MINISTERS’ DEPUTIES

DÉLÉGUÉS DES MINISTRES

Recommendations

Recommandations

CM/Rec(2015)3

21/01/2015

Title of Recommendation in English ACCESS OF YOUNG PEOPLE FROM DISADVANTAGED NEIGHBOURHOODS TO SOCIAL RIGHTS

Unofficial translation into Georgian

Titre de la Recommandation en français ACCÈS DES JEUNES DES QUARTIERS DÉFAVORISÉS AUX DROITS SOCIAUX

Traduction non officielle en géorgien

Translated title დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა სოციალურ უფლებებზე

 

დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა სოციალურ უფლებებზე

რეკომენდაცია CM/Rec(2015)3

(მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, მინისტრების მოადგილეების 1217-ე შეხვედრაზე, 2015 წლის 21 იანვარს)

მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს წესდების 15.b მუხლის შესაბამისად,

ითვალისწინებს რა ევროპის საბჭოს მიზანს, გაზარდოს წევრებს შორის ერთიანობა, კერძოდ, საერთო პრინციპებზე დაფუძნებული ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობის გზით,

ითვალისწინებს რა ევროპის სოციალურ ქარტიას, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1961 წელს (ETS No. 35), ხოლო შესწორებული ვარიანტი მიღებულ იქნა 1966 წელს (ETS No. 163) (შემდგომში, “ევროპის სოციალური ქარტია), კერძოდ კი ქარტიის 1 მუხლს (შრომის უფლება), მე-7 მუხლს (ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლების დაცვა), მე-9 მუხლს (პროფესიული ორიენტაციის უფლება), მე-10 მუხლს (პროფესიული მომზადების უფლება), მე-11 მუხლს (ჯანმრთელობის დაცვის უფლება), მე-15 მუხლს (შრომისუუნარო პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება), მე-17 მუხლს (ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება), მე-19 მუხლს (მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლება დაცვასა და დახმარებაზე), 21-ე მუხლს (ინფორმაციითა და კონსულტაციებით სარგებლის უფლება), 30-ე მუხლს (სიღატაკისა და სოციალური გარიყვისაგან დაცვის უფლება) და 31-ე მუხლს (უფლება საცხოვრებელ ადგილზე), აგრეთვე, სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის შესაბამის დასკვნებსა და გადაწყვეტილებებს და სამთავრობო კომიტეტის ანგარიშებს,

ითვალისწინებს რა მინისტრთა კომიტეტის CM/Res(2008)23 რეზოლუციას ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ,

ითვალისწინებს რა მინისტრთა კომიტეტის მიერ წევრი სახელმწიფოებისათვის გაცემულ შემდეგ რეკომენდაციებს:

        რეკომენდაცია Rec(2003)8 ახალგაზრდების არაფორმალური განათლების/სწავლის ხელშეწყობისა და აღიარების შესახებ;

        რეკოენდაცია Rec(2003)19 სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ;

        რეკომენდაცია Rec(2004)13 ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ;

        რეკომენდაცია Rec(2006)5 ევროპის საბჭოს 20106-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, სახელწოდებით “შშმ პირების უფლებებისა და საზოგადოებაში სრული მონაწილეობის ხელშეწყობა: ევროპაში შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება”;

        რეკომენდაცია CM/Rec(2007)13 განათლებაში გენდერის მეინსტრიმინგის შესახებ;

        რეკომენდაცია CM/Rec(2010)7, რომელიც შეეხება ევროპის საბჭოს ქარტიას დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების და ადამიანის უფლებების შესახებ განათლების თაობაზე; 

        რეკომენდაცია CM/Rec(2011)12 ბავშვების უფლებებისა და ბავშვებისა და ოჯახებისათვის მეგობრული სოციალური მომსახურების შესახებ;

        რეკომენდაცია CM/Rec(2011)14 პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში შშმ პირების მონაწილეობის შესახებ;

ითვალისწინებს რა საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციას 1437 (2000) “არაფორმალური განათლების შესახებ” და რეკომენდაციას 1978 (2011) სახელწოდებით “ახალგაზრდების უფლებების შესახებ ევრიპული ჩარჩო-კონვენციისკენ”, აგრეთვე, კომიტეტის მინისტრების პასუხებს აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით;

ითვალისწინებს რა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის შესწორებულ ევროპულ ქარტიას, რომელიც შეეხება ახალგაზრდების მონაწილეობას ადგილობივ და რეგიონულ ცხოვრებაში, და 319 (2010) რეზოლუციას დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაციაზე;

ამასთან, ითვალისწინებს რა:

– ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ევროპელი მინისტრების მე-5 კონფერენციაზე მიღებულ საბოლოო დეკლარაციას (ბუქარესტი, 1998 წლის 27-29 აპრილი) და კერძოდ, ახალგაზრდების მონაწილეობასა და აქტიურ მოქალაქეობაზე, არა-ფორმალურ განათლებაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალურ ურთიერთგათანაბრებასთან დაკავშირებულ მითითებებს;

– ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ევროპელი მინისტრების მე-6 კონფერენციაზე მიღებულ საბოლოო დეკლარაციას (სალონიკი, 2002 წლის 7-9 ნოემბერი) და კერძოდ მითითებებს, რომელიც შეეხება ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი დაუცველი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების ხელმისაწვდომობას მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე, და ზოგად საერთო პრინციპებზე დაფუძნებული ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას, ხოლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ახალგაზრდებისა და მათი ინტერესების დამცვლი ორგანიზაციების მაქსიმალური მონაწილეობას;

– ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მესამე სამიტზე დამტკიცებულ დეკლარაციასა და სამოქმედო გეგმას (ვარშავა, 2005 წლის 16-17 მაისი), სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭო ახალგაზრდულ სფეროში საკუთარ უნიკალურ პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს;

– დეკლარაციას “გენდერული თანასწორობის რეალობად ქცევის” შესახებ, რომელიც 2009 წელს იქნა მიღებული და სადაც მინისტრთა კომიტეტი სახელმწიფოებს მოუწოდებს, ბოლომდე იკისრონ დე-იურე და დე-ფაქტო თანასწორობას შორის არსებული ვაკუუმის ამოვსების ვალდებულება ეფექტური გენდერული მეინსტრიმინგის საშუალებით;

– “სტრასბურგის დეკლარაციას ბოშების შესახებ” (CM(2010)133), რომელიც მინისტრთა კომიტეტმა 2010 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, და რომელშიც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები თანმხდებიან, მიიღონ ანტი-დიკსრიმინაციული დეკლარაცია და განახორციელონ იგი - კერძოდ, დასაქმების, სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფის სფეროებში, საცხოვრებელი ადგილისა და ისეთი ძირითადი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ჩათვლით, როგორებიცაა ჯანდაცვა და განათლება.

–ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ევროპელი მინისტრების მე-8 კონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციას და 2020 წლის დღის წესრიგს - პროგრამას ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის მომავლისათვის;

– რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაციას No. 13 (CRI(2011)37) ანტიბოშური განწყობებისა და ბოშების წინააღმდეგ დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ;

ითვალისწინებს რა ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოს ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური ინკლუზიისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისათვის, კერძოდ “Enter!” პროექტის საშუალებით, რომელიც 2009 წლიდან ხორციელდება;

ხაზს უსვამს რა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, სტაბილურ დასაქმებას, ცხოვრების ღირსეულ პირობებს, ადექვატურ ტრანსპორტს, ჯანდაცვას, ტექნოლოგიას და სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მონაწილეობას, როგორც ყველა ახალგაზრდის ინკლუზიისა და აქტიური მოქალაქეობის წინაპირობას;

აცნობიერებს რა, რომ სრული ავტონომიისა და სრულწლოვნების ეტაპზე გადასვლის პროცესში, დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი სიღარიბეში მცხოვრები ახალგაზრდები, უფრო მეტად მოწყველადები არიან ყველა სახის რისკის მიმართ, მათ შორის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის პრობლემების, ალკოჰოლის და ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების, თვითდაზიანების, ძალადობის, დისკრიმინაციისა და გარიყვის რისკის მიმართ.

აღიარებს რა, რომ დაუცველი რაიონების წარმომადგენელი არაერთი ახალგაზრდა მოტივირებულია, რომ წვლილი შეიტანოს თავისი და თავისი თემის მდგომარეობის გაუმჯობესებაში; და აღიარებს რა იმ პოზიტიურ როლს, რომელიც აღნიშნულ ახალგაზრდებსა და მათი ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომ ითამაშონ სოციალური ურთიერთგათანაბრების საქმეში;

ითვალისწინებს რა ევროპის მასშტაბით მიმდინარე დემოგრაფიულ ცვლილებებს და მიგრაციის საკითხებს, რომელიც ახალგაზრდებსაც ეხებათ;

წუხს რა ევროპული ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში ახალგაზრდების სოციალური მდგომარეობისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მუდმივ გაუარესებასთან დაკავშირებით,

1. წევრი სახელმწიფოების მთავრობებს რეკომენდაციას აძლევს, შეიმუშაონ და განახორციელონ მდგრადი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკა, დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების სპეციფიური მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით. აღნიშნული პოლიტიკა უნდა შემუშავდეს სიღარიბის, დისკრიმინაციის, ძალადობისა და გარიყვის პრევენციასა და აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ახალგაზრდებს ემუქრება, შემდეგი ძალისხმევის გამოყენებით:

a.       დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი და ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული საჯარო სერვისებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფით განათლებისა და მომზადების, დასაქმებისა და საქმიანობის, ჯანმრთელობის, საცხოვრებლის, ინფორმაციისა და კონსულტაციის, სპორტის, დასვენებისა და კულტურის მიმართულებით;

b.      კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა გაუქმდეს სეგრეგაცია და იზოლაცია, რომელიც დაუცველი რაიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებზე უარყოფით გავლენას ახდენს, მიუხედავად აღნიშნული უბნების მდებარეობისა;

c.       რეალური შესაძლებლობებისა და პროგრამების ხელშეწყობა დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების კონსულტაციისა და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება მათი საცხოვრებელი გარემოს დაგეგმვასა და მართვას;

d.      კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა ყველა ახალგაზრდამ შეძლოს ითამაშოს აქტიური როლი საზოგადოებაში, დისკრიმინაციის გარეშე;

e.       არა-ფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული დასაქმების, აგრეთვე, მათი განმახორციელებლების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდული მუშაკებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების როლის მნიშვნელობის აღიარება დაუცველ უბნებში დისკრიმინაციის, ძალადობისა და გარიყვის პრევენციისა და აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობისათვის, და მათი განვითარებისათვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

f.        დაუცველი რაიონებისათვის ახალგაზრდული პოლიტიკის შესაქმნელად გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების შემუშავება და ახალგაზრდა ქალებისა და ახალგაზრდა მამაკაცების შესაძლებლობების განვითარებისა და თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მხარდაჭერის აღმოჩენა;

2.  წევრი სახელმწიფოების მთავრობებს რეკომენდაციას აძლევს, გაითვალისწინონ წინამდებარე რეკომენდაციის დანართში შემოთავაზებული ღონისძიებები პოლიტიკისა და პროგრამების ფორმულირებისა და განხორციელების პროცესში, და ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობებსაც ურჩიონ იგივე;

3. წევრ სახელმწიფოებში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანოებს რეკომენდაციას აძლევს, უზრუნველყონ წინამდებარე რეკომენდაციის, მათ შორის მისი დანართის თარგმნა და მაქსიმალურად ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგზრდებში, ახალგაზრდების შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

4. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიმართავს თხოვნით, წინამდებარე რეკომენდაციაზე მიმართოს “ევროპული კულტურული კონვენციის” (ETS No. 18) სახელმწიფო მხარეების მთავრობების ყურადღება, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები.

CM/Rec(2015)3 რეკომენდაციის დანართი

რეკომენდირებული ღონისძიებები დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების სოციალური უფლებების უზრუნველსაყოფად

წინამდებარე დანართში წარმოდგენილია არაერთი ღონისძიება, რომელთა განახორციელებაც შეუძლია ადგილობრივ, რეგიონულ ან ეროვნულ ხელისუფლებას, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, და ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით. ღონისძიებები შემუშავდა ახალგაზრდებთან მუშაობის სფეროში “ადგილზე” მიღებულ გამოცდილებებზე დაყრდნობით, “Enter!” პროექტის საშუალებით, რომლის მართვასაც ახორციელებს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორი სექტორთაშორის პარტნიორებთან ერთად, 2009 წლიდან. აღნიშნული ღინისძიებები ეფუძნება დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცხოვრებაში არსებულ რეალობებს და ახალგაზრდობის საკითხთა მუშაკების პოლიტიკის მესვეურების, მკვლევარებისა და ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის ყველა დაინტერესებული მხარის გამოცდილებებს. ღონისძიებები ქმნის ერთგვარ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე, მოახდენენ იმ ახალგაზრდების მხარდასაჭერი ძალისხმევის კონცეპტუალიზაციას, რომლებიც აწყდებიან პრობლემებს სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს განსაკუთრებით ეხებათ დაუცველი რაიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებს.

აღნიშნული წინადადებების განხორციელება ახალგაზრდებისათვის სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს, თუმცა, მათ ყველაზე დიდი გავლენა ექნებათ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც დაუცველი რაიონებიდან არიან და უფრო მეტად ემუქრებათ ძალადობის, გარიყვისა და დისკრიმინაციის საფრთხე.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი წევრ სახელმწიფოებში ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოებს მოუწოდებს, მოახდინონ წინამდებარე რეკომენდაციისა და წინადადებების გავრცელება და განხორციელება, მათ შორის ეროვნულ ახალგაზრდულ და სოციალურ პოლიტიკაში მათი ინტეგრაციის გზით, მათ შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ინფორმირებით, მათ მიერ გაწეული განხორციელების ძალისხმევის მხარდაჭერით და აგრეთვე, ახალგაზრდებისათვის სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სექტორთაშორისი და უწყებათაშორისი პარტნიორობის ინიცირებით. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი დაუცველ რაიონებში მაცხოვრებელი ახალგაზრდების წარმომადგენლების მონაწილეობა წინამდებარე რეკომენდაციასთან დაკავშირებულ დისკუსიაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, ჩაერთონ წინამდებარე რეკომენდაციის შედეგად ახალგაზრდების მიერ განხორციელებული პროგრესისა და სოციალური პოლიტიკის ინიციატივების შემდგომი სამუშაოების, აღრიცხვისა და შეფასების პროცესში, ინტერდისციპლინარული მიდგომის გამოყენებით, რაც შეიძლება მეტი რელევანტური წყაროებიდან ახალგაზრდების საჭიროებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებით, სოციალური პარტნიორების მაქსიმალურად ფართო სპექტრის ჩართვითა და აღნიშნულ ძალისხმევაში თანაბარი პარტნიორების სახით ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარეების (მაგ. ახალგაზრდები დაუცველი რაიონებიდან, ახალგაზრდობის საკითხთა მუშაკები და ახალგაზრდული ორგანიზაციები) მონაწილეობის უზრუნველყოფით. აღნიშნული ძალისხმევის ამომავალი წერტილი უნდა იყოს დაუცველ რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდების რეალობა, რომელსაც ხშირად განსაზღვრავს მრავლობითი დისკრიმინაცია, სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა და მარგინალიზაცია.

A. იმ ახალგაზრდების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რომლებიც დაუცველი რაიონებიდან არიან

i. განათლება და ტრენინგი

ახალგაზრდები დაუცველ რაიონებში ხშირად აწყდებიან არაერთ ბარიერს, რომელიც მათ განათლების უფლებით სრულად სარგებლობას უზღუდავს, და გამოწვევებს, რომელიც მათ საკუთარი საგანმანათლებლო პოტენციალის რეალიზების საშუალებას ართმევს. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის ნაკლებობას, ისევე როგორც განათლების დაბალ ხარისხსა და აკადემიურ წარუმატებლობას. ქვემო მოყვანილი ღონისძიებები დაუცველ რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაეხმარება განათლების უფლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში:

_        სკოლამდელი განათლებიდან სკოლის შემდგომი განათლების ჩათვლით, განათლებისა და მომზადების სფეროში ინვესტირება დაუცველ რაიონებში;

_        გენდერულად მგრძნობიარე და სხვა ფორმის ბენეფიციარების ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტირების განხორციელება, საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სარგებლობის ხელშესაწყობად;

_        საგანმანათლებლო პროგრამების განახლება, რათა ისინი უფრო მეტად შეესაბამებოდნენ ახალგაზრდების საჭიროებებს დასაქმებადობის თვალსაზრისით და იმ გამოწვევებს, რომლებსაც აწყდებიან ახალგაზრდები შრომის ბაზარზე შესვლისას;

_        უზრუნველყოფა იმისა, რომ პროფესიული განათლება გახდეს უფრო მიმზიდველი და რელევანტური იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც აკადემიურ მეთოდებს არ არიან მიჩვეულები;

_        სკოლების სისტემაში პროფესიული ორიენტაციის სტატუსის, აღიარებისა და რესურსების გაუმჯობესება;

_        დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა (წიგნების, ტანსაცმლის, საკვების საყიდლად და ა.შ.) მათთვის, ვისაც არ შეუძლიათ სწავლასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების დაფარვა, რათა განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ იყოს დამოკიდებული ახალგაზრდების ან მათი ოჯახების ფინანსურ რესურსებზე;

_        ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლის საშუალებითაც სკოლები და საგანმანათლებლო სფეროს მუშაკები შეძლებენ სწავლასთან დაკავშირებული და სოციალური პრობლემებისა და იმ კულტურული ან ნებისმიერი სხვა ბარიერის შეფასებასა და იდენტიფიცირებას, რომელიც განათლების მაქსიმალურად ადრე დასრულებას აფერხებს, და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვების პრევენციის მიზნით;

_        “განათლების მეორე შანსისთვის” ხარისხიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფა იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც განათლება ნაადრევად მიატოვეს, მათ შორის არაფორმალური განათლება და მობილური პროგრამები, რაც გაზრდის თავდაჯერებას და სამეწარმეო და სამუშაო ადგილზე დაფუძნებულ მომზადებას საჭირო უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაძენად;

_        სკოლებს, ახალგაზრდულ მუშაკებსა და დამოუკიდებელ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის არაფორმალური საგანმანათლებლო პარტნიორობის ხელშეწყობა, რაც იქნება იმ ჰოლისტიკური უწყვეტი სწავლების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეების საჭიროებებსა და მათ აქტიურ მონაწილეობაზე;

_        სკოლების საგანმანათლებლო პროგრამებში დემოკრატიული მოქალაქეობის განათლებისა და ადამიანის უფლებების განათლების შეტანა, განსაკუთრებით დაწყებითი და საშუალო განათლების ქვედა საფეხურის ეტაპებზე, და მასწავლებლებსა და ახალგაზრდულ მუშაკებს შორის პარტნიორობების შექმნა, რათა მათ მხარი დაუჭირონ ერთმანეთის საქმიანობას;

_        მედიაციური აქტივობების საშუალებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა, მათ შორის, სკოლა გახდეს ბულინგისგან და აგრეთვე, ცრურწმენების, დისკრიმინაციის, სეგრეგაციის, სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის ყველა სხვა ფორმის ნებისმიერი გამოვლინებისგან თავისუფალი და უსაფრთხო;

_        სრულფასოვანი ჯანმრთელობის, ნუტრიციული და სექსუალური განათლებისა და ინფორმაციის ხელშეწყობა ახალგაზრდებისათვის, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება;

_        სკოლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სტუდენტების მიერ არჩეული წარმომადგენლის მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვით მონაწილეობითი სკოლის თემების შექმნა;

_        მასწავლებლის გადამზადების პროგრამების ადაპტირება იმ გამოწვევებთან, რომელიც დაუცველი რაიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან მუშაობის უკავშირდება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ახალი თემების (მაგ. სოციალური საკითხები, სოციალური იდენტობა და ახალგაზრდების პრობლემები) და მიდგომების (მაგ.ინტერკულტურული, გენდერული თანასწორობისა და მედიაციის მიდგომები) დანერგვის გზითა და დაუცველი რაიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ახლოს მომუშავე პროფესიონალებსა (მაგ. ახალგაზრდული მუშაკები) და გადამზადების პროგრამებს შორის პარტნიორობების შექმნით;

_        სხვადასხვა საგანმანათლებლო სექტორებს შორის - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სკოლასა და არა-ფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის  - მოსაწავლეების მობილურობის ხელშეწყობა და წახალისება კონკრეტული ღონისძიებების გამოყენების გზით, მათ შორის არა-ფორმალური და არა-ოფიციალური განათლების/სწავლების შედეგად მიღებული ცოდნის შესაძლო აღიარებისა და სერტიფიცირების გზით;

_        საგანმანათლებლო სტრატეგიებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმ განსაკუთრებული გარემოებებისა და ბარიერების გათვალისწინება, რაც განათლების ხელმისაწვდომობაში ხელს უშლის იმ ახალგაზრდებს, რომელთა ოჯახებიც მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, დროებით მიგრაციაში იმყოფებიან (მაგ. შრომითი მიგრაცია) ან აქვთ ლტოლვილის ან თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი.

ii. დასაქმება და საქმიანობა

ახალგაზრდები, რომლებიც დაუცველ რაიონებში ცხოვრობენ, სერიოზულ გამოწვევბს აწყდებიან დასაქმების ეტაპზე გადასვლის პროცესში, მათ შორისაა კვალიფიკაციების ნაკლებობა, თავდაჯერებულობის დაბალი დონე, სტიგმა და დისკრიმინაცია, ხოლო სამუშაო ბაზარზე მოხვედრის შემდგომ, მათ ხშირად სარისკო სამუშაო პირობებში უწევთ მუშაობა. ამ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ რაიონები, სადაც აღნიშნული ახალგაზრდები ცხოვრობენ, ხშირად პერიფერიული, იზოლირებული და სეგრეგირებულია. ქვემოთ მოყვანილი ღონისძიებები ეფექტურია დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების მდგრადი და უსაფრთხო დასაქმების გადასვლის უზრუნველსაყოფად:

_        სტაჟირების, მომზადებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტირება, რათა ისინი გახდეს ინკლუზიური, დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებული, და ჰქონდეთ წინსვლის მკაფიოდ განსაზღვრული მიმართულება;

_        ყველა შესაძლო ძალისხმევის განვითარება (განსაკუთრებით კანონმდებლობის საშუალებით) იმისათვის, რომ სტაჟირების ანაზღაურება მოხდეს ადექვატურად, რაც დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის სტაჟირების სახით რეალისტურ შესაძლებლობას შექმნის;

_        არსებული მიდგომების გაუმჯობესება და ახალი მიდგომების შემუშავება ახალგაზრდების საინფორმაიო და კარიერულ კონსულტაციასთან დაკავშირებით, იმ კონკრეტული ბარიერების გათვალისწინებით, რომელთაც დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდები აწყდებიან პროფესიული მომზადების, სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების მოძიებისა და მოპოვების პროცესში. 

_        დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში, მათ შორის შესაბამის სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით;

_        შესაბამისი ორგანოების (ადგილობრივ მმართველობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ.) ხელშეწყობა, რათა მათ ითანამშრომლონ სხვა სოციალურ პარტნიორებთან (ადგილობრივ ბიზნესებთან, დიდ კომპანიებთან, პროფესიულ კავშირებთან, ვაჭრობის პალატებთან), რათა შემუშავდეს პროგრამები სამუშაო გამოცდილების მისაღებად იმ ახალგაზრდებისათვის, რომელთაც დამატებითი მხარდაჭერის გარეშე ასეთი გამოდილების მიღება უჭირთ;

_        “youth guarantee” შექმნისა და განხორციელების მიზანშეწონილობის განხილვა, რაც მოიცავს შესაძლებლობებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არცერთი ახალგაზრდა არ დარჩეს განათლების, მომზადებისა თუ დასაქმების გარეშე ოთხ თვეზე მეტი ხნით;

_        არაფორმალური განათლებისა და საზოგადოებრივი სამუშაოს გზით მიღებული გამოცდილებების აღიარება სამუშაო ბაზარზე რელევანტურ გამოცდილებად. აღნიშნული მოითხოვს შესაბამის სოციალურ პარტნიორებს შორის (განათლებისა და ტრენინგის პროვაიდერები, დამსაქმებლები და მათი ასოციაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, ახალგაზრდებთან მუშაობის პროვაიდერები და ა.შ.) კარგი პრაქტიკის გაზიარებას;

_        არსებული საჯარო სერვისების საშუალებით (ახალგაზრდული ცენტრები, საჯარო ბიბლიოთეკები, მედია ცენტრები, ახალგაზრდული საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრები და ა.შ.) ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში ინვესტირება;

_        სამსახურის ახალგაზრდა მაძიებლებისათვის განკუთვნილი კარიერული კონსულტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებების შეტანა ახალგაზრდებთან მუშაობისა და საზოგადოებრივი სამუშაოს პროვაიდერებისა და ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში (სემინარები დასაქმების შესახებ ინფორმაციის მოძიების, CV-ს წერის, გასაუბრების ტექნიკის და ა.შ. შესახებ);

_        ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მიკრო-დაფინანსებისა და კო-ოპერტიული დაფინანსების სქემებზე, რაც გააუმჯობესებს პირობებს ახალგაზრდული სოციალური საწარმოებისა და მეწარმეებისთვის;

_        ხარისხიანი დასაქმების უზრუნველსაყოფად, კერძო სექტორის წარმომადგენელი დაინტერესებული მხარეებისათვის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ბიზნესისათვის, წამახალისებელი საშუალებების შეთავაზება, შესაბამისი საგადასახადო შეღავათებისა და ფინანსური მხარდაჭერის სხვა ფორმების სახით;

_        ბავშვებზე ზრუნვის საჯარო დაწესებულებების ხელმისაწვდომობაში ინვესტირება, რაც შესაძლებელს გახდის სამუშაო საათებთან მუშაობის თვასებადობას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მშობლების ხელმისაწვდომობას შრომის ბაზარზე;

_        საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეებისათვის წამახალისებელი საშუალებების უზრუნველყოფა, რათა განხორციელდეს იმ გამოწვევებისადმი მგრძნობიარე ღონისძიებები, რომლებსაც ახალგაზრდა ოჯახები აწყდებიან თავიანთი სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების ჰარმონიზების პროცესში (დეკრეტული შვებულება მამებისათვის, მოქნილი სამუშაო პირობები, ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებები და ა.შ.); 

_        დასაქმების სტრატეგიებისა და პოლიტიკის შემუშავებისას იმ სპეციფიური ბარიერების გათვალისწინება, რომელსაც აწყდებიან ახალგაზრდები სამსახურის დასაწყებად;

iii. Ⴑაცხოვრისი

ახალგაზრდები, რომლებიც დაუცველ უბნებში ცხოვრობენ, აწყდებიან სერიოზულ ბარიერებს, რომელიც მათ დამოუკიდებლად ცხოვრებაში უშლით ხელს, მათ შორის ღირსეული, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილის მოპოვებაში. აღნიშნულ ახალგაზრდებს, რომლებიც კერძო ბაზარზე აქტიურ დისკრიმინაციას ექვემდებარებიან და ხშირად სოციალურ საცხოვრებელზე არ მიუწვდებათ ხელი, ემუქრებათ უსახლკარობის ან ცუდ საცხოვრებელ პირობებში ცხოვრების საფრთხე, რამაც მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შესაძლოა ზიანი მოუტანოს და მათ განათლებასა თუ დასაქმებაში ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შემდეგი ღონისძიებები ეფექტურია ახალგაზრდების მიერ საცხოვრებელ ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით:

_        პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების ხელშეწყობა, რათა მათ განახორციელონ ღონისძიებები დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების მიერ ადეკვატური და ფინანსურად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად;

_        ყველაზე დაუცველი ჯგუფების, მათ შორის ახალგაზრდების, რომლებსაც უსახლკარობის საფრთხე ემუქრებათ ან უკვე უსახლკაროები არიან, ახალგაზრდა ოჯახების, ახალგაზრდების და განსაკუთრებით უმცირესობების წარმომადგენელი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდების სპეციალური საცხოვრებელი საჭიროებების აქტიურად გათვალისწინება განსახლების სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის შესაძლებლობის განხილვის გზით;

_        საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული დახმარების მიღების პროცესის გამარტივება, საზოგადოებრივი საცხოვრებლისა და სხვა შესაბამისი სოციალური სერვისების ინტენსიური კოორდინაციის გზით;

_        ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილებისა და საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული დახმარების შესახებ განახლებული ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა ახალგაზრდების შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით და არსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, მაგ. ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრებისა და ახალგაზრდებთან მუშაობის ადგილების გამოყენებით;

_        კომპეტენტური სახელისუფლებო ორგანოების წახალისება და დახმარება, რათა მათ შექმნან “საცხოვრებელი ადგილის შერეული ბაზარი”, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებლის ფორმების ფართო სპექტრსა და მრავალფეროვნებას, მათ შორის სოციალურ საცხოვრებელ ადგილებს კერძო გაქირავების საშუალებით, რომელიც იმ ახალგაზრდების საჭიროებებზეა მორგებული, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ;

_        შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების მხარდაჭერა, რათა მათ შექმნან “საცხოვრებელი ადგილის შერეული სქემები”, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი თემების შიდა მრავალფეროვნებას და სეგრეგაციისა და გეტოიზაციის პრევენციას მოახდენს;

_        ისეთი მექანიზმების შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მინიმალური სტანდარტების დაცვას საცხოვრებელი ადგილის შერეულ ბაზარზე (როგორც კერძო, ისე საჯარო), მათ შორის ისეთი ღონისძიებების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული სტანდარტების შეუსრულებლობის შეტყობინებას შესაბამისი ორგანოებისათვის (ადგილზე ინსპექცია, საჩივრის მექანიზმები), მომხმარებელთა დაცვისა თუ სხვა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობის საფუძველზე. სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ ინფორმაცია ფართოდ უნდა გავრცელდეს ახალგაზრდების შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

_        მომთაბარე თემებისათვის განკუთვნილი “გასაჩერებელი ადგილების” უზრუნველყოფა სუფთა წყლით, ელექტროობითა და სათანადო სანიტარიით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშულ ინიციატივებს შეეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი სამედიაციო მხარდაჭერა;

iv. ჯანმრთელობა

ახალგაზრდები, რომლებიც დაუცველ რაიონებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით მოწყველადები არიან გარკვეული რისკებისადმი და მათ ნაკლებად აქვთ პრევენციისა და მზრუნველობისათვის განკუთვნილი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების საშუალება. დადასტურებულია შემდეგი მიდგომების ეფექტურობა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, რომლებიც ჯანდაცვის უფლებით სარგებლობის კუთხით სირთულეებს აწყდებიან:

_        დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უფასო ხარისხიან ჯანდაცვაზე, რაც უნდა განხორციელდეს ახალგაზრდებზე მორგებული ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებისა და ახალგაზრდების შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების (განსაკუთრებით, ინტერნეტზე დაფუძნებული სოციალური მედიის) გამოყენებით ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმირებულობის უზრუნველყოფით.

_        სპეციალური ყურადღება უნდა დაეთმოს იმ განსაკუთრებით მოწყველადი ახალგაზრდების ჯგუფების ჯანმრთელობის საჭიროებებს, რომლებიც მრავალმხრივ გარიყვას განიცდიან (მათ შორის არიან ახალგაზრდა ბოშები და მიგრანტი ქალები, ახალგაზრდები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ახალგაზრდა შშმ პირები, აივ ინფექციით დაავადებული ახალგაზრდები და ა.შ.);

_        საჭიროების შესაბამისად და სათანადო ღონისძიებების გამოყენებით (მაგ. თარგმნის უზრუნველყოფა, კულტურული მედიაცია და ა.შ.) იმ კულტურული, დამოკიდებულებითი და სხვა ბარიერების, მათ შორის პაციენტსა და სამედიცინო სფეროში მომუშავე პროფესიონალებს შორის ენობრივი ბარიერების აღმოფხვრა, რომელიც ახალგაზრდებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას უზღუდავს; 

_        ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი ცხოვრების წესის შესახებ საგანმანათლებლო, ცნობიერების ასამაღლებელი და მხარდაჭერის პროგრამების საშუალებით ახალგაზრდული ჯანმრთელობის პროგრამებსა და კრიზისის საკონსულტაციო სერვისებში ინვესტირება (აღნიშნულის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად მოხმარებაზე, დამოკიდებულებაზე, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნაადრევ, დაუგეგმავ და კრიზისულ ორსულობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სპორტზე, ნუტრიციაზე, ოჯახსა და სამუშაო პერსპექტივებზე და ზოგად კეთილდღეობაზე), ახალგაზრდებთან მუშაობის, განათლებისა და სათემო არსებული საზოგადოებრივი დაწესებულებების გამოყენებით. შესაძლებელია ახალგაზრდული მუშაკების, სოციალური მუშაკებისა და მედდების ეფექტურად გამოყენება დაუცველ რაიონებში აღნიშნული პროგრამების პოპულარიზაციის და განახლებისათვის;

_        ისეთი პროგრამების შექმნა, რაც წაახალისებს სამედიცინო პრაქტიკის მქონე ექიმებს, მედდებსა და სათემო ჯანდაცვის მუშაკებს, რათა მათ გაიუმჯობესონ კომპეტენციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პაციენტსა და სამედიცინო სფეროს  მუშაკებს შორის ურთიერთობის კულტურათაშორისი ასპექტები, გენდერული მგრძნობელობა, სამედიცინო პრობლემებზე საუბრისგან თავის შეკავება, ახალგაზრდებზე მორგებული მიდგომები ჯანდაცვაში და ა.შ., სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით (მათ შორის, უწყვეტი სწავლის შესაძლებლობები, პრაქტიკისა და ექსპერტული გამოცდილების გაცვლა სხვა პროფესიონალებთან, რომლებიც დაუცველ რაიონებში მუშაობენ და ა.შ.);

_        ჯანდაცვის სტრატეგიების შემუშავება შესაბამისი ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით, დაუცველი რაიონის წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მუშაკების პირდაპირი მონაწილეობით სტრატეგიების შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;

_        სპორტის ხელშეწყობა ჯანმრთელი ცხოვრების სტილის შენარჩუნების და სამომავლოდ ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისათვის, როგორც სკოლის შიგნით ისე სკოლის გარეთ, ისეთი ზომების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სპორტული ობიქტების სრულფასოვან და თანაბარ ხელმისაწვდომობას, მათ შორის აღნიშნული ობიექტების უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებაში ინვესტირებით.

v. ინფორმაცია და კონსულტაცია

დაუცველ რაიონებში მაცხოვრებელი ახალგაზრდა ადამიანების ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და კონსულტაციაზე შეზღუდულია აღნიშნული რაიონების მდებარეობისა და რესურსების ნაკლებობის გამო. ამავდროულად, ეს სერვისები ყველაზე მეტად სწორედ ამ ადამიანებს სჭირდებათ. ქვემოთ მოყვანილი მიდგომები აუმჯობესებს ინფორმაციასა და კონსულტაციაზე ხელმისაწვდომობას აღნიშნული ახალგაზრდებისთვის:

_        იმ სრულფასოვან და სრულად ხელმისაწვდომ ახალგაზრდულ საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესებაში ინვესტირება, რომლებიც უზრუნველყოფენ განახლებულ და ახალგაზრდებზე მორგებულ ინფორმაციას, მათ შორის, სოციალური უფლებების, სამოქალაქო და სოციალური მონაწილეობისა და საერთაშორისო მობილობის შესახებ, ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო აღნიშნული სისტემების არ არსებობის შემთხვევაში, მათი შექმნის განხორციელებადობის განხილვა;

_        კულტურათაშორისი და გენდერული მგრძნობელობის შესახებ ტრენინგის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რაიონში არსებული სათემო ინფრასტრუქტურის გამოყენებით (ჯანდაცვის ცენტრები, ახალგაზრდული ცენტრები, სკოლები, ახალაზრდული ორგანიზაციები და ა.შ.);

_        ახალგაზრდული საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისების ხარისხისა და ეფექტურობის უზრუნველყოფისა და შემდგომი სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღიარებული სტანდარტების საფუძველზე.

vi. სპორტი, დასვენება და კულტურა

სპორტს, დასვენებასა და კულტურას ევროპაში სულ უფრო და უფრო მეტად ენიჭება არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მნიშვნელობა. მათზე ხელმისაწვდომობა ხშირად საჭიროებს საკმაო ოდენობის ფინანსურ სახსრებს, რომელზეც დაუცველი უბნების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ხელი არ მიუწვდებათ. სხვა ბარიერები, როგორიცაა ცნობიერების დაბალი დონე, ინფორმაციის ნაკლებობა, ფიზიკური სიშორე ან ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად უზღუდავს ხელმისაწვდომობას სპორტზე, დასვენებასა და კულტურაზე მაშინ, როდესაც აღნიშნული აღიარებულია მონაწილეობისა და აქტიური მოქალაქეობის შესანიშნავ საშუალებად. ქვემოთ მოყვანილი ზომები ეფექტურად უზრუნველყოფს დაუცველი უბნების წარმომადგენელი ახალგაზრდების ხელმისაწვდომობას კულტურაზე, დასვენებასა და სპორტზე:

_        დაუცველი უბნების აღჭურვა ფიზიკურად და ფინანსურად სრულად ხელმისაწვდომი სპორტისა და დასვენების ობიექტებით, ხოლო არსებული ობიექტების გაუმჯობესება, რა დროსაც ბოლომდე იქნება გათვალისწინებული შესაბამისი თემის სურვილები;

_        სათემო განვითარებისა და მონაწილეობის სტრატეგიების ინტეგრაცია, რაც უზრუნველყოფს არსებული საშუალებების მაქსიმალურად გამოყენებას (ახალგაზრდებთან მუშაობა, განათლება, სათემო სერვისები, ინფორმაცია და საკონსულტაციო სერვისები, კულტურული დაწესებულებები და ა.შ.);

_        სპორტისა და კულტურის პოტენციალის აღიარება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისა და მოქალაქეობის, სოციალური ურთიერთგათანაბრების, ინკლუზიისა და კეთილდღეობის საკითხებში, და განვითარების სქემებში სპორტისა და კულტურისათვის უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება;

_        იმ განსაკუთრებული გამოწვევების აღიარება, რომელსაც ახალგაზრდები აწყდებიან სპორტში, ახალგაზრდულ დასაქმებასა და სხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად, რაც მათი ოჯახების კონტროლს არ ექვემდებარება, და გენდერულად და კულტურულად მგრძნობიარე ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ორივე სქესის წარმომადგენელი ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიას აღნიშნულ აქტივობებში;

_        დაუცველი უბნების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის კულტურული შესაძლებლობების, მათ შორის თეატრის, კონცერტებისა და გამოფენების ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

_        დაუცველი უბნების წარმომადგენელი ახალგაზრდების უზრუნველყოფა რჩევითა და შესაძლებლობებით, რათა მათ თავიანთი ნიჭისა და კულტურული კრეატიულობის გამოყენებით შეძლონ თავიანთი თემების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.

_       

B. სეგრეგაციის  აღმოფხვრა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა

ახალგაზრდები, რომლებიც დაუცველ რაიონებში ცხოვობენ, ხშირად განიცდიან იზოლაციას და სეგრეგაციას, გამიზნულად ან უგულებელყოფის შედეგად. აღნიშნული იწვევს მათ კიდევ უფრო სტიგმატიზაციას და ამწვავებს დისკრიმინაციას, რომელსაც ისინი განიცდიან თავიანთი რაიონის გარეთ. ხშირ შემთხვევაში ეს ქმნის გარიყვის მოჯადოებულ წრეს და გამოკეტვის შეგრძნებას. ქვემო მოყვანილი ღონისძიებები ეფექტურია სოციალური ინკლუზიის ხელშესაწყობად, ვინაიდან მათი საშუალებით აღმოიფხვრება სეგრეგაციისა და იზოლაციის მიზეზები და სიმპტომები:

_        აღიარება იმისა, რომ ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტებზე. იმ შემთხვევაში, თუ ძირითად საზოგადოებრივ სერვისებზე (მათ შორის, ფოსტა, სათემო ცენტრები, ახალგაზრდებთან მუშაობის ცენტრები, დასაქმების სერვისებისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიები) ხელმისაწვდომობას ვერ უზრუნველყოფენ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, საჭიროა განხორციელდეს ინვესტირება მოსახერხებელ და ფინანსურად ხელმისაწვდომ სატრანსპორტო მომსახურებაში;

_        პერიფერიულ და სეგრეგირებულ დაუცველ თემებში ყველაზე იზოლირებულ და სამოქალაქო უფლებაშეზღუდულ ახალგაზრდებთან დაკავშირება, ინფორმაციის, არაფორმალური განათლებისა და მონაწილეობის სხვა შესაძლებლობებში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მაგალითად, “ახალგაზრდებთან მობილური მუშაობის” საშუალებით;

_        სეგრეგირებული და იზოლირებული დაუცველი თემების კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილება სექტორებს შორის და ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს შორის თანამშრომლობის გზით, და თემის გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავებით, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების პირდაპირი ჩართულობით. 

C. საცხოვრებელი გარემოს დაგეგმვისა და მართვის პროცესში რეალური მონაწილეობის შესაძლებლობების ხელშეწყობა

პოლიტიკური თვალსაზრისით, დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდები ხვდებიან ფართო საზოგადოების იმ ჯგუფებს შორის, რომელთაც ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სამოქალაქო უფლებები, მაშინაც კი, თუ საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი მექანიზმია მოქალაქეობის პრაქტიკაში განსახორციელებლად.

ახალგაზრდების მოსაზრების მოსმენა ისეთ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ურბანულ დაგეგმვას და მათი საცხოვრებელი გარემოს მართვას, იმ რეალური საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომელიც პოლიტიკის საშუალებით უნდა აღმოიფხვრას. ქვემოთ მოყვანილი ღონისძიებები ხელს უწყობს დაუცველი უბნების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან კონსულტაციასა და მათ მონაწილეობას მათივე საცხოვრებელ გარემოსთან და როგორც ახალგაზრდების, ისე ფართო საზოგადოების წინაშე მდგარ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში:

_        ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესების შემუშავება, რომელიც ახალგაზრდებს და მათ წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ მათი საცხოვრებელი გარემოს დაგეგმვის პროცესში (ურბანულ, სათემო და რაიონულ დონეზე), სადაც სათანადო ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების საჭიროებებს, ძირითადი საზოგადოებრივი სერვისებისა და სათემო სარგებლობის ობიექტების ხელმისაწვდომობას. კარგი პრაქტიკის მაგალითია ისეთი ახალგაზრდული საკონსულტაციო ორგანოს შექმნა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, როგორიცაა მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭო, ახალგაზრდული პარლამენტი ან ფორუმი, რომელიც ახალგაზრდებს, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნებიან თუ არა ისინი რომელიმე ორგანიზაციას ან ასოციაციას, შესაძლებლობას აძლევს გამოხატონ თავიანთი მოსაზრება და წარმოადგინონ წინადადებები იმ პოლიტიკის ფორმულირებასა და იმპლემენტაციაზე, რომელიც მათზე ახდენს გავლენას, ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ სექტორის თანამმარველობის სისტემის პრინციპების გამოყენებით;

_        ახალგაზრდების ინფორმირება და მათთან კონსულტაცია ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან დაგეგმვის პროცესებზე, იმ ადგილებისა და მედიის გამოყენება, რომელიც ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობს (სოციალური მედია, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ცენტრები, სპორტ კლუბები, საჯარო ადგილები, სადაც ახალგაზრდები ხშირად დადიან),

_        დაუცველ რაიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების უზრუნველყოფა მდგრადი მხარდაჭერითა და რესურსებით, რათა მათ შეძლონ დაუკავირდნენ უფლებაშეზღუდულ ახალგაზრდებს და ხელი შეუწყონ მათ მონაწილეობას შესაბამის დებატებში.

D. ყველა ახალგაზრდის უზრუნველყოფა აქტიური მოქალაქეობის როლის განხორციელების შესაძლებლობით, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე

დისკრიმინაცია კიდევ უფრო ამწვავებს აქტიური მოქალაქეობის ბარიერებს, რომელსაც დაუცველ რაიონში მცხოვრები არაერთი ახალგაზრდა აწყდება სოციალური ცრურწმენის, იზოლაციის და ა.შ. გამო. დისკრიმინაციის პრევენციისა და გამოსწორებისათვის ეფექტურია ღონისძიებები, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთგათანაბრებასა და პოზიტიურ ურთიერთობებს სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანებს შორის, ახალგაზრდებთან მუშაობის საშუალებით. ქვემოთ მოყვანილ ღონისძიებებით შესაძლებელია ახალგაზრდების აქტიური მოქალაქეობის წახალისება:

_        დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციების ინიციატივების აქტიური მხარდაჭერა, თუ ეს ინიციატივები მიზნად ისახავს სათემო ურთიერთგათანაბრებას, ურთიერთგაგების ხელშეწყობას თემის მაცხოვრებლებს შორის, სხვადასხვა სოციალური და კულტურული წარმომავლობის მქონე ადამიანებს შორის უარყოფითი დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლას, სტიგმისა და ცრურწმენის შემცირებას და სოციალური უფლებების, ადამიანური უფლებების, ინკლუზიის და ა.შ. ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, სხვადასხვა ღონისძიებების გამოყენებით, მათ შორის დაფინანსების, პროექტის შემუშავებისა და მართვის, მოწყობილობების და/ან შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფას;

_        იმ პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას - მაგალითად, ტრადიციულ და ალტერნატიულ ფორმატებში თემის წევრებისათვის ინფორმაციისა და აქტივობების ხელმისაწვდომობა;

_        ინვესტიციების გაზრდა ახალგაზრდულ დასაქმებაში (მათ შორის, მობილურ ახალგაზრდულ დასაქმებაში), სათემო ობიექტებში და ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალგაზრდების მონაწილეობას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ მოქალაქეობას, სოციალურ ურთიერთგათანაბრებას, ინტერკულტურულ დიალოგს და სხვა საქმიანობას, რომელიც დაუცველი უბნების წარმომადგენელ ახალგაზრდებს აკავშირებს თანატოლთა ფართო ჯგუფთან, როგორც უმცირესობების ისე უმრავლესობების თემებიდან;

_        იმ ღონისძიებების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის ღია ყველა შენობაზე შეზღუდული შესაზლებლობის მქონე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობას, შექმნილ გარემოში ხელმისაწვდომობის სტანდარტებად არის აღიარებული “უნივერსალური დიზაინის” პრინციპების შესაბამისად;

_        ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფებისათვის დამახასიათებელი მოწყველადობის აღიარება ყველა სახის დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის მიმართ და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემის დასაძლევად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება.

E. არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული მუშაობის, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრული უშაკების აღიარება და მხარდაჭერა დაუცველ რაიონებში

არაფორმალური განათლება/სწავლება და ახალგაზრდული მუშაობა ეფექტურად ეხმარება ახალგაზრდებს იმ მიდგომებისა და გადაჭრის გზების პოვნაში, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, გადალახონ ის არახელსაყრელი პირობები, რომელსაც განიცდიან, და აქტიური და კონსტრუქციული წვლილი შეიტანონ მათი თემებისა და ზოგადად საზოგადოების განვითარებაში. ამავდროულად, ხშირად დაბალია ახალგაზრდული მუშაობისა და არაფორმალური განათლების/სწავლების, ისევე როგორც მათი პროვაიდერების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ზოგადად, ახალგაზრდული მუშაკების სოციალური და პოლიტიკური აღიარება და პროფესიული სტატუსი. ქვემოთ მოყვანილი ღონისძიებები გაზრდის ახალგაზრდული მუშაობისა და არაფორმალური განათლების/სწავლის მნიშვნელობის დაფასებას და შეუწყობს ხელს ევროპაში საზოგადოების განვითარებას:

_        შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წახალისება, რათა მათ აღიარონ და დააფასონ ახალგაზრდებთან მუშაობა, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება თემის ურთიერთგათანაბრების მხარდაჭერის საქმეში, სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით, მათ შორის: ახალგაზრდულ მუშაკებთან კონსულტაცია უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდებისათვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესებში; დაფინანსების უზრუნველყოფა ახალგაზრდული მუშაკებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის, განსაკუთრებით კი დაფინანსების პროცედურების გამარტივება; უწყვეტი განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდული მუშაკებისათვის; ექსპერტული გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა ახალგაზრდულ მუშაკებსა და სხვა პროფესიონალებს შორის, რომლებიც ახალგაზრდებთან მუშაობენ; ახალგაზრდული მუშაობის სტატუსის და მუშაობის პირობების გაუმჯობესება, და ა.შ.;

_        ახალგაზრდული მუშაობის პროფესიონალებისა  და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა არაფორმალურ განათლების/სწავლების საუკეთესო პრაქტიკის განვითარების პროცესში, სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის შესაბამისი საკანონმდებლო და პოლიტიკური ღონისძიებების საშუალებით;

_        ღონისძიებების განხორციელება იმისათვის, რომ არსებულმა გარემომ გააძლიეროს ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ დაუცველ უბნებში ახალგაზრდული მუშაობისდა არაფორმალური განათლების/სწავლების სფეროებში, მათ შორის მდგრადი დაფინანსებისა და სტრუქტურული მხარდაჭერის სხვა ფორმების საშუალებით.

F. დაუცველ რაიონებში მაცხოვრებელი ახალგაზრდების გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება

ახალგაზრდა ქალები, რომლებიც დაუცველ რაიონებში ცხოვრობენ, უფრო მეტად მოწყველადები არიან სოციალური გარიყვის რისკის მიმართ, რის გამოც ისინი საჭიროებენ დამატებით მხარდაჭერას მათი სოციალური უფლებების განხორციელებაში. ქვემოთ მოყვანილი ღონისძიებები ეფექტურია გენდერული თანასწორობას ხელშეწყობისა და დაუცველ რაიონებში მაცხოვრებელი ახალგაზრდების მიერ სოციალურ უფლებებზე ხელმისაწვდომობის კუთხით:

_        დაუცველ რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლების (განსაკუთრებით ახალგაზრდა დედების) ხელშეწყობა, გააგრძელონ ან დაუბრუნდნენ განათლებას ან ტრენინგს, ან დასაქმდნენ. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების გამოყენებით, მათ შორის სოციალური სარგებელის შესაბამისი სისტემითა და ბავშვებზე მზრუნველობის მხარდაჭერის სერვისებით;

_        დაუცველ რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცებისათვის კონკრეტული მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება, რათა მათ გააჟღერონ საზოგადოებრივ სფეროში მათ მონაწილობასთან დაკავშირებული სირთულეები. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია იმ პლატფორმების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, პოლიტიკურ ცხოვრებასა და საზოგადოებაში;

_        თემში ახალგაზრდების ლიდერობის მხარდაჭერა სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით, მათ შორის გენდერ-სპეციფიური ახალგაზრდული ორგანიზაციების, თანა-საგანმანათლებლო ახალგაზრდული მუშაობის და გენდერულად მგრძნობიარე ბიჭების/ახალგაზრდა მამაკაცების ინიციატივების მხარდაჭერა.

G. დაუცველ რაიონებში ყველა სახის ძალადობის პრევენცია

დაუცველი რაიონებში ხშირია ძალადობა, როგორც სახლის შიგნით, ისე სახლის გარეთ, ხოლო ახალგაზრდები შესაძლოა იყვნენ აღნიშნული ძალადობის მსხვერპლები ან მოძალადეები. ძალადობის სხვადასხვა ფორმა, რომელიც დაუცველ რაიონებში აღინიშნება ქმნის შიშის კლიმატს და კიდევ უფრო ამძაფრებს ცრურწმენასა და დისკრიმინაციას აღნიშნულ რაიონებში მაცხოვრებელი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ქვემოთ მოყვანილია მიდგომები, რომელიც ძალადობის პრევენციასა და შეჩერებას უწყობს ხელს:

_        ერთის მხრივ, ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს (მათ შორის: პოლიცია, არასრულწოვანთა მართლმსაჯულებისა და პრობაციის სერვისები, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები და ახალგაზრდობის საკითხთა მუშაკები), ხოლო მეორეს მხრივ, დაუცველ რაიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებსა და მათ წარმომადგენლებს (ახალგაზრდული ორგანიზაციები, ახალგაზრდებთან მუშაობის პროვაიდერები და ა.შ.) შორის დიალოგის პლატფორმის შექმნა, რაიონში ძალადობის ყველა ფორმის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და ძალადობასთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიების შესამუშავებლად;

_        ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება ბულინგის, სექსუალური შევიწროვების, გენდერის საფუძველზე ძალადობის და ძალადობის იმ სხვა ფორმების აღსაკვეთად, რომელიც დაუცველ რაიონებში არის გავრცელებული;

_        მხარდაჭერის ღონისძიებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ძალადობის ახალგაზრდა მსხვერპლებისათვის და ამ ღონისძიებების შესახებ ინფორამციის ფართოდ გავრცელება დაუცველ რაიონებში, ახალგაზრდების შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

_        დაზარალებულების ხელშეწყობა, რათა მათ გენდერზე დაფუძნებული ძალადობის შესახებ პოლიციას შეატყობინონ; ამავდროულად, მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ისეთ სერვისებზე, რომელიც იცავს მათ უსაფრთხოებას, მათ შორის ალტერნატიული განთავსების ადგილების ხელმისაწვდომობა მათთვის და მათი შვილებისთვის, შესაბამისი ფსიქოლოგიური კონსულტაცია და ფინანსური მხარდაჭერა;

_        პოლიციის თანამშრომელებისათვის, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისა და დაუცველ რაიონებში ძალადობის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი სახელისუფლებო ორგანოებისათვის ადამიანის უფლებებზე გენდერულად მგრძნობიარე ტრენინგის ჩატარება;

_        პოლიციის თანამშრომელთა წახალისება, რათა მათ მოახდინონ დაუცველ რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დაცვა ძალადობისგან. აღნიშნულის მიღწევა, სხვა საშუალებებთან ერთად, შესაძლებელია მკაფიო და ეფექტური სანქციების დაწესებით იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის თანამშრომლები ვერ შეძლებენ ძალადობისაგან დაცვის მოვალეობის შესრულებას;

_        ისეთი ინიციატივების ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის ჩამდენთა გამოსწორების პროცესის მხარდაჭერას, ახალგაზრდა დამნაშავეების სოციალურ რეინტეგრაციასა და სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულის პრევენციას.


ტერმინთა განმარტება

აქტიური მოქალაქეობა: პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში გააზრებული და პასუხისმგებლიანი მონაწილეობის შესაძლებლობა. ახალგაზრდები აქტიური მოქალაქეობის შესახებ სწავლობენ იმ კონცეფციებისა და ფასეულობების გაცნობით, რომელიც დამოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეობას უდევს საფუძვლად (აღნიშნული, როგორ წესი, ხორციელდება განათლების რაიმე ფორმის - ფორმალური ან არაფორმალური განათლების - საშუალებით), და თავიანთი თემის აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრობით (სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების მეშვეობით), ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შესაბამის ასაკს მიაღწევენ - დემოკრატიულ ქვეყანში მოქალაქის უფლებებისა და პასუხისმგებლობების განხორციელებით (ხმის მიცემა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება და სხვა). აღნიშნული წარმოადგენს როგორც ადამიანის უფლებას, ისე მოვალეობას. აქტიური მოქალაქეობა საჭიროებს როგორც შესაძლებლობას, ისე კომპეტენციებს. ახალგაზრდები, რომლებიც აწყდებიან ბარიერებს სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის კუთხით, უფრო მეტად განიცდიან დაბრკოლებას აქტიური მოქალაქეობის განხორციელებისა და საზოგადოებაში პასუხისმგებლური მონაწილეობის მხრივ.

თანამმართველობა: სახელისუფლებო ორგანოს (ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე მთავრობის წარმომადგენლებს) და სამოქლაქო საზოგადოებას (არა-სამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ქსელების წარმომადგენლებს) შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორში არსებობს 1960-იანი წლებიდან. თანამმართველობის სისტემის პარტნიორები ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს, თანასწორობის საფუძველზე, და განსაზღვრავენ ამ პროგრამების დაფინანსების გზებს.

დაუცველობა (სოციალური): იმ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, რომელსაც საჭიროებს თითეული ადამიანი თვითუზრუნველყოფისა და მდგრადი ავტონომიისათვის. პროექტის “Enter!” კონტექსტში, დაუცველობა მიჩნეულია პროცესად, სადაც ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფებს ან სხვა პირებს სისტემატურად წართმეული აქვთ (არსებული მოწყობის ან უგულებელყოფის გამო) შესაძლებლობა და/ან საშუალება სოციალური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა (როგორც ეს განსაზღვრულია ევროპულ სოციალურ ქარტიაში), რაც არსებითად წარმოადგენს მათ წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევას. დაუცველობის განცდა შესაძლოა მოიცავდეს დამოუკიდებლობის, წამახალისებელი საშუალების, პასუხისმგებლობის, საკუთარ თავის პატივისცემისა და სხვების პატივისცემის, ჯანმრთელობის, განათლების, ინფორმაციის, დასაქმების, ადექვატური ფინანსური მხარდაჭერის, სოციალური, კულტურული და ფინანსური კაპიტალის, რეაქტიული მხარდამჭერი სისტემებისა და მონაწილეობის ნაკლებობას.

დაუცველი რაიონები: ის ტერიტორიები ან თემები, რომლის მაცხოვრებლები, მათ შორის, ახალგაზრდები, მოსახლეობის უმრავლესობასთან შედარებით უფრო მეტად განიცდიან სიღარიბეს, დეპრივაციას, ძალადობას, გარიყვას, მარგინალიზაციას, შესაძლებლობების ნაკლებობას, დაბალი დონის საცხოვრებელ პირობებს, დეგრადირებულ გარემოს და მოწყველადობას. დაუცველ უბნებს არ აქვთ საკმარისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და სერვისები ახალგაზრდებისათვის, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათი ცხოვრების შესაძლებლობებსა და სამომავლო განვითარებაზე. აღნიშნული ინფრასტრუქტურა და სერვისები მოიცავს ახალგაზრდულ ცენტრებს, სკოლებსა და სხვა სახის საგანმანათლებლო სიკეთეებს, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებს, საჯარო თავშეყრის ადგილებს, ჯანდაცვის ცენტრებს, დასაქმებისა და მომზადების სააგენტოებს და ასევე, ადგილობრივი ბიზნესისა და თემის ინიციატივებს.

აღნიშნული რაიონებს ხშირად არ მიუწვდებათ ხელი ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებიდან და კერძო სექტორიდან დაფინანსებაზე ან ხდება მათი უგულებელყოფა. ამასთან, ამ რაიონების უმრავლესობა ქალაქის ცენტრიდა მოშორებით მდებარეობს და ტრანსპორტის ადექვატური სისტემები არ გააჩნია, რაც იწვევს ამ რაიონების იზოლაციასა და სეგრეგაციას.[1] წინამდებარე რეკომენდაციაში ტერმინი “დაუცველი რაიონი” არსებითად აღნიშნავს როგორც ურბანულ ტერიტორიას, ისე სოფლებს, რომლებიც დასახლებულია ძირითადად დაბალი დონის პირობებში მაცხოვრებელი ბოშებით[2].

დაუცველი ახალგაზრდები: ახალგაზრდები, რომლებიც დაუცველ რაიონებში ცხოვრობენ (იხ. განმარტება ზემოთ) განიცდიან სხვადასხვა და მრავლობით (სოციალურ) დაუცველობას (იხ. განმარტება ზემოთ), მათ შორის, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კაპიტალის და/ან რესურსების ნაკლებობას; განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და წარმატების ნაკლებობას; მომზადებისა და დასაქმების ნაკლებობას; სამომავლო პერსპექტივების ნაკლებობას; ემუქრებათ უსახლკარობის, კანონთან კონფლიქტის, სექსუალური ექსპლუატაციის და/ან ძალადობის, ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად მოხმარების, და ა.შ. უფრო მაღალი რისკი. ამასთან, ზოგიერთი კატეგორიის ახალგაზრდა შესაძლოა გახდეს დაუცველი, მათ შორის არიან ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან მზრუნველობაში ან ოჯახების გარეშე; მიგრანტული წარმომავლობის ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები; ბოშა ახალგაზრდები; შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდები, ან ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ ავადმყოფობასთან ერთად და ახალგაზრდები, სეგრეგირებულ ან იზოლირებულ თემებში. აღნიშნული ახალგაზრდები სხვა ადამიანებთან შედარებით სოციალური დაუცველობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. დაუცველი ახალგაზრდები განეკუთვნებიან საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფებს და საჭიროებენ მხარდაჭერის სპეციალური ღონისძიებების გატარებას, რათა მათაც იმავე შესაძლებლობებზე მიუწვდებოდეთ ხელი, რაზეც მათ თანატოლებს მიუწვდებათ.

დისკრიმინაცია: ტერმინი “დისკრიმინაცია” მოიცავს ყველა ფორმის დისკრიმინაციას, საფუძველისდა მიუხედავად, როგორც ეს ცალსახად არის განსაზღვრული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლში ან ნებისმიერ სხვა ფორმას, რომელიც დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალში.

ახალგაზრდებთან მობილური მუშაობა: ახალგაზრდებთან მუშაობის მოქნილი და “ფართო მოცვის მქონე” ფორმა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდული მუშაკი თავად მიდის ახალგაზრდებთან კონტაქტის დასამყარებლად, ნაცვლად მათი შეკრებისა ისეთ ცენტრალიზებულ ადგილას, როგორიცაა ახალგაზრდული ცენტრი ან ოფისი. ახალგაზრდებთან მობილურ მუშაობას სხვადასხვა ფორმა აქვს და მოიცავს ქუჩაში მუშაობას, ინდივიდუალურ დახმარებას ან კონსულტაციას, ჯგუფურ მუშაობას და სათემო მუშაობას, და ხორციელდება როგორც გარეთ, ისე შიგნით, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ ადგილებში.

არაფორმალური განათლება: “არაფორმალური განათლება” გულისხმობს ნებისმიერი სახის დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის მიზანია გარკვეული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ფართო სპექტრის გაუმჯობესება ფორმალური საგანმანათლებლო გარემოს ფარგლებს გარეთ.[3]

არაოფიციალური განათლება: “არაოფიციალური განათლება” გულისხმობს უწვეტ პროცესს, რომლის ფარგლებშიც პიროვნება იძენს დამოკიდებულებებს, ფასეულებებს, უნარ-ჩვევებსა და ცოდნას მის გარემოში არსებული საგანმანათლებლო გავლენებიდან და რესურსებიდან და ყოველდღიური გამოცდილებიდან (ოჯახი, თანატოლთა ჯგუფები, მეზობლები, მოულოდნელი შეხვედრები, ბიბლიოთეკა, მედია საშუალებები, სამუშაო, თამაში და ა.შ.).

სოციალური უფლებები: ევროპის სოციალური ქარტიითა და შესწორებული ევროპის სოციალური ქარტიით განსაზღვრული უფლებები.

ახალგაზრდული პოლიტიკა: სტრატეგია, რომელსაც სახელისუფლებო ორგანოები ახორციელებენ, რათა ახალგაზრდები უზრუნველყონ შესაძლებლობებითა და გამოცდილებებით, რომელიც ხელს უწყობს მათ წარმატებულ ინტეგრაციას საზოგადოებაში და შესაძლებობას აძლევს, იყვნენ საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრები, ისევე როგორც ცვლილების ინიციატორები. ახალგაზრდული პოლიტიკა მოიცავს ოთხ მიმართულებას, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდების ცხოვრების ყველა ასპექტს: a. კარგ ფორმაში ყოფნა (ფიზიკური და ფსიქიკური); b. სწავლა (არაოფიციალური, არაფორმალური და ფორმალური); c. მონაწილეობა, და d. ინკლუზია. ახალგაზრდული პოლიტიკა შესაძლოა მოიცავდეს ინტერვენციის სხვადასხვა საშუალებებს (საკანონმდებლო, სპეციალური პროგრამები და ა.შ.) და ახდენდეს გრძელვადიანი საგანმანათლებლო პერსპექტივის ინტეგრაციას. ახალგაზრდული პოლიტიკის სამიზნეს წარმოადგენს ნებისმიერი ახალგაზრდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა ეთმობოდეს მათ, ვინც სოციალურად, ეკონომიკურად ან კულტურულად მოწყველადია.

ახალგაზრდული მუშაკები: ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ახლაგაზრდებთან ერთად და ხალგაზრდებისათვის წარმოებულ სამუშაოებსა და აქტივობებში, მოხალისეების სახით ან პროფესიონალური ფორმით და სხვადასხვა კონტექსტებში, მათ შორისაა ახალგაზრდული ორგანიზაციები, ახალგაზრდული სერვისები, ახალგაზრდული ცენტრები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც მიმდინარეობს ტრენინგები ახალგაზრდული/სოციალური სამუშაოს საკითხებზე, და ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, რომელიც მუშაობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე.

© Council of Europe [Month, year], original English and French versions

© Ministry of Education and Science of Georgia, March 2018, Georgian translation

Text originated by, and used with the permission of, the Council of Europe. This unofficial translation is published by arrangement with the Council of Europe, but under the sole responsibility of the translator.

* * * * *

© Conseil de l’Europe [mois, année], versions originales en anglais et français

© [votre établissement] [mois, année], [langue] traduction

Le texte original provient du Conseil de l’Europe et est utilisé avec l’accord de celui-ci. Cette traduction est réalisée avec l’autorisation du Conseil de l’Europe mais sous l’unique responsabilité du traducteur.



[1] დაუცველი რეგიონების იმ განსაზღვრების შესაბამისად, რომელიც მოცემულია მერი დეილის ნამუშევარში, სახელწოდებით “ევროპაში სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა”, ევროპის საბჭოს გამოცემა, სტრასბურგი, 2002 წლის ოქტომბერი.

[2] ევროპის საბჭოს განსაზღვრების შესაბამისად, ტერმინი “ბოშა” ნიშნავს ევროპელ ბოშებს - რომა, კალე, სინტი და მათთან დაკავშირებულ სხვა ჯგუფებს, მათ შორის მოგზაურ და აღმოსავლელ ჯგუფებს (დომი და ლომი), და მოიცავს შესაბამისი ჯგუფების ფართო სპექტრს, მათ შორის პიროვნებას, რომელიც საკუთარ თავს ბოშად მიიჩნევს.

[3] იხ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)7 ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს, რომელიც შეეხება ევროპის საბჭოს ქარტიას დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების და ადამიანის უფლებების შესახებ განათლების თაობაზე;