასაც ზოგჯერ ძალადობრივი ფორმა აქვს. სავარაუდოდ, ასეთი შეფასებების მიღმა დარჩება პოლიტიკოსთა შორის სექსუალური შევიწროების ინციდენტებიც. ამასთან, გადაჭარბებული ხაზგასმა ძალადობის ფიზიკურ გამოვლინებებზე ქმნის საფრთხეს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მავნე ეფექტები დაკნინდება.

89. ყველაზე ეფექტიანია შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავებული სისტემური მიდგომა, რომელიც მოიცავს ხელმძღვანელობას, ტრენინგს, მხარდაჭერას, მონიტორინგსა და განვითარებას, მათ შორის, ინსტრუმენტთა კრებულისა და სახელმძღვანელო მითითებების შექმნას. არჩეულ მოხელეთა უსაფრთხოებაზე მუშაობის სისტემატიზებისათვის, შვედეთის უფსალის მუნიციპალიტეტმა მოამზადა ინსტრუმენტთა კრებული, რომელშიც ერთიანდება სახელმძღვანელო მითითებები, ტრენინგები, მხარდაჭერა, მონიტორინგი და განვითარება. მუნიციპალური საბჭოს მიერ 2017 წელს მიღებული სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც შეეხება არჩეულ მოხელეთა მხარდაჭერისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს, ადგენს, რომ მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია არა მხოლოდ მის მიერ დაქირავებული მოხელეების, არამედ ყველა არჩეული მოხელის უსაფრთხოებასა და დაცვაზე. მითითებების თანახმად, მუნიციპალიტეტს ევალება მუქარების, ძალადობისა და შევიწროების შემთხვევათა პრევენცია და მათზე რეაგირება. ამასთან, მის ფარგლებში ყველა არჩეული მოხელე ისარგებლებს მხარდაჭერისა და დაცვის იმავე შესაძლებლობით, რომლებიც ენიჭებათ არაპოლიტიკურ თანამშრომლებს.[109]

90. ადგილობრივ პოლიტიკოსთა საჭიროებების დასადგენად, მუნიციპალიტეტმა ჩაატარა მათი გამოკითხვა. პოლიტიკოსებმა მიიღეს დოკუმენტები, რელევანტური ინფორმაციით შემდეგ საკითხებზე: პირადი უსაფრთხოება, სამუშაო ადგილას საფრთხეებზე რეაგირების პროცედურები, საჯარო შეხვედრებთან დაკავშირებული უსაფრთხოება და ა.შ. მუნიციპალიტეტი აღიარებს უსაფრთხოების ზომებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მნიშვნელობას პოლიტიკოსთა შემთხვევაში და ხაზს უსვამს, რომ პარტიის დაფინანსების მოცულობა არ უნდა განსაზღვრავდეს დაცვის ასეთი შესაძლებლობების უზრუნველყოფას  პოლიტიკოსებისთვის.[110] ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით არსებობს სპეციალური სახელმძღვანელო მითითებები, დეტალური ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი და ვის უნდა მიმართოს ასეთი ინციდენტის შემთხვევაში.[111]

91. საფრანგეთში, მას შემდეგ, რაც გაიმართა კონსულტაცია მერების მიმართ ძალადობის საკითხებზე (იხ. პუნქტი 24), ქვეყნის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა წარმოადგინა 12 წინადადება (მათ შორის, 7 საკანონმდებლო). კანონპროექტი „ჩართულობისა და სიახლოვის“ შესახებ საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს წარადგინა 2019 წლის ივლისში, ხოლო სენატში პირველი მოსმენა გაიმართა ამავე წლის ოქტომბერში. წარმოდგენილი 800 შესწორებიდან 10-15 შეეხებოდა რეაგირებას მერებისა და მუნიციპალური საბჭოების წევრთა მიმართ ძალადობაზე.

5.2 ინსტიტუციური დებულებების მიღება

92. ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ პოლიტიკურ ინსტიტუტებში უნდა არსებობდეს ეფექტიანი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც მიემართება პოლიტიკოსებზე ძალადობას, ასევე, მათ შევიწროებას, და სენსიტიურია გენდერული განზომილებების მიმართ. ეს მოიცავს პრობლემის პრევენციასა და მასზე რეაგირებას, ისევე, როგორც მონიტორინგსა და შესაძლებლობათა განვითარებას.

93. როგორც არჩეულ, ისე არაარჩეულ პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობაზე, შევიწროებასა და ზეწოლაზე სამართლებრივი რეაგირებისათვის, შეიძლება საჭირო გახდეს რეფორმები (მაგ: დადგინდეს, რომ სამუშაო ადგილას მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ვრცელდება ყველა პოლიტიკოსზე, დაქირავების ფორმის მიუხედავად; ან შეიქმნას კონკრეტული კანონმდებლობა პოლიტიკოსთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ). საპარლამენტო იმუნიტეტის გამო, სექსუალური შევიწროების შემთხვევათა სისხლისსამართლებრივი დევნის სირთულეები წამოიჭრა კოსტა რიკაში, სადაც პარლამენტართა მიერ დამტკიცებული ბილი არჩეულ მოხელეებს ართმევს იმუნიტეტს შევიწროების შემთხვევებზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნისას.[112]

5.3 ადგილობრივ საპარლამენტო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პარტიებში ზომების მიღება სექსუალური შევიწროების მიმართ

94. სექსუალურ შევიწროებაზე ჩატარებული კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ ორგანიზაციული კულტურა უაღრესად მნიშვნელოვანია სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლისათვის.[113] შესაძლოა, ადამიანები განსხვავებულად იყვნენ მიდრეკილნი შევიწროებისადმი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ორგანიზაციულ ფაქტორებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს: ორგანიზაციული ტოლერანტობა „ერთადერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს, მოხდება თუ არა სექსუალური შევიწროება და იქნება თუ არა ის საზიანო.“[114] ეს სასიხარულო ინფორმაციაა პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის, რადგან ისინი, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, შეძლებენ მსგავს ფაქტორებზე რეაგირებასა და მათ შეცვლას.

95. ჰულინისა და სხვების (Hulin et al) კვლევაზე დაყრდნობით,  გამოვლინდა ორგანიზაციული კულტურის ასპექტები, რომლებიც საჭიროებს რეაგირებას:[115]

-        სექსუალური შევიწროების სამიზნე პირთა მიერ აღქმული რისკები ინციდენტის შეტყობინებისას: პირი, რომელიც ატყობინებს ასეთი ინციდენტის შესახებ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არ დაკარგავს სამსახურს ან, შეტყობინების გამო, არ დაექვემდებარება სხვა სახის რეპრესიებს. ყველაზე გავრცელებულია სოციალური შურისძიება (მაგ: გარიყვა, დადანაშაულება და „პრობლემურ ადამიანად“ აღქმა), რომელსაც ისეთივე პროფესიული და ფსიქოლოგიური ზიანი მოაქვს, როგორიც პროფესიულ შურისძიებას.[116] პოლიტიკური დაწესებულების ლიდერები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ იმ პირთა დაცვაზე პროფესიული ან სოციალური დასჯისგან, რომლებიც ატყობინებენ სექსუალური შევიწროების შესახებ.

-        შანსი, რომ ასეთ შეტყობინებას ხელმძღვანელობა სერიოზულად არ აღიქვამს: პირი, რომელიც ატყობინებს სექსუალური შევიწროების შესახებ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ორგანიზაციის ლიდერები არ უგულებელყოფენ მას, როგორც ტრივიალურ შემთხვევას, და არ დაეჭვდებიან მასში, შეტყობინებას კი სათანადოდ გამოიძიებენ. დაბალი შანსი, რომ ინციდენტს ხელმძღვანელობა სერიოზულად მიუდგება, მოძალადეებს უადვილებს ძალადობას; ასევე, ამცირებს ინციდენტზე შეტყობინების ალბათობას და ამძაფრებს უარყოფით შედეგებს მსხვერპლის ჯანმრთელობისა და პროფესიული კუთხით.

-        ალბათობა, რომ მოძალადის მიმართ მიიღება გარკვეული ზომები:მოძალადეთა მიმართ უნდა არსებობდეს გარკვეული ზომები, ორგანიზაციაში კი ყველა ინფორმირებული იყოს, რომ სექსუალურ შევიწროებას გარკვეული შედეგები მოჰყვება  მოძალადისთვისაც. თუ შევიწროების აღქმული ფასი ძალიან დაბალია, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ტოლერანტულია სექსუალური შევიწროების მიმართ.

96. საჭიროა ორგანიზაციული კულტურის ზემოაღნიშნული ასპექტების ოპერაციონალიზება სექსუალური შევიწროების პოლიტიკაში, პარტიებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუტებში. ამ ფენომენისადმი ნულოვანი ტოლერანტობის ინსტიტუციონალიზაცია ამცირებს მსგავს შემთხვევებს, ხოლო წევრებსა და პოტენციურ კანდიდატებს ამცნობს, რომ ორგანიზაცია მოწადინებულია, შექმნას თანაბრად უსაფრთხო და არამტრული გარემო ყველასთვის.

97. სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ სავალდებულო ტრენინგებს სხვადასხვა შედეგი აქვს, ზოგჯერ კი ისინი უნაყოფოც არის.[117] ტრენინგმა სამუშაო ადგილას ცივილური გარემოს შესახებ, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ზოგადად უპატივცემულო ქმედებაზე, და არა სქესის ნიშნით მოტივირებულ და სექსუალურად შეურაცხმყოფელ ქცევაზე, შეიძლება უკეთესი შედეგები გამოიღოს.[118]

98. კვლევის თანახმად, იმედისმომცემია შემსწრეთა ინტერვენციები: როდესაც მესამე მხარე უპირისპირდება მოძალადეს და მხარს უჭერს მსხვერპლს. სხვა თუ არაფერი, ასეთი ჩარევით, ნაწილობრივ, სხვებზეც გადადის პასუხისმგებლობა, რომელიც, როგორც წესი,  მსხვერპლს ეკისრება ხოლმე სიტუაციასთან გასამკლავებლად.[119]

5.4 ამომრჩეველთა და მოქალაქეთა მხრიდან შევიწროებისა და ზეწოლის აღკვეთა

99. რაც შეეხება ამომრჩეველთა და მოქალაქეთა თავდასხმას პოლიტიკოსებზე, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სერიოზულად დარღვევად უნდა ჩაითვალოს. უსაფრთხოების განყოფილებები, როგორც წესი, პოლიტიკოსთა ფიზიკურ ხელშეუხებლობას უფრო იცავს, ვიდრე მორალურს. ამიტომ, მათ შეიძლება სჭირდებოდეთ თავიანთი ინსტრუმენტთა კრებულის გავრცობა, ასევე, დახმარება შევიწროებასა და მუქარაზე რეაგირებაში. ისეთი მუქარებიც კი, რომლებიც სავარაუდოდ, არ გადაიზრდება ფიზიკურ თავდასხმაში, შეიძლება აზიანებდეს სამიზნე პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობას, ასევე, შესაძლებლობას, გააგრძელოს პოლიტიკური ფუნქციების სათანადოდ შესრულება. შევიწროება არ არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული, თუმცა შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს პოლიტიკოსთა მუშაობაზე და  არათანაბარ პირობებს ქმნიდეს პოლიტიკური წარმომადგენლობისთვის. სოციალური მედია უნდა მივიჩნიოთ მნიშვნელოვან არენად, სადაც რეალურად ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა პოლიტიკოსთა მიმართ.

100. რეკომენდებულია, მუნიციპალიტეტებს, რეგიონებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაციებს ჰქონდეთ უსაფრთხოების განყოფილება, ან მსგავსი დანაყოფი, რომელიც ინფორმირებული იქნება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ თავდასხმებზე თანამდებობის პირთა მიმართ, ასევე, მათ გენდერულ განზომილებებზე. პოლიტიკოსთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა აქტორებმა, პარტიის წარმომადგენლები იქნებიან, თუ მთავრობის მიერ დაქირავებული პირები, უნდა შეიმუშაონ რუტინა მოქალაქეთა პრობლემურ კონტაქტებთან გასამკლავებლად, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ პირისგან მომდინარე ფიზიკური საფრთხეების შეფასებით.

5.5 გენდერულად მგრძნობიარე საკრებულოებისა და ადმინისტრაციების შექმნა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე

101. გენდერულად მგრძნობიარე პარლამენტი რეაგირებს ქალებისა და კაცების საჭიროებებსა და ინტერესებზე, საკუთარი შემადგენლობის, სტრუქტურის, საქმიანობის, მეთოდებისა და მუშაობის ჭრილში. ასეთი პარლამენტი ხსნის ქალთა სრული მონაწილეობის ბარიერებს და დადებით მაგალითსა და მოდელს სთავაზობს ფართო საზოგადოებას.[120] პარლამენტთაშორისი კავშირის ეს განმარტება მოქმედია მმართველობის ნებისმიერ დონეზე არსებული ასამბლეისთვის.

102. მეტი ქალის დანიშვნა პოლიტიკურ თანამდებობებზე და დაწინაურება ხელმძღვანელ პოზიციებზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზაციული კულტურის შესაცვლელად, რომელიც პარტიებსა და პარლამენტებს გენდერულად უფრო მგრძნობიარეს გახდის. ქალთა რაოდენობრივი წარმომადგენლობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე განსხვავდება ევროპის ქვეყნებში.[121] პოლიტიკურ დაწესებულებათა ფორმალური და არაფორმალური დიზაინი მნიშვნელოვანი სფეროა და მუშაობას საჭიროებს პოლიტიკაში ქალთა არასათანადო წარმომადგენლობის დასაძლევად.

103. გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელთა პალატისთვის მომზადებულ ანგარიშში ჩაილდსმა დეტალური რეკომენდაციები წარმოადგინა, თუ როგორ უნდა გახდეს პარლამენტი უფრო ინკლუზიური. ამ რეკომენდაციების უმეტესობა რელევანტურია ხელისუფლების ნებისმიერი დონისთვის. ანგარიში ეფუძნება მოსაზრებას, რომ „ინკლუზიური, ეფექტიანი და წარმომადგენლობითი პარლამენტი იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე წარმომადგენელთა პალატაში არჩეულ წევრთა მრავალფეროვნების გაზრდაა; ამასთანავე, ის საჭიროებს ქალთა და კაცთა თანაბარ და ეფექტიან მონაწილეობას პარლამენტში.“[122] იმისათვის, რომ პოლიტიკური დაწესებულებები უფრო ინკლუზიური იყოს ქალებისა და უმცირესობების მიმართ, რეაგირებას საჭიროებს არა მხოლოდ წერილობითი ფორმით არსებული წესები, არამედ არაფორმალური ნორმები, პრაქტიკა და კულტურაც, ე.ი. საქმის გაკეთების ჩვეული გზა“.[123]

104. IPU-ის ჩარჩოზე დაყრდნობით, პალმიერი (Palmieri) ყურადღებას ამახვილებს გენდერულად მგრძნობიარე პარლამენტის 4 ძირითად ელემენტზე:

a.       გენდერული თანასწორობის მიღწევის პასუხისმგებლობა (როგორც შედეგის, ისე პროცესის კუთხით) ნაწილდებოდეს  წარმომადგენლობით ორგანოებსა და პარტიებს, ასევე, ქალებსა და კაცებს შორის;

b.      პოლიტიკა და კანონმდებლობა წარმომადგენლობით ორგანოს საშუალებას აძლევდეს, მონიტორინგი გაუწიოს და გადახედოს მიღწევებს გენდერული თანასწორობის კუთხით  და განახორციელოს შემდგომი ქმედებები (follow-up);

c.       გენდერული მეინსტრიმინგი ინსტიტუციურად დაინერგოს წარმომადგენლობით, საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში, რათა პასუხი გაეცეს გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის ნებისმიერ პოტენციურ შემთხვევას;

d.      პარლამენტი ისწრაფოდეს გენდერულად მგრძნობიარე კულტურისა და სამუშაო გარემოს შექმნისკენ, სადაც დაუშვებელი იქნება დისკრიმინაციული, წინასწარგანწყობებზე დაფუძნებული ნორმები და დამოკიდებულებები.[124]

105. ერთ-ერთი პრაქტიკულ-ორგანიზაციული ასპექტი, რომელიც შეიძლება ხელს უწყობდეს ან აფერხებდეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლობას, არის შეხვედრების დრო. დედები პოლიტიკაში ნაკლებად არიან წარმოდგენილნი, სოციალური ნორმები კი ქალებისთვის განსაკუთრებით ართულებს მზრუნველობის მოვალეობებისა და პოლიტიკური ფუნქციების შეთავსებას.[125] იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ ზრუნვის პასუხისმგებლობაც, რეკომენდებულია, შეხვედრები გაიმართოს სამუშაო საათებში.[126]

106. პოლიტიკურ ორგანოებში ქალთა ინკლუზიის ნორმალიზებისთვის, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ გენდერულად სპეციფიკური ენის გავლენა ქალ პოლიტიკოსთა აღქმაზე. ასეთი ენა ხელს უწყობს იმ იდეების კვლავწარმოებას, რომელთა მიხედვითაც პოლიტიკა კაცების სფეროა, ხოლო ქალები ე.წ. „აუტსაიდერები“ არიან. ამრიგად, რეკომენდებულია გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენება.[127] ამასთან, პოლიტიკურ შენობებში განთავსებულ ნიმუშებზე არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი მხოლოდ კაცები. ექსპერიმენტები ადასტურებს, რომ ქალები, რომლებიც ქალ ლიდერთა სურათებს ხედავენ, უფრო წარმატებით გამოდიან სიტყვით, და ამას აღნიშნავენ როგორც გარე დამკვირვებლები, ისე თავად ქალები.[128] განათლება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არასექსისტური ენობრივი პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო არსენალის ძირითადი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს სკოლებში გოგონათა თავდაჯერებულობის ამაღლებასა და განვითარებასაც.

107. ქცევის კოდექსების განვითარება ეფექტიანი ღონისძიებაა შესაბამისი ნორმების ფორმულირებისთვის. კანონები და რეგულაციები წარმოაჩენს, თუ რა სახის ქცევაა მისაღები ან მიუღებელი. არაერთი მაგალითი არსებობს, თუ როგორ მოარგეს ადამიანებმა თავიანთი ქცევა მარეგულირებელ ნორმებს და როგორ გაითავისეს ისინი. ნორმების დადგენის მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რანჟირებები და შედარებებიც.[129]

108. უაღრესად მნიშვნელოვანია ხაზგასმა, თუ რაოდენ დიდი როლი შეიძლება ითამაშონ კაცებმა ყოველდღიურ სექსიზმსა ან სექსისტურ აგრესიასთან ბრძოლაში. ასეთი სახის ძალადობა იწვევს ძალთა დისბალანსს ქალებსა და კაცებს შორის, რადგან საჯარო სივრცეებს ქალებისადმი მტრულ გარემოდ აქცევს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სექსიზმთან ბრძოლა მხოლოდ ქალების საქმეს არ არის.

109. გამჭვირვალობა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და ორგანოების გენდერულად მგრძნობიარე მიზნებსა და მათ მიღწევასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულებისთვის. აქტორები, რომლებმაც იციან, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საკუთარი ქმედებების გამო, ნაკლებად გამოხატავენ მიკერძოებას.[130] შესაბამისად, საჭიროა როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მიღწევადი მიზნების დასახვა.



[1]L: ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა პალატა/R: რეგიონების პალატა.

EPP/CCE: ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი კონგრესში.

SOC: სოციალისტთა ჯგუფი.

ILDG: დამოუკიდებელი ლიბერალური და დემოკრატიული ჯგუფი.

ECR: ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი.

NR: წევრები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კონგრესის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

[2] განიხილა და მიიღო კანონისმიერმა ფორუმმა, 2020 წლის 7 დეკემბერს (იხ. დოკუმენტი CG-FORUM(2020)02-04, განმარტებითი მემორანდუმი), მომხსენებელი: ელენა დრენჯანინი, შვედეთი (L, EPP/CCE).

[3] იხ. შენიშვნა 2.

[4] ეს განმარტებითი მემორანდუმი ეფუძნება ევროპის საბჭოს კონსულტანტის, შვედეთის უფსალის უნივერსიტეტის მკვლევრის, სანდრა ჰაკანსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. წერილობითი კონტრიბუცია ხელმისაწვდომია სამდივნოს საშუალებით (მოთხოვნის საფუძველზე).

[5] https://www.ccre.org/img/uploads/piecesjointe/filename/CEMR_Women_in_politics_study_EN.pdf

[6] Hughes, Melanie M., Pamela Paxton, and Mona Lena Krook. 2017. ‘Gender Quotas for Legislatures and Corporate Boards’. Annual Review of Sociology 43(1): 331–52.

[7] European Commission. 2019. 2019 Report on equality between women and men in the EU. ISSN 2443-5228.

[8] Report of the Special Rapporteur on violence against women, its causes and consequences on violence against women in politics; Violence against women in politics; UN-Women/OHCHR Special Procedures, Expert group meeting report, session 3.

[9] https://rm.coe.int/prems-055519-gbr-2573-cmrec-2019-1-web-a5/168093e08c

[10] ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: https://rm.coe.int/16809ee57f და უკრაინულ ენაზე: https://rm.coe.int/16809ee580, სახელმძღვანელო მომზადდა შემდეგი პროექტის ფარგლებში „ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის განმტკიცება და ნდობის ჩამოყალიბება უკრაინაში“. მას ახორციელებს კონგრესი, ევროპის საბჭოს 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც მომზადებულია უკრაინისთვის.

[11] Biroli, Flávia. 2018. ‘Violence against Women and Reactions to Gender Equality in Politics’. Politics & Gender 14(4): 681–85; Krook, Mona Lena, and Juliana Restrepo Sanín. 2016. ‘Gender and Political Violence in Latin America. Concepts, Debates and Solutions’. Política y gobierno 23(1): 127–62.

[12] Bardall, Gabrielle 2018. ‘Violence, Politics, and Gender’. Oxford Research Encyclopedia of Politics; Bardall, Gabrielle, 2017. The Role of information and communication technoloigies in facilitating and resisting gendered forms of political violence. In Marie Segrave and Laura Vitis Gender,Technology and Violence. Routledge; Bardall, Gabrielle, Elin Bjarnegård, and Jennifer Piscopo. Forthcoming. ‘Gender, Political Participation, and Political Violence: Disentangling Motives, Form, and Impact’. Political Studies; Bjarnegård 2018 ‘Making Gender Visible in Election Violence: Strategies for Data Collection’. Politics & Gender 14(4): 690–95; Bjarnegård, Elin, Sandra Håkansson, and Pär Zetterberg. 2019. ‘Gender and Violence against Political Candidates: Lessons from Sri Lanka’. European Consortium for Political Research (ECPR) Joint Sessions:, Mons, Belgium; Piscopo, Jennifer M. 2016. ‘State Capacity, Criminal Justice, and Political Rights. Rethinking Violence against Women in Politics’. Política y gobierno 23(2): 437–58.

[13] რეზოლუცია 66/130.

[14]United Nations (UN). 2013. “Measures Taken and Progress Achieved in the Promotion of Women and Political Participation: Report of the Secretary General.” Report A/68/ 184, 24 ივლისი. https://digitallibrary.un.org/record/755820?ln=en (ნანახია 2019 წლის 12 სექტემბერს).

[15] UN Women and UNDP, 2017, ” Preventing violence against women in elections: A Programming Guide”, https://www.unwomen.org/-/media/headquarters/attachments/sections/library/publications/2017/preventing-vaw-in-elections- en.pdf?la=en&vs=3742 (ნანახია 2019 წლის 12 სექტემბერს).

[16] იხ. https://www.ccre.org/docs/charte_egalite_en.pdf

[17] SAP International. 2008. Combating VAWIP: Revisiting Policies, Politics and Participation. 2nd South Asian Regional Conference: Kathmandu: SAP International.

[18] Acobol, (Asociación de Concejalas de Bolivia). 2012. ‘Acoso y Violencia Política En Razón de Género Afectan El Trabajo Político y Gestión Pública de Las Mujeres’. ხელმისაწვდომია: http://acobol.org.bo.

[19] Ley No243 Contra el Acoso y Violencia Politica hacia las Mujeres. მთლიანი ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: https://www.comunicacion.gob.bo/?q=20130725/ley-n%C2%BA243-contra-el-acoso-y-violencia-politica-hacia-las-mujeres (ნანახია 2019 წლის 12 სექტემბერს).

[20]  Bardall, Gabrielle. 2011. Breaking the Mold: Understanding Gender and Electoral Violence. Washington D.C.: IFES.

[21] Huber, Jessica and Lisa Kammerud. 2017. Violence Against Women in Elections: A Framework for Assessment, Monitoring, and Response. Washington D.C.: IFES.

[22] https://www.coe.int/en/web/no-hate-campaign/bookmarks-connexions

[23]National Democratic Institute (NDI), 2016, “Votes without Violence: A Citizen Observer’s Guide to Addressing Violence against Women in Elections.” https://www.ndi.org/votes-without-violence-guide (ნანახია 2019 წლის 12 სექტემბერს).

[24] Bjelland, Heidi Fischer, and Tore Bjørgo. 2014. Trusler Og Trusselhendelser Mot Politikere: En Spørreundersøkelse Blant Norske Stortingsrepresentanter Og Regjeringsmedlemmer. PHS Forskning, 2014: 4; Every-Palmer, Susanna, Justin Barry- Walsh, and Michele Pathé. 2015. ‘Harassment, Stalking, Threats and Attacks Targeting New Zealand Politicians: A Mental Health Issue’. Australian & New Zealand Journal of Psychiatry 49(7): 634–41; James, David V. et al. 2016. ‘Harassment and Stalking of Members of the United Kingdom Parliament: Associations and Consequences’. The Journal of Forensic Psychiatry & Psychology 27(3): 309–30; Pathé, Michele, Jane Phillips, Elke Perdacher, and Ed Heffernan. 2014. ‘The Harassment of Queensland Members of Parliament: A Mental Health Concern’. Psychiatry, Psychology and Law 21(4): 577–84.

[25] Herrick, Rebekah et al. 2019. ‘Physical Violence and Psychological Abuse against Female and Male Mayors in the United States’. Politics, Groups, and Identities (In print).

[26] Bjelland & Bjørgo, 2014.

[27] http://www.senat.fr/fileadmin/Fichiers/Images/redaction_multimedia/2019/2019- Documents_pdf/20191002_4_Dossier_de_presse_Plan_de_securite_des_maires.pdf

[28]Miftari, Edita (2019) Violence Against Women in Politics in Bosnia and Herzegovina. Westminster Foundation for Democracy (WFD) https://www.wfd.org/wp-content/uploads/2019/07/Violence-Against-Women-in-Politics-BiH-WFD2019.pdf

[29]https://www.wfd.org/2018/08/06/violence-against-women-in-politics-case-study-ukraine/

[30]Bjørgo, Tore & Silkoset, Emilie. (2017). Trusler og trusselhendelser mot politikere: En spørreundersøkelse blant norske stortingsrepresentanter og regjeringsmedlemmer. PHS Forskning, 2017:5; Erikson, Josefina, Sandra Håkansson, and Cecilia Josefsson. 2019. ‘The Downside of Social Media: Swedish MPs’ Experiences of Gendered Online Abuse’. European Consortium for Political Research (ECPR) Joint Sessions: Mons, Belgium; Gorrell, G. et al. 2018. Twits, Twats and Twaddle: Trends in Online Abuse towards UK Politicians.’ Twelfth International AAAI Conference on Web and Social Media. 25-28 Jun 2018, California, USA. AAAI Press , გვ. 600-603.

[31] Report of the Special Rapporteur on violence against women, its causes and consequences on violence against women in politics; Violence against women in politics.

[32] Höglund, Kristine. 2009. ‘Electoral Violence in Conflict-Ridden Societies: Concepts, Causes, and Consequences’. Terrorism and Political Violence 21(3): 412–27.

[33] Alesina, Alberto, Salvatore Piccolo, and Paolo Pinotti. 2016. ‘Organized Crime, Violence, and Politics’. NBER Working Papers 22093; Daniele, Gianmarco, and Gemma Dipoppa. 2017. ‘Mafia, Elections and Violence against Politicians’. Journal of Public Economics (154): 10–33.

[34] Wallin, Sanna, and Carl Command. 2015. Politikernas Trygghetsundersökning 2015: Förtroendevaldas Utsatthet under Valåret 2014. Stockholm: Brottsförebyggande rådet. NBN:SE:BRA-627.

[35] Collier, Paul. 2009. Wars, Guns, and Votes: Democracy in Dangerous Places. New York: Harper Perennial; Dal Bó, Ernesto, Pedro Dal Bó, and Rafael Di Tella. 2006. ‘“Plata o Plomo?” Bribe and Punishment in a Theory of Political Influence’. American Political Science Review 100(1): 41–53.

[36] Mueller, Susanne D. 2011. ‘Dying to Win: Elections, Political Violence, and Institutional Decay in Kenya’. Journal of Contemporary African Studies 29(1): 99–117.

[37] Daniele and Dipoppa, 2017.

[38] Bjarnegård, Håkansson, and Zetterberg, 2019.

[39] https://www.theguardian.com/world/2012/jun/07/golden-dawn-tv-assault-greece

[40] Krook and Restrepo Sanín, 2016.

[41] https://www.nytimes.com/2017/03/08/world/europe/spain-women-sexism.html

[42]https://www.independent.co.uk/news/world/europe/germany-charity-event-sexism-all-male-bremen-karoline-linnert-women- controversy-a8740216.html

[43]Biroli, Flávia. 2016. ‘Political violence against women in Brazil: expressions and definitions’. Revista Direito e Práxis 7(15); Krook, Mona Lena. 2017. ‘Violence Against Women in Politics’. Journal of Democracy 28(1): 74–88.

[44] Bardall, 2011.; Bjarnegård, Elin. 2016. ‘Gender and Election Violence - the Case of the Maldives’. Conference Paper IPSA, Poznan, Poland; Håkansson, Sandra. 2019. ‘Do Women Pay a Higher Price for Power? Gender Bias in Political Violence in Sweden’. Journal of Politics Conditionally accepted.

[45] Inter-Parliamentary Union. 2016. Sexism, harassment and violence against women parliamentarians. Geneva. Issues Brief.

[47] Nikoghosyan, Anna, 2018, Armenia’s female councillors were abused for challenging the patriarchal political system, https://oc- media.org/opinion-armenias-female-councillors-were-abused-for-challenging-the-patriarchal-political-system/#more-10759 [ბოლოს ნანახია 2019 წლის 16 სექტემბერს].

[48] იხ. მაგ: თავდასხმა შვედეთის ადგილობრივ პოლიტიკოსზე, პატრიკ ლილეგოლდზე, რომელიც პოლიტიკურმა ოპონენტებმა გააუპატიურეს: https://www.independent.co.uk/news/world/europe/sweden-politician-patrik-liljegl-d-raped-knifepoint-falun-left-party-democracy- a7949991.html

[49] Bardall, 2011; Bjarnegård, 2016; Bjarnegård, Håkansson, and Zetterberg, 2019.

[50] Krook, Mona Lena, and Juliana Restrepo Sanín. 2019. ‘The Cost of Doing Politics? Analyzing Violence and Harassment against Female Politicians’. Perspectives on Politics: 1–16.

[51] See for example Miftari 2019, Bardall 2013, Bjarnegård 2016, Krook and Restrepo Sanín 2016, Bjarnegård, Håkansson and Zetterberg 2019, IPU 2016, WFD 2018.

[52] Bardall, Gabrielle. 2013. ‘Gender-Specific Election Violence: The Role of Information and Communication Technologies’. Stability: International Journal of Security and Development 2(3).

[53] https://www.lexpress.fr/actualite/societe/une-elue-porte-plainte-contre-stephane-ravier-pour-sexisme_2060917.html)

[54] Fitzgerald, Louise F. and Lilia M. Cortina. 2018. “Sexual harassment in work organizations: A view from the 21st century.” In C. B Travis, J. W. White, A. Rutherford, W. S. Williams, S. L. Cook, & K. F. Wyche (Eds.), APA handbooks in psychology series. APA handbook of the psychology of women: Perspectives on women's private and public lives (pp. 215-234). Washington, DC, US: American Psychological Association.

[55] Mahoney, Anna, Meghan Kearney, and Carly Shaffer. 2019. ‘#MeToo in the State House’. ამჟამად გამოუქვეყნებელი ხელნაწერი გადახედვის პროცესშია.

[56] იქვე.

[57] Fitzgerald and Cortina, 2018.

[58] იხ. მაგალითები: IPU 2018.

[59] Chrisafis, Angelique. 2016. ‘We can no longer stay silent’: fury erupts over sexism in French politics. https://www.theguardian.com/world/2016/may/13/we-can-no-longer-stay-silent-fury-erupts-over-sexism-in-french-politics [ნანახია 2019 წლის 17 სექტემბერს], IPU 2018.

[60] Miftari, 2019.

[61] იხ. სანდრა ჰაკანსონის მიგნებების მოკლე მიმოხილვა - ‘Do Women Pay a Higher Price for Power? Gender Bias in Political Violence in Sweden’. Journal of Politics Conditionally accepted.

[62] Amnesty International, 2018, Nicola Sturgeon: A Case Study in Violence Against Women Online.

https://www.amnesty.org/en/latest/research/2018/03/nicola-sturgeon-online-violence-against-women/

[63] The Local (2015), “Norway pm Opens Up about Online Abuse”, ხელმისაწვდომია:

http://www.thelocal.no/20151201/norway-pm-opens-up-about-onlineabuse

[ნანახია 2015 წლის 2 დეკემბერს].

[64] Ward, Stephen J., and Liam Mcloughlin. 2017. “Turds, Traitors and Tossers : The Abuse of UK MPs via Twitter.” In ECPR Joint Sessions 2017, University of Nottingham: European Consortium for Political Research (ECPR).

[65] Erikson, Håkansson, and Josefsson, 2019.

[66] https://www.theguardian.com/commentisfree/2019/may/18/when-the-far-right-crack-rape-jokes-part-of-a-systemic-bid-to- demean

[67]  IPU, 2016.

[69] მაგ: Bjelland and Silokset, 2017; Every-Palmer, Barry-Walsh, and Pathé, 2015.; James et al., 2016.; Pathé, Phillips, Perdacher, and Heffernan, 2014.; Wallin and Command, 2015.

[70] იხ: https://www.efe.com/efe/english/portada/court-to-investigate-insults-threats-madrid-mayor-in-local-police-chat/50000260- 3443942 [ბოლოს ნანახია 2019 წლის 9 სექტემბერს].

[71] Bardall, 2011; Krook and Restrepo Sanín, 2016.

[72] Miftari, 2019.

[73] იქვე.

[74] E.g. Bardall, 2011.

[75] Bjarnegård, Håkansson, and Zetterberg, 2019; Vásquez García, Verónica. 2011. Usos y Costumbres y Cuidadanía Femenina. Hablan Las Presidentas Municipales de Oaxaca, 1996-2010. Mexico: Cámara de Diputados, LXI Legislatura, Colegio de Postraduados/Miguel Ángel Porrúa.

[76] Bjarnegård, Håkansson, and Zetterberg, 2019; Vásquez García, 2011.

[77] მიმოხილვა იხ. Fitzgerald and Cortina, 2018.

[78] იქვე.

[79] იქვე.

[80] იქვე.

[81] Daniele, Gianmarco. 2017. ‘Strike One to Educate One Hundred: Organized Crime, Political Selection and Politicians’ Ability’. Journal of Economic Behavior & Organization; Pinotti, Paolo. 2012. Organized Crime, Violence and the Quality of Politicians: Evidence from Southern Italy. Rochester, NY: Social Science Research Network. SSRN Scholarly Paper.w

[82] Frenzel, Anna. 2017. Politikernas Trygghetsundersökning 2017. Förtroendevaldas Utsatthet Och Oro För Trakasserier, Hot Och Våld 2016. Stockholm: Bråttsförebyggande rådet.

[83] Ibid.

[84] Bjørgo, Tore & Silkoset, Emilie. (2017). Trusler og trusselhendelser mot politikere: En spørreundersøkelse blant norske stortingsrepresentanter og regjeringsmedlemmer. PHS Forskning, 2017:5.

[85] იხ. მაგალითად,https://www.somersetlive.co.uk/news/somerset-news/bath-councillor-quits-post-claiming-2636794; https://sverigesradio.se/sida/artikel.aspx?programid=161&artikel=6746402

[86] Amnesty International, 2018, Nicola Sturgeon: A Case Study in Violence Against Women Online. https://www.amnesty.org/en/latest/research/2018/03/nicola-sturgeon-online-violence-against-women/

[87]Report of the Special Rapporteur on violence against women, its causes and consequences on violence against women in politics; Violence against women in politics.

[88]Lawless, Jennifer L., and Richard L. Fox. 2010. It Still Takes A Candidate: Why Women Don’t Run for Office. 2nd ed. Cambridge: Cambridge University Press.

[89] Bjørgo, Tore & Silkoset, Emilie. (2017). Trusler og trusselhendelser mot politikere: En spørreundersøkelse blant norske stortingsrepresentanter og regjeringsmedlemmer. PHS Forskning, 2017:5.

[90] Frenzel, 2017.

[91] Bjørgo and Silkoset, 2017.

[92] ასევე, იხ. შემთხვევა შვეიცარიაში: https://www.euronews.com/2018/09/20/swiss-politicians-online-abuse

[93]Amnesty International. 2018. Toxic Twitter - A Toxic Place for Women. https://www.amnesty.org/en/latest/research/2018/03/online-violence-against-women-chapter-1/.

[94] Frenzel, 2017.

[95] The Guardian, 2013, Italy's first black minister: I had bananas thrown at me but I'm here to stay, https://www.theguardian.com/world/2013/sep/08/cecile-kyenge-quest-for-tolerance [ნანახია 2019 წლის 16 სექტემბერს]

[96] Inter-Parliamentary Union, 2016.

[97]Holligan, Anna, 2016, Dutch race hate row engulfs presenter Sylvana Simons, BBC News, https://www.bbc.com/news/world- europe-38089469 [ბოლოს ნანახია 2019 წლის 16 სექტემბერს]

[98]Kuperberg, Rebecca. 2019. ‘Evidence from the Twitter “Cesspit”: Antisemitic and Islamophobic VAWIP in the United Kingdom’. European Consortium for Political Research (ECPR) Joint Sessions: Mons, Belgium.

[99] იქვე.

[100]Krook and Restrepo Sanín, 2016.

[101] Kuperberg, 2019.

[102] Local Government Association. 2019. Intimidation in public life: House of Commons Briefing.

https://www.local.gov.uk/sites/default/files/documents/LGA%20briefing%20-%20Intimidation%20in%20public%20life%20- %20HoC%20210519%20-FOR%20WEB.pdf [ნანახია 2019 წლის 17 სექტემბერს]

[103] იქვე.

[104] Verhelst, Tom, Herwig Reynaert and Kristof Steyvers (2013) Political recruitment and career development

of local councillors in Europe. In: Egner, Björn, David Sweeting D and Pieter-Jan Klok (eds) Local Councillors in Europe. Urban and Regional Research International, vol 14. Springer VS, Wiesbaden. გვ. 27-49.

[105] ადგილობრივ არჩევნებში ეროვნული პარტიების როლის მიმოხილვა ხელმისაწვდომია აქ: Razin, Eran (2013) Councillors and their parties. In: Egner, Björn, David Sweeting D and Pieter-Jan Klok (eds) Local Councillors in Europe. Urban and Regional Research International, vol 14. Springer VS, Wiesbaden გვ. 51-62.

[106] United Nations (UN). 2013. Measures Taken and Progress Achieved in the Promotion of Women and Political Participation: Report of the Secretary General. Report A/68/ 184, July 24. https://digitallibrary.un.org/record/755820?ln=en (ნანახია 2019 წლის 12 სექტემბერს).

[107] Report of the Special Rapporteur on violence against women, its causes and consequences on violence against women in politics; Violence against women in politics.

[108]Bjarnegård, Elin. 2017. ‘Gender and Election Violence: Advancing the Comparative Agenda’. Comparative Politics Newsletter 27(1): 11–15.

[109] უფსალის მუნიციპალიტეტი, https://www.uppsala.se/organisation-och-styrning/nyheter-och-pressmeddelanden/uppsala-kommun- far-pris-for-sakerhetsarbete/ [ნანახია 2019 წლის 9 სექტემბერს]

[110] უფსალის მუნიციპალიტეტი. https://skl.se/download/18.294971d715e84cab8c784275/1505981931067/Verktygslada-trygg-saker- fortroendevald-Uppsala-kommun.pdf [ნანახია 2019 წლის 9 სექტემბერს]

[111] უფსალის მუნიციპალიტეტი. https://skl.se/download/18.294971d715e84cab8c783b8a/1505981107731/Rutin-hantering-hot-vald- uppsala-kommun.pdf [ნანახია 2019 წლის 9 სექტემბერს]

[112] Palmieri, Sonia. 2011. Gender-Sensitive Parliaments. A Global Review of Good Practice. Geneva: Inter-Parliamentary Union.

[113]Fitzgerald and Cortina, 2018; Willness, Chelsea. R., Piers Steel & Kibeom Lee. 2007. A meta-analysis of the antecedents and consequences of workplace sexual harassment. Personnel Psychology, 60(1), 127-162.

[114]Hulin, Charles L., Louise F. Fitzgerald, and Fritz Drasgow. 1996. “Organizational Influences on Sexual Harassment.” In Women and Work: A Research and Policy Series, Vol. 5. Sexual Harassment in the Workplace: Perspectives, Frontiers, and Response Strategies, ed. Margaret S. Stockdale. Thousand Oaks, CA: Sage Publications Inc.

[115] Hulin, Fitzgerald, and Drasgow, 1996.

[116] Fitzgerald and Cortina, 2018.

[117] Bisom-Rapp, Susan. Sex Harassment Training Must Change: The Case for Legal Incentives for Transformative Education and Prevention.Stan. L. Rev. Online 71 (2018): 60; Dobbin, Frank and Alexandra Kalev. 2017. Training Programs and Reporting Systems Won’t End Sexual Harassment. Promoting More Women Will. Harvard Business Review November 15.

[118] Fitzgerald and Cortina, 2018.

[119] იქვე.

[120] Inter-Parliamentary Union. 2012. Plan of Action for Gender-Sensitive Parliaments. Geneva.

[121] See e.g. Alibegović, Dubravka Jurlina, Sunčana Slijepčević and Josip Šipić (2013) ‘The gender gap among local representatives: A potential for local development?’ In: Egner, Björn, David Sweeting D and Pieter-Jan Klok (eds) Local Councillors in Europe. Urban and Regional Research International, vol 14. Springer VS, Wiesbaden. გვ.181-202.

[122] Childs, Sarah. 2016. The Good Parliament. University of Bristol.

[123] იქვე.

[124] Palmieri, Sonia. 2018. ‘Gender-Sensitive Parliaments’. Oxford Research Encyclopedia of Politics.

[125] Campbell, Rosie, and Sarah Childs. 2014. ‘Parents in Parliament: “Where’s Mum?”’ The Political Quarterly 85(4): 487–92.

[126] Childs, 2016.

[127]Inter-Parliamentary Union, 2012.

[128] მიმოხილვისთვის, იხ. Bohnet, Iris. 2016. What Works: Gender Equality by Design. Cambridge/London: The Belknap Press of Harvard University Press.

[129] Bohnet, Iris. 2016. What Works: Gender Equality by Design. Cambridge/London: The Belknap Press of Harvard University Press.

[130]  იქვე.